Connect with us

ჯანმრთელობა

შაქრის მომატებული დონე: 9 აკრძალული პროდუქტი

თუ სისხლში შაქრის დონე, ზედა ნორმასთან ახლოს გაქვთ, ეს პროდუქტები აჯობებს დროებით ან სამუდამოდ დაივიწყოთ.

თუ სისხლში შაქრის დონე მომატებული გაქვთ, ალბათ უკვე იცით, რომ ნახშირწყლებისა და ცხიმიანი პროდუქტებისგან, სახამებლიანი ხილისგან, გამომცხვარი ტკბილეულისგან (არა მარტო ტკბილეულისგან) და მსუბუქი ნახშირწყლების შემცველი სხვა პროდუქტებისგან თავი უნდა შეიკავოთ. თუმცა არსებობე ერთი შეხედვით უწყინარი პროდუქტები რომლებიც სისხლშ შაქრის დონეს საგრძნობლად წევენ, ამ სტატიაში სწორედ ამ პროდუქტების შესახებ მოგითხრობთ.

პროტეინის ფილა

ალბათ ფიქრობთ, რომ ეს უმარტივესი საშუალებაა სწრაფად შეივსოთ ცილის დეფიციტი, დაიკმაყოფილოთ შიმშილი და ენერგიით დაიმუხტოთ. თუმცა მის შეამდგენლობას თუ ყურადღებით წაიკითხავთ, შენიშნავთ, რომ ის შაქარს უფრო მეტად შეიცავს ვიდრე პროტეინს. ცალკეული ეგზემპლარები 30 გრამამდე შაქარსაც შეიცავს – ეს კი პრაქტიკულად შაქრის სადღეღამისო ნორმაა.

იოგურტი დანამატებით

იოგურტი – საუზმისთვის იდეალური პროდუქტი და დღის განმავლობაში მისართმევად კი შესანიშნავი ხემსია. თუმცა ეს იმ შემთხვევაში თუ მასში იოგურტის გარდა არაფერია. ის იოგურტი კი რომელიც ხილის ან კენკრის მარცვლების დანამატით არის, შეიძლება 6 ჩაის კოვზამდე შაქარს შეიცავდეს – ეს ზედმეტად ბევრია როგორც უფროსებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.

გამომშრალი მოცხარი

მოცხარი ძალიან სასარგებლო კენკრაა რომელიც ხილის სახით უნდა მიირთვათ – ან მისი გამომშრალი ვარიანტი დილაობით ჩაის სახით მიირთვათ. დაამატოთ ნამცხვრებში ან იოგურტში. სანამ ამ პროდუქტს შეიძენთ, გადაამოწმეთ როგორ მზადდებოდა ის, საქმე იმაშია, რომ მოცხარი მომჟავო პროდუქტია და მწარმოებლები ცდილობენ ის შაქრის სიროფით, ხელოვნურად დაატკბონ. შედეგად კი კენკრის 1 პორციაზე, 30 რამ შაქარს ვიღებთ.

უცხიმო რძის პროდუქტები

თუ ქალბატონი ხართ და მით უმეტეს 40 წელს გადაცილებული ქალბატონი, აჯობებს საერთოდ უარი თქვათ რძის უცხიმო პროდუქტებზე. რაც უფრო გვემატება ასაკი, მით უფრო მეტად გვჭირდება კალცი (და D ვიტამინი), მათ რძის პროდუქტები უხვად შეიცავენ, თუმცა მათი ათვისება ცხიმის გარეშე ვერ ხერხდება. გარდა ამისა, ცხიმ გამოცლილი პროდუქტების უმეტესობა გემოს გასაძლიერებლად შაქრით არის გაჯერებული.

მზა სოუსები

მზა სოუსები – კეტჩუპი, მაიონეზი, სალათის სხვადასხვა საკმაზები – შაქრის დიდი რაოდენობით არის გაჯერებული. უარი თქვით მათზე თუნდაც გარკვეული დროით და თავად იგრძნობთ განსხვავებას.

ხელოვნური დამატკბობლები

თუ მეორე ტიპის დიაბეტი გჭირთ, ხელოვნური დამატკბობლები თქვენს ჯანმრთელობას არ ავნებს, თუმცა ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში – აჯობებს მისგან თავი შორს დაიჭიროთ: ენდოკრინული საზოგადოების მონაცემებით, დაბალკალორიული დამატკბობლების მოხმარებამ შეიძლებამეტაბოლური სინდრომი გამოიწვიოს და პერ-დიაბეტისა და მეორე ტიპის დიაბეტის განვითარებას შეუწყოს ხელი, განსაკუთრებით იმა დამიანებში რომელთაც ჭარბი წონა აწუხებთ.

ცხიმიანი საკვები

მთვარ მტრად ყოველთვის ნახშირწყლები მიიჩნევა, თუმცა კვლევებმა აჩვენეს, რომ ცხიმის შემცველ პროდუქტსაც შეუძლია სისხლში შაქრის დონეზე გავლენის მოხდენა. ეს პირველ რიგში დიაბეტის მქონე ადამიანებს ეხებათ. 2017 წელს, მეცნიერებათა საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით – ცხიმის მოხმარებას, მეორე ტიპის დიაბეტსა და გლუკოზის მიმართ ტოლერანტულობის რღვევაში კავშირი დამტკიცებულია. საქმე იმაშია, რომ ცხიმი ანელებს ნახშირწყლების გადამუშავების პროცესს, თუ პაციენტი ინსულინს მოიხმარს, მან შიეძლება პიკს შეუფერებელ დროს მიაღწიოს – რადგან ნახშირწყლები გადამუშავებას ვერ ასწრებენ.

შავი ყავა

კვლევათა უმეტესობა ადასტურებს, რომ ყავის რეგულარული მოხმარება მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს ამცირებს. თუმცა იმ შემთხვევაში თუ ადამიანს უკვე აქვს ეს დაავადება აჯობებს თავი შეიკავოს ყავის დალევისგან. ზოგიერთ ადამიანს სისხლში შაქრის დონე შეიძლება კოფეინის მიმართ მგრძნობელობის გამო მოემატოს.

ხილის წვენები

ახალი ხილი ან წვენი ძალიან სასარგებლო და უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, თუნდაც თქვენი შაქრის დონე ოდნავ მომატებული იყოს (რა თქმა უნდა თუ ზომიერებას დაიცავთ). ხილის წვენები კი – ნამდვილი ტკბილი შხამია. წვენი ეს გახლავთ ხილის შაქარი – სუფთა სახით, რომელიც წამებში შეიწოვება სისხლში და ინსულინის სწრაფ მატებას იწვევს. ინსულინის დონის ასეთ სწრაფ ცვლილებას კი ინსულინრესისტენტული უჯრედების შეცვლა და დიაბეტის განვითარების რისკის ზრდა შეუძლიათ.