Connect with us

საკითხავი

7 ნატურალური დამატკბობელი – შაქრის შესანიშნავი ალტერნატივა თქვენი ჯანმრთელობის სასარგებლოდ

ნატურალური დამატკბობლები შაქარსა და ხელოვნურ დამატკბობელში არსებული ტოქსიკური და მჟავე ნივთიერებების ჩანაცვლების საშუალებას გვაძლეს.

ხელოვნური დამატკბობლის პრობლემა

ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ხელოვნური დამატკბობელი ასპარტამია. დღესდღეობით საკმაოდ ბევრი მტკიცებულება არსებობს, რომ მსგავსი შაქრის შემცველი „ნულოვანი კალორიით“ (ევროპაში უკვე აკრძალულია) წონის მომატებას ხელს უწყობს.

რაფინირებული შაქრის ალტერნატიული დამატკბობლები

მათ ჯანმრთელობისთვის სარგებლის მოტანა ნამდვილად შეუძლია. მაგალითად, გარკვეული ხილის და ბალახის ტკბილეული. სწორედ მათ დღესდღეობით ძალიან ხშირად იყენებენ და ძველ ადგილს იბრუნებენ.

1. ქოქოსის შაქარი

ქოქოსის პალმის ტკბილი წვენისგან დამზადებული ნატურალური ქოქოსის შაქარი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტია. ასევე რაფინირებული შაქრის ალტერნატივას წარმოადგენს. ის მდიდარია მინერალებით. ყავისფერ შაქართან შედარებით 2-ჯერ უფრო მეტ რკინას, 4-ჯერ უფრო მეტ მაგნიუმსა და 10-ჯერ უფრო მეტ თუთიას შეიცავს.

ასევე მდიდარია ენზიმებით, რომლებიც სისხლის მოძრაობაში შთანთქმას ამცირებს. დაბალ  გლიკემიურ ინდექსთან (35, შაქარს 68 აქვს) კომბინაციაში ეს დამატკბობელი ცუდი ვარიანტი არაა. შეგიძლიათ სამზარეულოში შაქრის 1:1 შემცველად გამოიყენოთ.

2. სტევია

ის შაქარზე 200-300-ჯერ უფრო ტკბილია, მაგრამ ნულოვან კალორიას შეიცავს.

სტევია შაქარი საერთოდ არაა და დამტკიცებულია, კანდიდოზს არ კვებავს და სისხლში შაქრის დონეს არ ზრდის. თავიდან მისი გემო შეიძლება ოდნავ მომწარო და პიკანტური იყოს, შესაჩვევად დრო სჭირდება. საუკეთესო ალტერნატივა დაუმუშავებელი და დაქუცმაცებული მწვანე ფოთლებია.

3. ფინიკი

ეს უჯრედისით სავსე ნამდვილი საკვებია, რომელიც შაქრის ათვისებას ანელებს. ასევე მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რკინით, მინერალებითა და ტანინებით. ფინიკის შაქარი მშრალი ფინიკისგან იწარმოება და გამოიყენება, როგორც ყავისფერი შაქარი. უნდა გახსოვდეთ, რომ წყალში არ იხსნება, ამიტომ დესერტების და ფაფების დასატკბობად გამოიყენეთ. კარგი სმუზისთვის 1 ან 2 ფინიკი ცოტა კაკაოსთან და ნუშის რძესთან ერთად დააბლენდერეთ და გაიგებთ, თუ რა არის სამოთხე!

4. ნატურალური თაფლი

ნატურალური თაფლი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, მინერალებით, ვიტამინებით, ამინომჟავებით, ფერმენტებით, ნახშირწყლებით და ფიტონუტრიენტებით. ის რაფინირებული შაქრის ბუნებრივ ალტერნატივას წარმოადგენს.

5. ვარდისფერი ჰიმალაის მარილი

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ვარდისფერი ჰიმალაის მარილი დაუმატეთ თქვენს დილის სმუზს, ხილის ნამცხვარს, ხილის სალათს ან სხვა ტკბილ სასმელსა თუ კერძს. ასე ბუნებრივ სიტკბოს უშაქროდ გაზრდით. მარილი არა მხოლოდ გარკვეული პროდუქტის სიმწარეს ფარავს, არამედ ბევრი პროდუქტის ბუნებრივ სიტკბოს ზრდის. ეს იმას ნიშნავს, რომ სასურველი გემოს მისაღწევად უფრო ნაკლები შაქარი დაგჭირდებათ.

სწორედ ამიტომ, ბევრი ადამიანი საზამთროს, ლიმონს და სხვა ხილს ჭამამდე მარილს აყრის. მარილი ტვინს ტკბილეულის შეგრძნების გადამუშავებაზე ეხმარება, რაც ტკბილ საკვებს ბუნებრივი გზით უფრო ტკბილს ხდის.

6. ფუტკრის მტვერი

რაფინირებული შაქრის კიდევ ერთი შესანიშნავი, გემრიელი და ნატურალური ალტერნატივა. დამატებითი ბონუსის სახით, ფუტკრის მტვერი ცილებით და ნახშირწყლებით მდიდარია, ასევე ვიტამინებსა და მინერალებს შეიცავს. როგორც თაფლი სეზონური ალერგიის მკურნალობაში ნამდვილად დაგეხმარებათ. იდეალურია სმუზებისთვის.

7. აჰავას სიროფი

აჰავა შაქრის ბუნებრივ ალტერნატივას წარმოადგენს, რომელსაც მცენარე აჰავას ფესვებიდან იღებენ. მას დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს, ამიტომ სისხლში შაქრის დონეს არ ზრდის, როგორც მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე სხვა დამატკბობელი. აჰავას სიროფი ძირითადად ფრუქტოზას და გლუკოზას შეიცავს. სწორედ ამიტომ, ფრთხილად უნდა მოიხმაროთ.

დამატკბობლის ზომიერად გამოყენება

თქვენს დიეტაში შაქარი და დამატკბობელი ზომიერად უნდა გამოიყენოთ. კვირაში ერთხელ კანფეტის ჭამა თქვენს ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებს. შაქარს სრულად უარის თქმა და დამატკბობელებზე გადასვლა ძალიან კარგი იდეა.

თეთრი, რაფინირებული შაქრის ალტერნატიული დამატკბობლები შეგიძლიათ დატესტოთ და გაარკვიოთ, თუ თქვენს სხეულსა და გემოს რომელი უფრო უხდება. ყველაფრის გასაღებს ზომიერება წარმოადგენს! რაიმე პროდუქტის ბოროტად გამოყენება არ ღირს. გამოყენების წინ ეტიკეტს ყოველთვის დახედეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.