Connect with us

მოდა და სტილი

ტანსაცმლის ფერი, რომელიც ვიზუალურად რამდენიმე წელს მოგაკლებთ

ახალგაზრდული იერის შექმნაში ბევრი რამ მონაწილეობს. ესაა სხეულის ფორმები, წონა, ვარცხნილობა, ცხოვრების წესი. მთავარი ფაქტორი ტანსაცმლის ფერია, რომელიც გეხმარებათ ასაკთან შედარებით უფრო ახალგაზრდა გამოჩნდეთ. სწორად შერჩეული ფერი, რომელიც თან თქვენი კანის ტიპს შეესაბამება, რამდენიმე წელს ვიზუალურად მოგაშორებთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ სტილისტის რჩევებს, როგორ ჩაიცვათ 40 წლის შემდეგ, რომ უფრო ახალგაზრდა გამოჩნდეთ.

გამაახალგაზრდავებელი ფერები

ერთი და იგივე სხვადასხვა ადამიანზე განსხვავებულად გამოიყურება. წითელი კაბა, რომელიც თქვენს მეგობარს იდეალურად უხდება, თქვენთვის შეუფერებელი შეიძლება იყოს. მიზეზი თქვენი კანის ფერის ტიპშია. ადრე სეზონების მიხედვით იყოფოდა: ეს იყო გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა გაცილებით მეტი კატეგორია არსებობს.

ძირითადად, მაინც ორი კატეგორიაა, როცა 40 წლის შემდეგ ტანსაცმელს არჩევთ.

  1. თუ ცივი ფერის თვალები (ცისფერი, ნაცრისფერი, მწვანე) და ქერა თმა გაქვთ, ცივი ფერის სამოსი შეარჩიეთ. შესაფერისია ლურჯი, მწვანე, ცისფერი, იისფერი.
  2. თუ ყავისფერი თვალები და შავი თმა გაქვთ, თბილ ფერებს ყურადღება მიაქციეთ. ასეთია ნარინჯისფერი, ყვითელი, წითელი, კრემისფერი.

სტილისტები ახალგაზრდებს უფლებას აძლევენ, რომ ფერებში ექსპერიმენტები ჩაატარონ და აირჩიონ ისეთი ფერის სამოსი, რომელიც მისი კანის ტიპს არ შეეფერება. ეს გამოწვეულია იმით, რომ ახალგაზრდა ქალს გლუვი კანი, კაშკაშა თვალები და ტუჩები აქვს. აი, 40 წლის შემდეგ ასეთი რამ დაუშვებელია, რადგან სამოსმა თქვენი ღირსებები უნდა გამოკვეთოს და ნაკლოვანებები დამალოს.

3 რჩევა, როგორ გამოჩნდეთ უფრო ახალგაზრდა სწორად შერჩეული სამოსის ფერით

გიზიარებთ სტილისტების რჩევებს, რომლებიც დროში გამოცდილია, და დაგეხმარებათ გამაახალგაზრდავებელი ფერის სამოსი შეარჩიოთ.

რჩევა №1: შავი დაივიწყეთ

შავი და ყველა მუქი ფერი თქვენი გარდერობიდან ამოიღეთ. ამ კატეგორიაში ხვდება მუქი ყავისფერი, რომელიც სკოლის ფორმას გვახსენებს, მუქი ლურჯი, რომელიც პოლიციელის ფორმას ჰგავს. შავი სამოსი 40 წლის შემდეგ შესაფერისი არაა.

გამონაკლისია, თუ ქსოვილის ტექსტურებს გონივრულად გამოიყენებთ. პრიალა აბრეშუმი ან სატინი, კაშკაშა ბზინები, ტრიკოტაჟი, კაშკაშა სამკაული. ამ შემთხვევაშიც, გადაჭარბებას მოერიდეთ.

რჩევა №2: კლასიკა აირჩიეთ

კლასიკური ფერებია წითელი, ღრმა ლურჯი, კრემისფერი და თეთრი. ამათგან თეთრი ახალგაზრდა გოგოს უხდება, მაგრამ 40 წლის ქალის ნაკლოვანებებს (ფერმკრთალი კანი, ნაოჭები, თვალების ქვეშ სიშავეები) გამოკვეთს.

კლასიკური ლურჯი როგორც ცივი, ასევე თბილი კანის ტიპებს მოუხდებათ. წითელი თქვენი კანის ფერის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. ცივი კანის შემთხვევაში წითელს იისფერი ქვეტონი უნდა ჰქონდეს, ხოლო თბილი კანისთვის – წითელს თბილი ქვეტონი უნდა ჰქონდეს.

რჩევა №3: პასტელური ფერები

პასტელური, ღია, თითქოს „გათეთრებული“ ელფერები 40 წლის შემდეგ საუკეთესო არჩევანია. ასეთი ფერები რამდენიმე წელს მოგაკლებთ და გაგაახალგაზრდავებთ. რა თქმა უნდა, ამ კატეგორიაში ნეონის ფერები არ შედის. შესაფერისია მხოლოდ ჩამქრალი ფერები: დაპუდრული ვარდისფერი, ატმისფერი, ღია ცისფერი, ღია მწვანე, იისფერი, ლიმონისფერი, კრემისფერი და ხორცისფერი.

ღია ფერები გარეგნობას აახლებს და ქალს აახალგაზრდავებს. სამოსის ფერი სწორად შეარჩიეთ და კომპლიმენტები ნამდვილად არ მოგაკლდებათ.

Advertisement