Connect with us

მოდა და სტილი

პერანგის და ბლუზის ჩაცმის წესები, რომ მომხიბვლელად გამოიყურებოდეთ

გაზაფხული ახლოვდება. დროა გარდერობში პერანგებს გადახედოთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორი პერანგებია მოდაში 2023 წელს და რასთან ერთად უნდა ჩაიცვათ ელეგანტური იმიჯის შესაქმნელად.

ქალის პერანგი

2023-24 წლის სეზონი ქალის ბლუზების და პერანგების მოდური ფასონების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. პერანგი შეიძლება იყოს კლასიკური, სწორად გადაჭრილი, ყრუ საყელოთი და მანჟეტებით, წელზე ქამრით, V სტილის ჭრილით, დამოკლებული, ზურგზე მოშიშვლებული.

საინტერესო ტანდემია თეთრ–წითელ ზოლებიანი პერანგი მსხვილი ფურჩალით და სწორი შავ–წითელი კუბოკრული ქვედაკაბა, რომელსაც თეთრი აქცენტები აქვს. ცისფერზოლიანი პერანგი ჯინსს (კაბა, შარვალი, შორტი, კომბინიზონი) იდეალურად უხდება. აქტუალური კომბინაციებია პერანგი და ქვედაკაბა, ასევე პერანგი და შარვალი თასმით ან აჭიმით. ეს უკანასკნელი შარვლის ფერში უნდა იყოს.

ფურჩულა, არშია, გოფრი

2023 წლის კიდევ ერთი ტრენდი. პერანგს ამ დეტალებით ნებისმიერ ადგილას აფორმებენ. გრძელი სახელოები მთელ სიგრძეზე წვრილი არშიით შეიძლება იყოს გაფორმებული. ასეთი დაუთოება საკმაოდ რთულია. სახელოები, რომლებიც ბოლოში ფურჩალით ფართოვდება, ელეგანტური ვარიანტია.

წელს მოდაშია ღია ფერები. ესაა ნაზი ვარდისფერი, ცისფერი, იასამნისფერი. გახსოვდეთ, რომ თეთრის ნაცრისფერთან, შავთან ან წითელთან კომბინაცია მოდიდან არასდროს გადავა.

პრინტები და როგორ ჩავიცვათ

სხვადასხვა პრინტები პერანგზე მოდურად გამოიყურება. მაგალითად, ყვავილები, ანიმაციები, მცენარეები, გეომეტრიული ფორმები. ასე იმიჯს ხიბლს შემატებთ. მთავარია, რომ ქვედაბოლო სწორად შეურჩიოთ. კარგი ვარიანტია მოცულობითი ზედა და ვიწრო ქვედა.

და პირიქით: მაქსიმალურად ვიწრო პერანგი ან ბლუზი და ფართო ქვედა. წელს ზაფხულში მოდური იქნება მსუბუქი ქვედაკაბა მაქსი მცენარეული ორნამენტებით, ასევე ფართო შარვალი ყვავილებით და სხვა ფორმებით.

კარგი კომბინაციაა ერთი ფერის ბლუზი და თხელი შარვალი, რომელიც ნახევრად გამჭვირვალე ქსოვილის ან მოდური მაქმანისგან შეკერილია. ნებისმიერი ერთფერიანი პერანგი თეთრ შარვალს იდეალურად უხდება. როგორც ხედავთ, პერანგის ჩაცმის საკმაოდ ბევრი ვარიანტი არსებობს.

ეს საინტერესოა: რატომ იკერება ღილები სხვადასხვა მხარეს

იცით, რომ კაცის და ქალის პერანგებს ღილებს სხვადასხვა მხარეს აკერებენ? კაცის პერანგზე მარცხნიდან მარჯვნივ შესაკრავი მოსახერხებელია. უმეტესობა ჩვენგანი მემარჯვენეა და არა ცაცია. მსგავსი გადაწყვეტილება გასაგებია.

რაც შეეხება ქალების პერანგს, ამის გასაგებად ისტორიას უნდა გადავხედოთ. ღილები მე-13 საუკუნეში გამოიგონეს. მის დასამზადებლად ძვირფასი ქვები და ლითონი გამოიყენებოდა. ღილები ფუფუნების ნივთი იყო და ღილებიანი სამოსი მხოლოდ მდიდარ ქალებს ჰქონდათ. ცნობილია, რომ მდიდარ ქალებს ჩაცმაში შინამოსამსახურეები ეხმარებოდნენ. ახლა ნათელია, ვისი კომფორტისთვის იზრუნეს მარჯვნიდან მარცხნივ შესაკრავის გამოგონებისას. გამოდის, არანაირი დისკრიმინაცია არაა. თან ასობით წლის ტრადიციაა და უკვე მივეჩვიეთ.

Advertisement