Connect with us

ტესტები

ამოცანები კრეატიული აზროვნების გასავითარებლად. როგორც ბავშვებისთვის, ასევე მშობლებისთვის

წიგნების კითხვა, სასწავლო რგოლების ყურება და თავსატეხების ამოხსნა ტვინს ავარჯიშებს, კრეატიულ აზროვნებას ავითარებს. ტვინის სხვადასხვა ნახევარსფეროს გასააქტიურებლად მრავალმხრივი ამოცანების ამოხსნა უნდა სცადოთ. ასე ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენას, განვითარების გეგმის შედგენას შეძლებთ.

დღეს Аlltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ მარტივ ამოცანებს ტვინის სავარჯიშოდ. ასეთი ამოცანების ამოხსნა როგორც ბავშვებისთვის, ასევე მშობლებისთვის სასარგებლოა. დაკვირვებულობა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ. სარგებლის მისაღებად მხოლოდ რამდენიმე წუთის დახარჯვა მოგიწევთ.

ამოცანები კრეატიული აზროვნებისთვის

1. პირველი ამოცანა მთავარ ფოტოზეც არის გამოსახული, ამიტომ უკვე ნანახი შეიძლება გქონდეთ. მოცემულ წყვილებს შორის ერთი სხვებისგან გამოირჩევა. თქვენი ამოცანაა, რომ გამორჩეული წყვილი იპოვოთ. დავალების შესასრულებლად 30 წამი გაქვთ.

2. ფოტოზე ფუტკრის პოვნას მხოლოდ მახვილი თვალის მქონე ადამიანი შეძლებს. ამ ყვავილნარსა და ცხოველებს შორის პატარა მფრინავი მწერის სწრაფად პოვნა მარტივი საქმე არაა. დავალების შესასრულებლად 40 წამი გაქვთ.

3. აქ ორ ფოტოს შორის განსხვავებები უნდა იპოვოთ. როგორც ჩანს, მრგვალლოყება მეთევზე უკმაყოფილოა, რადგან თევზის გარდა თითქმის ყველაფერი დაიჭირა. თქვენი დავალებაა ყველა განსხვავების პოვნა.

პასუხები

1. მეორე რიგში მარცხნიდან მეოთხე წყვილს დააკვირდით. ნამდვილად განსხვავებულად გამოიყურებიან. დავალება იმდენად მარტივი იყო, ეჭვი არ გვეპარება, რომ 30 წამში შეასრულეთ.

2. ყვითელი ფუტკრის პოვნა ყვითელ ყვავილებს შორის რთულია. დაკვირვებული ადამიანი ადრე თუ გვიან მაინც იპოვის. მარჯვენა მხარეს ზედა კუთხეს დააკვირდით. ვფიქრობთ, რომ 40 წამი საკმარისი უნდა ყოფილიყო.

3. აქ ამოცანის ავტორი ამბობს, რომ სულ 12 განსხვავებაა. მხოლოდ 10 ვიპოვეთ. საინტერესოა, თქვენ მოახერხეთ ყველა განსხვავების პოვნა.

ამოხსენით უფრო რთული თავსატეხებიც, სადაც უნდა გამოიყენოთ დაკვირვების უნარი და ლოგიკა. მათემატიკური მაგალითების ამოხსნაც სასარგებლოა, ტვინს ავარჯიშებს.

Advertisement