Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ მოქმედებს შაქარი კბილების ჯანმრთელობაზე

ჯანდაცვის საერთაშორის ორგანიზაციის რეკომენდაციით ჩვენს დღიურ რაციონში 25 გრამს არ უნდა აღემატებოდეს (6 ჩაის კოვზი).

შაქარი დიდი როლს თამაშობს სისმსუქნისა და სტომატოლოგიური დაავადებების განვითარებაში. შაქარი კბილების ზედაპირზე მცხოვრბი ბაქტერიების ენერგიის წყაროა. შაქრით გამოკვების შემდეგ წარმოქმნიან მჟავას რომელიც ემალს ანადგურებს. ტკბილის საშიში შედეგი გახლავთ “დემინერალიზაციაც”. ემალი კარგავს სასარგებლო მინერალებს და გამოირეცხება ქსოვილიდან. შაქრის ხშირი მოხმარება რამდენჯერმე აჩქარებს ქსოვილების განადგურებას.

თანამედროვე სტომატოლგია დაგეხმარებათ კარიესის მოცილებაში მაგრამ არა მისი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრაში. შეიძლება პერიოდულად ჩაისვათ პლომბები, ამოიღოთ მტკივანი კბილები, მაგრამ, დრო და დრო შაქარი მაინც გამოიწვევს სირთულეებს.

ზოგიერთი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტი, პირის ღრუსთვის პრობლემების მომტანია. მაგალითად, სოიოს რძე. მისი დალევის შემდეგ ემალზე გაცილებით მეტი სახიფათო მჟავები წარმოიქმნება ვიდრე ძროხის რძის დალევის შემთხვევაში.

კბილის ემალის ეროზიას იწვევენ საკვები მჟავები რომელბსაც სხვადასხვა ტკბილი, უალკოჰოლო და სპორტული სასმელები შეიცავენ. ამ მჟავებს “უშაქრო” სასმელებიც შეიცავენ. გირჩევთ წყალი ამ სასმელების ნაცვლად წყალი მიირთვათ, ის ძალიან სასარგებლოა, არ შეიცავს შაქარს ან მჟავებს და საშიში ინგრედიენტების მოცილებაშიც კი გეხმარებათ.

კარიესთან ბრძოლა ძვირი ღირს, ისინი ვისაც კბილების მოვლის საშუალება არ აქვს ხშირად კარგავენ კბილებს, ამიტომ აჯობებს რეკომენდაციები გაითვალისწინოთ, ამოიღოთ რაციონიდან შაქრისა და მავნე მჟავების შემცველი პროდუქტი და კარიესის გაჩენამდე დაიწყოთ პირის ღრუს აქტიური მოვლა.