Connect with us

ჯანმრთელობა

პროდუქტები საკვერცხეების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად

კავერცხებბი გარე და შიდა სეკრეციის ჯირკვლებია. მათი როლი ორგანიზმში ძალიან დიდია: ისინი წარმოქმნიან კვერცუჯრედებს და ახდენენ ჰორმონ-ესტროგენის სეკრეციას. მათი სწორი მუშაობა ქალის ორგანიზმს გაახალგაზრდავების შესაძლებლობას აძლევს. ჰორმონები, რომლებსაც ეს ჯირკვლები გამოიმუშავებენ – ქალის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე არიან პასუხისმგებელნი.

რა არის სასარგებლო საკვერცხეების ჯანმრთელობისთვის

არასრულფასოვანი კვება ციდად აისახება ქალის სასქსო ჯირკვლების ფუნქციონირებაზე და შეიძლება უნაყოფობის მიზეზადაც იქცეს. საკვერცხეების ოპტიმალური მუშაობის უზრუნველსაყოფად, რაციონში А, В, С, Е ვიტამინების, სპილენძის (Cu) რკინის (Fe),ამინომჟავა არგინინის საკმარისი რაოდენობა შეიტანეთ.

გთავაზობთ რჩევებს საკვერცეების საერთო ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

სასარგებლო პროდუქტები საკვერცხეების მსაობის გასაუმჯობესებლად

  • ღვიძლი, კვერცხის გული, არაჟანი, ნაღები – მათში А ვიტამინის მაღალი კონცენტრაციაა, რაც ძალიან მნშვნელოვანია საკვერცხეების ოპტიმალური მუშაობისთვის.
  • სტაფილო, ქაცვი, თევზეული,ცირცველი, წითელი წიწაკა, გარგარი, გოგრა – შეიცავენ კაროტინს, რომელიც მცენარეულ და ცხოველურ ცხიმებთან კომბინაციაში, А ვიტამინად გადაიქცევიან.
  • თაფლი შეიცავს В, С ვიტამინებს და ძალიან ბევრ მინერალებს, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის გაახარლგაზრდავებისთვის.
  • ჭვავის პური, ლუდის საფუარი, ქატო, მათ В კომპლექსის ვიტამინების მაღალი შემცევლობა აქვთ, რომელბიც ლიბიდოზე არიან პასუხისმგებელნი.
  • ციტრუსები, ასკილი, ხახვი, ნიორი, შავი მოცხარი. შეიცავენ С ვიტამინის მაღალ პროცენტს.
  • ხორბლის გაღივებული მარცვლები, მცენარეული ზეთები, სალათის ფურცლები – გამოირჩევიან Е ვიტამინის შემცველობით და ეფექტურნი არიან უნაყოფობასთან ბრძოლაში.
  • ლობიო, ხორბალი, თხილი, ქიშმიში, ხორცი, ბროწეული. რკინის მიკროელემენტის მაღალი შემცველობა აქვთ რაც უმნიშვნელოვანესია ანეემიის პროფილაქტიკისთვის!
  • ზღვის პროდუქტები ეფექტური აფროდიზიაკები არიან. მათ სპილანეძის მაღალი შემცველობა აქვთ, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ, ნივთიერებათა ცვლის პროცესებში.
  • არაქისი, რძე და შვრია. შემადგენლობაში აუცილებელი ამინომჟავები აქვთ, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საკვერცხეების მუშაობაში, იგულისხმება არგინინი.

ხალხური რეცეპტები საკვერცხეები მუშაობის ნორმალიზებისთვის

მოცემული ჯირკვლების ფუნქციის აღსადგენად, შეგიძლიათ 30 დღის მანძილზე წითელი სამყურას ნახარში მიიღოთ. დოზა – 1 სუფრის კოვზი დღეში. ამ მცენარის გამხმარი და დაფხვნილი ფოთლები კი თქვენს რაციონში შეიტანეთ, მიიღეთ საკვებთან ერთად. ამგავარად მოახდენთ ჯირკვლების ოვულაციური ფუნქციის ნორმალიზებას.

აუცილებლად გახსოვდეთ! შემოთავაზებული კურსი არ არის რეკომენდებული თუ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაწუხებთ ან ორსულად ხართ.

სასარგებლო ქმედებები საკვერცხეების ჯანმრთელობისთვის
სისტემატური სტუმრობა გინეკოლოგთან

კინეგოლოგს წელიწადში ორჯერ მაინც რომ ესტუმროთ, ეს მთელი რეპროდუქტიული სისტემის გაკონტროლების საშუალებას მოგცემთ და ყველა შეაძლო დაავადებასაც იოლად აიცილებთ თავიდან!

ზღვის აბაზანები

ბანაობა თბილ ზღვის წყალში და ქვიშის აბაზანები (მიწაში ჩაფლობა წელამდე) ეს სასქესო ჯირკვლების კომპლკექსურ თერაპიაში ჩართული ტექნიკაა. თუმცა ეს მეთოდი გართულებებისას არ გამოიყენება.

ჩასახვის ასწინააღმდეგო აბაბეის გაკონტროლებული მიღება

ჩასახვის საწინააღმდეგო, ჰორმონალურმა აბებმა შეიძლება გარგოთ და ზიანიც მოგაყენოთ! ამიტომ მედიკამენტები ექიმის რჩევით მიიღეთ, რათა მან თქვენი ჰორმონალური ფონი “დაალაგოს” და არა – პრიქით.

გონებრივი ფიზიკური აქტივობა

სისტემატური და ზომიერი ფიზიკური დატვირთვა სისხლის მიმოქცევას უწყოსბ ხელს. ნაკლებ მოძრავი, მჯდომიარე ცხოვრების სტილი კი ანთების და შეშუპებების მთავარი მიზეზი გახლავთ! ეცადეთ მეტად იმოძრაოთ, იაროთ ფეხით, გამოიყენოთ კიბე, იცეკვოთ და ა.შ.

უარყოფითი მომენტები საკვერხეების ჯანმრთელობისთვის
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები არა მარტო ვაგინას აზიანებენ, არამედ ორგანიზმშიც აღწევენ და საშვილოსნოსა და საკვერცხეებშიც ხვდებიან.

რთული და არასწორი დიეტები

ზედმეტი დიეტები, წონის სწრაფი კლება – ჰორმონალურ დისბალანსს იწვევს და ადამიანის ადაპტაციურ სისტემას არღვევს. შედეგად შეიძლება საკვერცხეების პათოლოგია მივიღოთ.

ლოკალური გადაციება

ქალებისთვის ცივზე ჯდომა ძალიან მავნეა. მსგავსი გაციება ძალიან ხშირად იწვევს საკვერცხეების ანთებას.

სტრესი

სტრესული მდგომარეობა ანადგურებს იმუნურ სისტემას, რაც ხელს უწყობს მავნე ბაქტერიების გააქტიურებას. ეს ფაქტი დიდ როლს თამაშობს საკვერცხეების ზონაში ანთებითი პროცესის გაჩენას.

ჩასახვის საწინააღმდეგო აბების თვითნებური მიღება

ქალები ხშირად თავად ირჩევენ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს და ხშირად იყენებენ მათ, შედეგად ეს საკვერცხეების ფუნქციის დარღვევაშ იწვევს, რაც შესაბამისად ფერტილურობასაც არღვევს.

პროდუქტები რომელებიც მავნებელია საკვერცხეებისთვის

ალკოჰოლური სასმელები – იწვევენ მოცემული ჯირკვლების დესტრუქციას, არღვევენ მათ ფუქციას.
საკვები პროდუქტები, რომელბსაც შემდეგი საკვები დანამატებია ქვთ: არომატიზატორები, გემოს გამაძლიერებლები, საღებავები და მსგავსი. ყველა ხსენებული დანამატი კვერცხუჯრედის სტრუქტურას ცვლის.

მარილი. მისი ჭარბი მოხმარება ჯირკვლების დისფუნქციას იწვევს.

მონოდიეტები და შიმშილობა – უდუიდეს ზიანს აყენებს თქვენს საკვერცხეებს. კვება უნდ აიყოს ბალანსირებული! ისიც გაითვალსიწინეთ, რომ მიიღოთ ცილები რადგან ცილოვანი საკვები სასქესო ჰორმონების სინთეზის რღვევას იწვევს ქალებში.