Connect with us

საკითხავი

პურის შეფუთვის პლასტმასის მომჭერებს არ ვყრი, არამედ ვინახავ და ყოველდღიურად ვიყენებ

მეგობრები და ოჯახის წევრები წუწურაქს მეძახიან. რა ვქნა, გული არ მიშვება, რომ რაღაც გადავყარო, სანამ არ მოვიფიქრებ, სად და როგორ შევძლებ მის გამოყენებას. ზოგჯერ ზოგიერთი ნივთი დიდხანს უსაქმოდ დევს და თავის დროს ელოდება, სანამ საინტერესო იდეა გამიჩნდება. ჩვენს სამყაროში ბევრი ხარახურაა, რომელთაც დაუფიქრებლად ვყრით, არადა ნებისმიერი ნივთი მეორედ ან თუნდაც მესამედ შეგვიძლია გამოვიყენოთ ან სხვა დანიშნულება მივცეთ. მთავარია, რომ ფანტაზია დროულად ჩართოთ.

ყოველთვის, როცა პურს სუპერმარკეტში ვყიდულობ, შეფუთვაზე პლასტმასის მომჭერს ვამოწმებ. არა მხოლოდ პურის შესამოწმებლად, რადგან ხშირად ამ მომჭერზე პროდუქტის დამზადების თარიღია დაბეჭდილი. უფრო მეტად მომჭერის მთლიანობა და მისი სიძლიერე მაინტერესებს. ასეთ მომჭერებს არასდროს ვყრი, რადგან ოჯახში მისი გამოყენების სხვადასხვა მეთოდი ვიპოვე.

პლასტმასის მომჭერი

თავად მომჭერი ორი თხელი მავთულია რბილ პლასტმასის ლენტზე. მომჭერი იღუნება და საჭირო ფორმას იძენს. ბრტყელია, რაც კომპაქტურად შენახვის შესაძლებლობას იძლევა.

ასეთი მომჭერი სკოჩის ფიქსატორად შეგიძლიათ გამოიყენოთ. საკმარისი სიგრძე აქვს, რომ როგორც ფართო, ასევე ვიწრო სკოჩზე გამოიყენოთ. მომჭერი სკოჩის ლენტის ქვეშ დაამაგრეთ. ახლა კუთხის პოვნაში დიდ დროს აღარ დახარჯავთ.

მომჭერი სამზარეულოში შეუცვლელია. სანელებლების პაკეტები ასეთი მომჭერებით შეგიძლიათ შეკრათ. ახლა სანელებლები აღარ დაიყრება. თან პაკეტის ხელში დაჭერა უფრო მოსახერხებელია.

ასე ზედმეტი ხარჯის გარეშე სამზარეულოს კარადა შეგიძლიათ მოაწესრიგოთ. იგივე მეთოდი მარცვლეულის და სხვა ფხვიერი პროდუქტის პაკეტების შესაკვრელად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

დიდხანს ჩემი სამუშაო მაგიდის ქვეშ სადენების გირლანდა ჩამოკიდებული იყო. მისი დამალვა ან მოშორება შეუძლებელი იყო. სადენში ფეხის გახლართვა ძალიან უსიამოვნოა. მაგიდის ქვეშ სადენების მოსაწესრიგებლად იგივე მომჭერები გამოვიყენე.

ზედმეტი სადენები დავახვიე და მომჭერით დავაფიქსირე. ამავე მეთოდით მაგიდის უჯრაში წესრიგი დავამყარე. აქ ბევრ დამტენ სადენს ვინახავ. ახლა სამუშაო მაგიდა მოწესრიგებულია და უჯრაში ბევრი თავისუფალი ადგილი გამოჩნდა.

სხვა ხრიკები

პლასტმასის მომჭერი მცენარეების საყრდენების დასამაგრებლად გამოგადგებათ. სახლში ბევრი ორქიდეა მაქვს და საყრდენზე მხოლოდ ამ მომჭერებით ვამაგრებ. მცენარისთვის საიმედო და უსაფრთხო საყრდენი გამოდის.

ასეთი მომჭერები კედლის სამაგრების შესაქმნელად გამოგადგებათ. გასულ ზამთარში კედელზე გირლანდების ჩამოკიდება მინდოდა, რაშიც მომჭერები დამემხარა. გირლანდები ნებისმიერ დონეზე შეგიძლიათ დაამაგროთ.

რა თქმა უნდა, ოჯახი  ჩემს გამოგონებაზე იცინის, მაგრამ თავად ყველა ამ მეთოდს სიამოვნებით ვიყენებ. მათთვის ახალი იდეების გამოგონება მამხიარულებს. ასეთი მარტივი იდეებით პლანეტაზე ნაკლები ნაგავია და ოჯახის ბიუჯეტიც იზოგება.

Advertisement