Connect with us

ვიდეო

იაპონელების ახალი უცნაური გამოგონება, რომელიც ათასობით ადამიანს მომაბეზრებელ პრობლემებს მოაშორებს

იაპონელები კიდევ ძალიან დიდხანს გაგაოცებთ. მათი სატელევიზო შოუები, რეკლამები, მუსიკა და გამოგონებები ყველაზე სასოწარკვეთილ სკეპტიკოსებსაც აოცებთ. ამჯერად, ამ აქტიურმა ერმა სამყაროს აჩუქა სასარგებლო გამოგონება, რომელიც ათასობით ადამიანს მოაშორებს ძალიან უსიამოვნო პრობლემას – ჩაზრდილი ფრჩხილი.

გთავაზობთ ვიდეოს, სადაც ახალი მოწყობილობის „Makizume Robo“–ს მოქმედებაა ნაჩვენები. პატარა მოწყობილობას სულ რაღაც ნახევარ საათში ნებისმიერი ფრჩხილის გასწორება და ტანჯვის მოშორება შეუძლია.

მოწყობილობა ჩაზრდილი ფრჩხილის საწინააღმდეგოდ

თავდაპირველად, ჩაზრდილი ფრჩხილების კუთხეები პატარა კაუჭებით დაიჭირეთ.

შემდეგ სახელური გადაატრიალეთ, შედეგად ფრჩხილის ცენტრში ზეწოლა მოხდება და მისი კუთხეები ზემოთ ამოიწევა.

შემდეგ ფეხი ამ კონსტრუქციით 20 წუთით წყალში მოათავსეთ, რომ ფრჩხილი დაარბილოთ. 20 წუთის შემდეგ ფეხი წყლიდან ამოიღეთ და ახლა დარბილებული ფრჩხილის გასწორება გააგრძელეთ მანამ, სანამ ნორმალურ მდგომარეობამდე არ გაასწორებთ.

ამის შემდეგ ფრჩხილი უბრალოდ ფენით გაიშრეთ და ის ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება, ისე როგორც თქვენი ცხოვრება.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ეს შეუცვლელი მოწყობილობა 315 დოლარი ღირს! თუმცა ბევრი მზადაა უფრო მეტი გადაიხადოს, რომ ჩაზრდილი ფრჩხილის პრობლემა მოიშოროს.

ესეც ვიდეო, სადაც მოწყობილობის მოქმედება არის ნაჩვენები.

არასდროს შევწყვეტ გაოცებას იმით, თუ რისი გამოგონება შეუძლიათ იაპონელებს. ისინი სათანადოდ უნდა დავაფასოთ. ეს საინტერესო მოწყობილობა ბევრი ადამიანის ცხოვრებას უკეთესობიკენ შეცვლის!