Connect with us

ჯანმრთელობა

რამდენ სისხლს კარგავს ქალი მენსტრუალური ციკლის დროს

მენსტრუალური გამონადენი – ჩვეულებრივი მოვლენაა ქალის ცხოვრებაში. თუმცა ერთი და იგივე ბიოლოგიური პროცესი ყველა ქალბატონის ორგანიზმში სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს. ამას თავისი მიზეზები აქვს: ორგანიზმის ინდივიდუალური განსაკუთრებულობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოცულობა და გამონადენის ხასიათი.

გამონადენი ციკლის დროს

იმის ცოდნა თუ რამდენ სისხლს კარგავს ქალი მენსტრუალური ციკლის დროს, მას ზოგიერთი გინეკოლოგიური პრობლემისა და სქესობრივი ინფექციების ადრეულად გამოვლენაში ეხმარება.

1. რა რაოდენობის სისხლი უნდა გამოიყოფოდეს მენტრუალურ ციკლის დროს

ითვლება, რომ ნორმალური გამონადენი მენსტრუაციის დროს დღეში 20 – 50 მილიგრამ სისხლს არ უნდა აღემატებოდეს (დაახლოებით 2 სუფრის კოვზი).
ციკლის დროს ქაი 250 მილიგრამ სისხლს კარგავს. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს რაოდენობა სუფთა სისხლს ეხება. საერთო ჯამში შესაძლოა ლორწო, ენდომეტრიუმის ნაწილაკები და კვერცხუჯრედებიც გამოიყოს. ამასთანავე გამონადენში სისხლის წილი 50%-ს შეადგენს.

როდესაც გოგონას გონია, რომ სულ რამდენიმე წვეთი სისხლი დაკარგა – უბრალოდ ეჩვენება! სინამდვილეში ასეთი გამონადენი დაახლოებით 5 გრამი სითხის დაკარგვას ნიშავს. თუ საფენის შეცვლა დრეში ორჯერ ხდება, ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 10 გრამი სისხლის დაკარგვა მოხდა.

2. ჭარბი სისხლდენა

ჭარბ სისხლდენად ითვლება დღეში 15 – 18 გამი სისხლდენა. ამ დროს ქალს საფენის ან ტამპონის გამოცვლა ყოველ 3 საათში უწევს. ზედმეტად ჭარბ სისხლდენად ითვლება გამონადენი რომლის დროსაც საფენის ცვლილება ყოველ საათში ხდება.

ასეთ შემთხვევაში სასურველია ექიმს მიმართოთ, რადგან დიდია სქესობრივი დაავადებების გაჩენის ალბათობა. ცუდ სიგნალად ითვლება მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობის ზრდა: თუ ციკლი 1 კვირა ან უფრო დიდხანს გრძელდება კონსულტაციისთვის გინეკოლოგს მიმართეთ.

3. მცირედი გამონადენი

მცირეოდენი გამონადენი ახალგაზრდა გოგონების შემთხვევაში ნორმალურია, ამ დროს მათი ორგანიზმი ნელ-ნელა იწყებს ჰორმონალურ გარდასახვასთან შეგუებას. არული ციკლი და მცირეოდენი გამონადენი გოგონებს შეიძლება ჰორმონალური ფონის სრულად ჩამოყალიბებამდე გაყვეთ.

მცირედი გამონადენის მიზეზი შიეძლება ფიზიოლოგიური ან პათოლოგიური მიზეზით ხდებოდეს. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მსგავსი მოვლენა გარდატეხის ასაკში მყოფი გოგონებისთვის ნორმალურია, ზრდასრულებისთვის, კი ეს კლიმაქსის მალე დადგომაზე მიანიშნებს.

იმის ცოდნა თუ რამდენ სისხლს კარგავს მენსტრუალური ციკლის დროს, ქალისთვის აუცილებელია. ეს მას შესაძლო პრობლემების ადრეულ სტადიაში აღმოჩენაში დაეხმარება.