Connect with us

ჯანმრთელობა

50 ათასზე მეტმა იაპონელმა ასწლიან ზღვარს გადააბიჯა. რა არის მათი მთავარი საიდუმლო

იაპონიაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შთამბეჭდავ 84 ნიშნულზეა, რაც 20 წლით მეტია, ვიდრე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. თუ ამ უკანასკნელში მაჩვენებელი იკლებს ან ერთ ადგილზეა, იაპონიაში სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება. თითქოს, კიდევ სად უნდა გაიზარდოს?

Аlltime.ge–ს რედაქცია გთავაზობთ თემას, როგორ ახერხებენ იაპონელები 100 წლამდე უპრობლემოდ ცხოვრებას. ქვეყანაში ხომ 100 წლის იუბილე უკვე 80 ათასზე მეტმა იაპონელმა აღნიშნა. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ უახლოეს ათწლეულში ეს მაჩვენებელი 1 მილიონამდე გაიზრდება. ეს სავსებით შესაძლებელია, რადგან მთავარი დღეგრძელები აქ 110 და 115 წელი ცხოვრობენ. რა არის მათი საიდუმლო?

სიცოცხლის ხანგრძლივობა იაპონიაში

რა თქმა უნდა, ანომალიური მაჩვენებლები მთელი მსოფლიოს მკვლევარების ინტერესს იწვევს. თავად იაპონიაში დღეგრძელებთან გამოკითხვებს ხშირად ატარებენ და ხრიკების გაზიარებას სთხოვენ.

მაგალითად, 2022 წლის გამოკითხვამ, რომელშიც რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა, საინტერესო შედეგები მოგვცა. დღეგრძელები ხშირად საუბრობენ სწორ კვებაზე. საყვარელ პროდუქტებს შორის ასახელებენ ბრინჯს, ბოსტნეულს და რძეს. პოპულარობით მეორე ადგილზეა ოპტიმისტური განწყობა და ხვალინდელი დღის იმედი.

შემდეგ მოდის ფიზიკური აქტივობა, ურთიერთობა და ჰობი. იაპონელები ხაზს უსვამენ, რომ მადლიერი უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის, რაც გვაქვს. ყურადღება კეთდება დღის და ძილის სწორ რეჟიმებზე. პოპულარულ პასუხებს შორისაა „საკუთარ თავზე ზრუნვა“.

კვების და ქცევის თავისებურებები

იაპონელები ხშირად ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია ჭამოთ ის, რაც მოგწონთ, ასევე ის, რაც არ მოგწონთ. თუ პროდუქტი ნამდვილად სასარგებლოა, რაციონს თქვენი სურვილების მიუხედავად უნდა დაუმატოთ.

აქ სხეული ნამდვილი ტაძარია, რომელსაც ფრთხილად უნდა მოეპყრათ. სწორედ ამიტომ, ზომიერად მცენარეული საკვები, მინიმუმი ალკოჰოლი და მავნე ჩვევებზე უარის თქმა საჭიროა.

მსოფლიოში ბევრი ქვეყანაა, სადაც დილიდან საღამომდე ხიბ–ბოსტნეულს მიირთმევენ, მაგრამ იაპონელებზე ნაკლებს ცხოვრობენ. მთავარი გასაღები ოპტიმისტური განწყობაა. იაპონელები ნამდვილად პოზიტიური ხალხია, რომლებიც თითოეულ თანამოსაუბრეს და მის გრძნობებს პატივისცემით ეპყრობიან.

პატარა ტერიტორიაზე, სადაც ბუნებრივი რესურსები მწირია, იაპონელებმა ძლიერი ეკონომიკის შექმნა შეძლეს და მშპ–ს მხრივ მსოფლიოში მეოთხე ადგილზე არიან. წარუმატებლობაზე არ ჩერდებიან, არამედ დასკვნებს აკეთებენ და მეტი ძალისხმევით წინ მიიწევენ. ბოროტ ფიქრებს დაპყრობის საშუალებას არ აძლევენ, არამედ იშორებენ, რომ ცხოვრება ღიმილით და სიხარულით გააგრძელონ.

ამბობენ, რომ უფრო პოზიტიურ ერს ვერ იპოვით. იაპონელებმა პირველებმა გაიგეს, რამდენად მნიშვნელოვანია ფიქრების კონტროლი. თუ თავში ცუდი ფიქრები მეფობს, ის თქვენს და თქვენი გარემოცვის სიცოცხლეს წამლავს. პოზიტიური ფიქრები ადამიანს აკეთილშობილებს და გარშემო ყველას აბედნიერებს.

იაპონელებმა სიტყვა „არა“ ამოიღეს. ისწავლეს აზროვნების კონტროლი, რომ ნეგატიურ ფიქრებს შანსი არ მისცენ. გარდა ამისა, შეიმუშავეს პრინციპი იკიგაი, რომელიც მიზნის, ცხოვრების არსის პოვნაში გვეხმარება. ასეთი მიზანი შეიძლება ეხებოდეს ოჯახს, რწმენას, საქმეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ადამიანს ნებისმიერ ასაკში ცხოვრებიდან სიამოვნებაში მიღებაში, მნიშვნელობის შეგრძნებაში ეხმარება.

Advertisement