Connect with us

ჯანმრთელობა

რატომ არის სასარგებლო შიშველი წოლა და ჩაის ნაყენი ფეხებისთვის. 9 ჰიგიენური ხრიკი

Alltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ სასარგებლო რჩევებს, რომელთა დახმარებით 10 მთავარ ჰიგიენურ „რატომზე“ პასუხს იპოვით – ზოგიერთის შესახებ ჩვენც პირველად გავიგეთ.

რატომ არ შეიძლება ბალიშისპირის გარეცხვა კონდიციონერით

ბალიშისპირები უფრო მეტ ჭუჭყს, ოფლს და ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციას აგროვებს, ვიდრე საძინებლის სხვა ატრიბუტები. თუ მათ კონდიციონერით გარეცხავთ, საშუალების ნაწილები ბოჭკოებს შორის დარჩება და ქსოვილის შეწოვის უნარი შემცირდება. ამან შეიძლება კანის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვიოს – მაგალითად, აკნე და ნაადრევი ნაოჭი გააჩინოს. ასეთ ბალიშზე თმაც სწრაფად ბინძურდება.

რატომ უნდა გქონდეთ ჩანთაში კბილის ძაფი

კბილის ძაფი ჯანსაღი კბილებისთვის საუკეთესო ინვესტიციაა. კბილებს შორის დარჩენილი საკვების ნარჩენები არა მხოლოდ არა ესთეტიკურია, არამედ პირის ღრუში უსიამოვნო სუნს იწვევს. ჩვეულებრივი კბილის ძაფით მათ სამუდამოდ მოშორებას ვერ შეძლებთ და თან სახლის გარეთ მისი გამოყენება მოსახერხებელი არაა.

რატომ არის სასარგებლო საცვლების გარეშე წოლა

სინამდვილეში ღამით საცვლები საერთოდ არ გვჭირდება, არაფერს ვამბობ შარვლებსა თუ შორტებზე. სხეულს „სუნთქვის“ უფლება მიეცით – ასეთი პრაქტიკა რძიანას და სხვა ვაგინალური ინფექციების განვითარების რისკს შეამცირებს.

რატომ არ არის საკმარისი კბილის ჯაგრისი

თეთრი ნადები ენაზე იგივე ბაქტერია, ორგანული ნივთიერებების ნარჩენები და მკვდარი უჯრედებია. წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს, თუ დროულად არ მოიშორებთ. ხარისხიანი ენის საფხეკი შეიძინეთ და ყოველდღე სუნთქვის გასაჯანსაღებლად, საკვების გემოს გასაუმჯობესებლად და იმუნიტეტის გასაძლიერებლად გამოიყენეთ.

რატომ უნდა გაიჩეროთ ფეხები ჩაის ნაყენში

შავი ჩაი – ნატურალური ანტიბიოტიკი, რომელიც მთელი რიგი სახიფათო პათოგენების წინააღმდეგ ეფექტურია, მათ შორისაა საფუარის სოკო, რომელიც ფრჩხილებს და ტერფებს უტევს. ძლიერი შავი ჩაის აბაზანების რეგულარულად გამოყენება ფორების დახურვასა და ოფლდენის შემცირებაში დაგეხმარებათ.

რატომ არის ხელის ანტისეპტიკი მნიშვნელოვანი შენაძენი

ანტისეპტიკური გელი მოგზაურობის დროს ინფექციებისგან დაგიცავთ, ასევე ხელებს გააჯანსაღებს, თუ საპნით და წყლით დაბანის საშუალება არ გაქვთ. არსებობს კიდევ ერთი „ჰიგიენური“ ხრიკი, რომლის შესახებ ბევრმა არ იცის. ანტისეპტიკური საშუალებით შეგიძლიათ ოფლის სუნი მოიშოროთ და იღლიები გამოიშროთ, თუ შხაპის მიღების და დეზოდორანტის გამოყენების საშუალება არ გაქვთ. გელი კანზე სწრაფად შრება და ტანსაცმელზე ლაქას არ ტოვებს.

რატომ არ უნდა გამოიბანოთ საშო ხშირად

ქალის ორგანიზმი ისეა მოწყობილია, რომ საშო ყოველგვარი დახმარების გარეშე თავისით იწმინდება. ხშირი გამობანა, განსაკუთრებით საპნით, სურნელოვანი საფენების და ტამპონების გამოყენება ვაგინალური ინფექციების და ანთებითი დაავადებების განვითარების რისკს ზრდის.

რატომ უნდა დაიბანოთ აუცილებლად ყურების უკან

ყურების უკან მდებარეობს ჯირკვლები, რომლებიც განსაკუთრებულ სეკრეტს აწარმოებენ. ჭუჭყთან და ოფლთან შერევისას კი ძალიან უსიამოვნო სუნს გამოსცემს. თქვენ შეიძლება ყოველდღე შხაპს იღებდეთ და კანსა და თმებზე სათანადოდ ზრუნავდეთ, მაგრამ თუ ყურების უკან არ იბანთ, მთელი ძალისხმევა წყალში გადაყრილია.

რატომ უნდა ჩაანაცვლოთ საპარსი გელი თმის კონდიციონერით

კონდიციონერი თმას არბილებს და სწევს, ასე გაპარსვის დროს გაღიზიანების და გაჭრის რისკს ამცირებს.

რატომ არის სასარგებლო ლიმონიანი წყლის დალევა დილით

ლიმონიანი წყალი ნივთიერებათა ცვლას ააქტიურებს, წყლის ბალანსს აღადგენს და ორგანიზმს ტოქსინებისგან წმენდს. ეფექტის გასაძლიერებლად შეგიძლიათ დაუმატოთ მწიკვი კაიენის წიწაკა, რომელსაც იმუნომასტიმულირებელი და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები აქვს. ფრთხილად იყავით: კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს ლიმონიანი წყლის მიღება, მით უფრო უზმოზე, კატეგორიულად არ შეიძლება.