Connect with us

ჯანმრთელობა

აშორებს ლაქას და ნადებს, აჩქარებს თმის ზრდას და არა მხოლოდ. მდოგვის გამოყენების 5 ხრიკი

მდოგვი სამზარეულოში უცვლელი სანელებელია. მზარეულები მდოგვით კერძს უფრო პიკანტურს და საინტერესოს ხდიან. ძირითადად, პასტის ან პატარა მარცვლების სახით გვხვდება. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ მდოგვის ფხვნილი არაპირდაპირი დანიშნულებით.

ამ იაფი პროდუქტით სახლში სისუფთავეს დაიცავთ და ჯანმრთელობას გააძლიერებთ. უკლებლივ ყველამ უნდა იცოდეს, რა უნიკალური თვისებები აქვს მდოგვს და როგორ გამოიყენოს.

მდოგვის გამოყენების 5 მეთოდი

ნატურალური არომატიზატორი

მდოგვის ფხვნილი უსიამოვნო სუნებს სწრაფად შთანთქავს, ამიტომ ხელნაკეთ არომატიზატორად გამოგადგებათ. მდოგვის ფხვნილი წაუსვით ნივთს, რომლის განახლებაც გსურთ. ფხვნილი წყლით კარგად ჩამორეცხეთ. გამოგადგებათ მაცივრის გასაწმენდად, საკვები კონტეინერების გასარეცხად და არა მხოლოდ.

სარეცხი საშუალება

მდოგვი სხვადასხვა ზეთის ლაქას აშორებს და ქსოვილის ფერს აღადგენს. 2 ლ ცხელი წყალი და 6 ს/კ ფხვნილი აურიეთ. 20 წუთის შემდეგ ჭუჭყიანი პირსახოცი ხსნარში ჩაალბეთ. მთელი ღამე გააჩერეთ. დილით წყალი გაავლეთ.

საწმენდი საშუალება

მდოგვის ფხვნილი ცხიმს და სხვა ჩამჯდარ ჭუჭყს მარტივად უმკლავდება. ნამწვსაც აშორებს. მშრალი მდოგვი ჭუჭყიან ტაფას წაუსვით. 15 წუთით გააჩერეთ და შემდეგ წყალი გაავლეთ.

თმის ნიღაბი

მდოგვის ფხვნილის უნიკალური თვისებები კოსმეტოლოგებს არ გამორჩათ. მისი დახმარებით თმის ზრდას დააჩქარებთ, გააძლიერებთ და თმის ძირებში სისხლის ნაკადს გაზრდით. გირჩევთ, მდოგვის ნიღაბი პერიოდულად გაიკეთოთ. 1 უმი კვერცხის გული, 0,5 ჭიქა კეფირი, 1 ს/კ მშრალი მდოგვი აურიეთ. ნარევი მთელ თმაზე წაისვით. 30 წუთის შემდეგ შამპუნით და წყლით ჩამოიბანეთ.

ტკივილგამაყუჩებელი

მდოგვი ანთებას და სახსრების ტკივილს შესანიშნავად ამცირებს. თუ ართრიტის უსიამოვნო სიმპტომები გაწუხებთ, მდოგვის აბაზანა ხშირად მიიღეთ. მდოგვის ფხვნილი თბილ წყალში გახსენით. ხელები ან ფეხები ჩააწყვეთ. 15 წუთიანი პროცედურით შვებას იგრძნობთ.

შეგახსენებთ, რომ ხალხური საშუალებები ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ან პროფილაქტიკისთვის მხოლოდ ექიმთან კონსულტანციის შემდეგ უნდა გამოიყენოთ. სხვა შემთხვევაში მდოგვის ფხვნილის ეფექტურობა დღესვე შეგიძლიათ გამოსცადოთ.

Advertisement