Connect with us

ჯანმრთელობა

აი, რა გავლენა აქვს შაქარს თქვენს ტვინზე, ძვლებსა და შინაგან ორგანოებზე

ჩვენ, ყველას ზოგჯერ ტკბილეულის ჭამა გვიყვარს. მაშინაც, თუ თავს ტკბილეულის მოყვარულად არ თვლით, ალბათ ზოგჯერ მაინც პირს ტკბილეულით იტკბარუნებთ. მცირე რაოდენობით შაქარი საზიანო არაა და ეს სიმართლეა! თუმცა ჭარბად მოხმარების შემთხვევაში, ორგანიზმზე მის დამღუპველ მოქმედებას იგრძნობთ – განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე რაფინირებულ და სინთეტიკურ შაქარს ეხება, რომლებიც კანფეტების და საწარმოო ტკბილეულის შემადგენლობაში შედის.

სწორედ ამიტომ, დღეს გიამბობთ, თუ რით არის სახიფათო შაქარი ადამიანის ორგანიზმისთვის, რომ ტკბილეულის მიღებას პასუხისმგებლობით მიუდგეთ. კარგი სიახლეც გვაქვს: დღეს გიამბობთ, თუ რით შეიძლება შაქრის ჩანაცვლება. ასე რომ, ტკბილეულზე უარის თქმა არ მოგიწევთ – მხოლოდ შაქარზე!

რით არის სახიფათო შაქარი ორგანიზმისთვის

1. პირი

ენა პირველი ორგანოა, რომელიც შაქარს ამჩნევს. ენაზე გემოს რეცეპტორებია განლაგებული, რომლებიც ტკბილეულის შეგრძნებას ტვინს უგზავნიან.

შაქრის ჭარბი მოხმარება კარიესს იწვევს, რაც ალბათ უკვე იცით. შაქარი კბილის ემალს აზიანებს, რის გამოც ნახვრეტი და ღრძილების დაავადება წარმოიქმნება.

2. ტვინის ქერქი

ტვინში ტკბილეულის რეცეპტორების გაააქტიურება მეხსიერების და დასწავლის ხარჯზე ხდება. სწორედ ამიტომ, მშობლები ხშირად ცდილობენ, რომ ბავშვებმა ნაკლები ტკბილეული მიირთვან!

კვლევების თანახმად, შაქარი ტვინში თავისუფალ რადიკალებს წარმოქმნის, რომლებიც ნეირონების დაკავშირებას ხელს უშლის და ბუნდოვან, ინჰიბირებულ მდგომარეობას იწვევს.

3. დოფამინის დონე

შაქრის ორგანიზმში მოხვედრისას ტვინი ბევრ დოფამინს აწარმოებს. ეს ჰორმონი კმაყოფილების გრძნობაზეა პასუხისმგებელი. მაგრამ როცა შაქრის მოქმედება ნელდება, დოფამინი მცირდება და თქვენ „ლომკა“ გაქვთ. სწორედ ამიტომ, ტკბილეულის მიმართ გადაულახავი ლტოლვა გაქვთ.

ეს ყველაზე ნამდვილი ნარკომანიაა!

4. კუჭი

როგორც ნებისმიერი საკვები, შაქარიც კუჭში ხვდება, აქედან კი საჭმლის მომნელებელ სისტემაში. ის უბრალოდ არ მოგზაურობს. შაქარი აზიანებს კუჭის მიკროფლორის ბალანსს – სასარგებლო ბაქტერიები, რომლებიც ჯანმრთელობას მხარს უჭერენ.

მიკროფლორის დისბალანსი იმუნიტეტს ასუსტებს, საჭმლის მონელების დარღვევას და ანთებას იწვევს.

5. კუჭქვეშა ჯირკვალი

შარის მოხმარება კუჭქვეშა ჯირკვალზეც გავლენას ახდენს. ეს ორგანო ინსულინის წარმოებაზეა პასუხისმგებელი, რაც ისეთ ორგანოს, როგორიცაა ღვიძლი სისხლიდან გლუკოზის (შაქარი) ამოქაჩვას და ენერგიისთვის ცხიმის სახით შენახვას აიძულებს.

6. არტერიები

როცა ვენებში ძალიან ბევრი ინსულინია, არტერიებსა და გულზე დატვირთვა იზრდება.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და შეტევვები ხშირად გვხვდება იმ ადამიანებში, ვინც ბევრ შაქარს მოიხმარს და მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის მთავარი სასიკვდილო მიზეზია.

7. ორგანოები

როცა ღვიძლი შაქარს ცხიმოვან დაგროვებად გარდაქმნის, ეს ცხიმი მთელ ორგანიზმში, განსაკუთრებით ორგანოების ირგვლივ ვრცელდება.

თუ ცხიმოვანი დაგროვება ბევრი იქნება, თქვენ შეიძლება ღვიძლის უალკოჰოლო ცხიმოვანი დაავადება გაგივითარდეთ, რომლის შესახებ 1980 წლამდე არავინ იცოდა, სანამ ხელოვნური დამატკბობლების დამატება ყველამ არ დაიწყო.

8. ორგანიზმი მთლიანად

როცა შაქარი მოქმედებას წყვეტს, ნაბახუსევი დგება. მძიმე ნაბახუსევი. დოფამინის დონე მცირდება, შედეგად ენერგია, კონცენტრირება და მოტივაცია მცირდება. ამის გამო უფრო მეტი შაქრის მიღების სურვილი გიჩნდებათ.

როგორ დავატკბოთ საკვები შაქრის გარეშე?

1. თაფლი

თაფლი რაფინირებული შაქრის შესანიშნავი ალტერნატივაა. ის ტკბილი, არომატული და სასარგებლოა. ოღონდ 1 წლამდე ბავშვებს თაფლი არ მისცეთ.

2. სტევია

სტევია შაქრის ნატურალური შემცველია, რომელსაც სტევიას ფოთლებისგან ამზადებენ. მისი მიღება ბავშვებს და დიაბეტიკებს შეუძლიათ, ის უფრო ცოტა კალორიას შეიცავს, ვიდრე ლერწმის შაქარი. სტევია თხევადი სახით იყიდება.

3. აჰავას ნექტარი

აჰავას ნექტარი ან სიროფი – აჰავაზე დაფუძნებულია სიროფია. ამ მცენარიდან ტეკილას ამზადებენ.

აჰავა თაფლზე უფრო ტკბილია და განსაკუთრებით პოპულარულია იმით, რომ ცივ სასმელებში ადვილად იშლება, ამიტომ მცხუნვარე ზაფხულისთვის იდეალურია.

აჰავა დიდი რაოდენობით ფრუქტოზას შეიცავს, ამიტომ დიაბეტიკებისთვის არ გამოდგება.

4. ნეკერჩხლის სიროფი

ეს სიროფი ამერიკაში პოპულარულია, როგორც ბლითების მოსართავი და შაქრის შემცველი.

ნეკერჩხლის სიროფი, ძირითადად, საქაროზისგან შედგება, ამიტომ მისი არომატის მიზეზი მეცნიერებისთვის დღემდე გამოცანაა.