Connect with us

ჯანმრთელობა

რამდენად უსაფრთხოა ტამპონი და საფენები ქალის ჯანმრთელობისთვის

მენსტრუალური ციკლი ყველა ქალისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა და ის უფრო დელიაკტური მაშინ ხდება როდესაც საქმე ჰიგიენურ საშუალებებთან გვაქვს. საფენების დაბალი ხარისხი ან ჰიგიენური საფენების არასწორი გამოყენება ქალური დაავდებების 60%-ის მიზეზი ხდება.

ტამპონები და საფენები ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებენ

თუ საფენს დროულად არ გამოიცვლით, ის მავნე მიკროორგანიზმების გავრცელების არედ გადაიქცევა, გაჩნდება სასათბურე პირობა რომელშიც ბაქტერიები ძალიან სწრაფად განვითარდებიან შემდეგ კი ორგანიზმშიც შეაღწევენ.

პირადი ჰიგიენის წესების დარღვევა, კერძოდ კი საფენების იშვიათი გამოცვლა რძიანას ან ვაგინის ანთებას იწვევს. შემდეგ ინფექცია საშვილოსნოს ყელამდე აღწევს და დისპლაზია ვითარდება, შემდეგ ანთებითი პროცესი საშვილოსნოში ვრცელდება და ენდომეტრიტი ვითარდება. პრობლემის თავიდან ასაცილებლად საფენები ყოველ 3 საათში უნდა გამოიცვალოთ.

ბევრი ქალი ამჩნევს ქალური დაავდებების მენსტრუალური ციკლის შემდეგ გამწვავებას. გარდა ამისა მენსტრუალური ციკლის დროს იმუნური სისტემა სუსტდება.

საფენის შემადგენლობა

საფენის ზედა შემწოვი ფენა რეზინისებურ მატერიას წარმოადგენს, მას შემდეგ გელისებური შემწოვი ფენაა სადაც ბაქტერიები მრავლდებიან და ბოლოს ცელოფნის ფენა რომელიც ყველა ფენას აკავებს და სასათბურე პირობებს ქმნის. რაც არ უნდა ნატურალური მასალით იყოს დამზადებული თქვენი საფენი – მისი ყოველ სამ საათში გამოცვლა აუცილებელია!

ეცადეთ საფენები აფთიაქში შეარჩიოთ და ყურადღებით შეამოწმოთ მისი შემადგენლობა, ეცადეთ ის მხოლოდ ნატურალური მასალით იყოს დამზადებული.

ტამპონები ინფექციების პროვოცირებას ახდენენ, თუ თქვენ რეგულარულად გაწუხებთ რძიანა, ჰერპესი, ქლამიდიოზი და ტამპონებს იყენებთ, მაშინ დააკვირდით თუ რამდენად მართებულია მათი გამოყენება.

ტამპონები აძლიერებენ ამ ინფექციების განვითარებას, რადგან მენსტრუალური გამონადენი ვაგინაში დიდი ხნით ჩერდება და გარეთ არ გამოდის, რის გამოც ვაგინის ყელი ყველაფერს იწოვს და ეს ანთებითი პროცესების გამძაფრებას იწვევს.

ზედმეტი დატვირთვის და ორგანიზმში მოთავსებისას ტამპონები ვაგინის კედლებს აზიანებენ, ამან შეიძლება საშვილოსნოს ყელის ეროზია გამოიწვიოს, ქვედა მუცლის პრესის დაძაბვის შემთხვევაში კი ტამპონი შეიძლება გამოვარდეს.

ტამპონების სხვადასხვა ზომა არსებობს: პატარა, საშუალო და ძალიან დიდი. ქალს გონია რომ რაც უფრო დიდი ტამპონს გამოიყენებს მით უკეთესია, შემდეგ კი მისი გამოღება ძალიან უჭირს. შემდეგ ჩნდება მტკივნეული შარდვისა და შარდვისას დისკომფორტის შეგრძნებები. თუ ტამპონების არჩევის საშუალება გაქვთ, ყოველთვის ბამბის ტამპონს მიანიჭეთ უპირატესობა.

მენსტრუალური ჭიქა ვაგინაში დიაგონალურად თავსდება. მასში მენსტრუალური სისხლი გროვდება, შემდეგ ის უნდა გამოიღოთ გადაღვაროთ, გარეცხოთ და საჭიროების შემთხვევაში უკან მოათავსოთ. ჭიქის გამოცვლაც 3 საათში ერთხელ გახლავთ საჭირო. ზოგჯერ ჭიქა ყირავდება ან ვაგინის სხვადასხვა ზომის არსებობის გამო ის შესაძლოა სრულიად არასახარბიელო მომენტში გამოვარდეს.

ყოველდღიური საფენების გამოყენება საჭირო არ არის, მათი გამოყენებით თქვენ ბაქტერიებისთვის სასათბურე პირობებს ქმნის. თუ გამონადენი გაწუხებთ მაშინ აუცილებლად მიმართეთ ექიმს, მისი საფენებით შენიღბვა კარგ შედეგს არ მოგიტანთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.