Connect with us

ჯანმრთელობა

დაიჭირე ბალანსი! როგორ მოვახდინოთ იმ ჰორმონების მუშაობის ნორმალიზბა, როლებიც გახდომაში გვიშლიან ხელს

ჩვენი ჯანმრთელობისა და თვითშეგრძნების თითქმს ყველა ასპექტს ჰორმონები აკონტროლებენ. მათზეა დამოკიდებული ყველაფერი რაც ჩვენს ორგანიზმში ხდება, მათ შორის წონაც. რაც მთავარია: თუ რამე საჭიროებისამებრ არ მიდის, ჩვენ ტავად შეგვიძლია ამ მნიშვნელოვანი ნივთიერებების დარეგულირება. რა თქმა უნდა სერიოზული ჰორმონალური დარღვევების დროს ექიმს უნდ ამიმართოთ, მაგრამ თუ ცვლილებები უმნიშვნელოა, მათი დარეგულირება თავადაც შეგიძლიათ.

ლეპტინი

ამ ჰორმონს ცხიმოვანი უჯრედები გამოიმუშავებენ, ის მადის კონტროლზეა პასუხისმგებელი. სწორედ მასზეა დამოკიდებული, რამდენად ძლიერ გვინდება ჭამა.თუ ორგანიზმში ზედმეტად ბევრი ცხიმია, შეიძლება “ლეპტინის წინააღმდეგობის” მდგომარეობა დაგეწყოთ: ამ დროს ორგანიზმი ჰორმონისგან კავშირს ვერ იღებს და ფიქრობს, რომ შიმშილობის პერიოდი დგება და კიდევ უფრო მეტი ცხიმის მარაგის გადადებაა საჭირო. სწორედ ეს მდგომარეობა აიძულებს ჭარბწონიან ადამიანებს მაღალკალორიული პროდუქტის მირთმევას და ჭარბი დოზით კვებას.

როგორ მოვახდინოთ ნორმალიზება

მეთოდი მარტივია: დილის 10 საათამდე უზმოზე, 1 პორცია მოსტნეული მიირთვით. ამერიკელი ენდოკრინოლოგის- სკოტ აიზეკის კველვამ გვაჩვენა, რომ თუ ყოველდღე, დილის 10 საათამდე, 1 პორცია უმ ბოსტნეულს მიირთმევთ, ეს ჰორმონი დარეგულირდება.

კორტიზოლი და სეროტონინი

კორტიზოლი – ძალიან სასარგებლო ჰორმონია, სწორედ ის ირჩევს სტრატეგიას სტრესის დროს – გაქცევა, შებრძოლება ან გაყინვა – ასევე უზრუნველგვყობს არჩეული ქცევის რეალიზაციისთვის საჭირო ენერგიით. თუმცა ქრონიკული სტრესის დროს სწორედ კორტიზოლი გვიაძულებს ტკბილეულისა და მაღალკალორიული საკვების მირთმევას, ჩვენი ორგანიზმი კი ცხიმს ინახავს.

კორტიზოლის მუშაობის გაწონასწორება სეროტონინს შეუძლია – ჰორმონს რომელიც ბუნებრივი გზით გვამშვიდებს და მადას თრგუნავს. შესაბამისად თუ თქვენი ცხოვრება ერთი დიდი სტრესია, ყველა ძალით უნდა ეცადოთკორტიზოლის დონის შემცირება და სეროტონინის მომატება.

როგორ მოვახდინოთ ნორმალიზება

თქვენ B ვიტამინის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტები დაგეხმარებიან – სწორედ ის უწყობს ხელს სეროტონინის გამომუშავებას. ამიტომ სტრესის დროს რაციონში მეტი ისპანახი, სატაცური და ოსპი შეიტანეთ. ეცადეთ კარგად იძინოთ, გამოძინება შესანიშნავი საშუალებაა სტრესის წინააღმდეგ.

ინსულინი

ინსულინის მთავარი ამოცანა – სისხლიდან გლუკოზის გამოთავისუფლებაა. ამტომ ყოველ ჯერზე როდესაც ტკბილ გაზიან სასმელს, წვენს ან სწრაფი კვების ობიექტების საკვებს მიირთმევთ, თქვენი ორგანიზმი ინსულინის მკვეთრ მატებას განიცდის. რაც უფრო ხშირად აწყობთ ასეთი მვეთრი მატების გამომწვევ შემთხვევებს, მით უფრო მაღალია ინსულინ რესისტენტულობის დადგომის რისკიც, რამაც შეიძლება დიაბეტის განვიტარება გამოიწვიოს.

ინსულინის მატებას სტრესიც იწვევს, ამიტომ სტრესის დროს ამ ჰორმონის გაკონტროლება არ დაგავიწყდეთ.

როგორ მოვახდინოთ ნორმალიზება

უარი თქვით მარტივი ნახშირწყლების შემცველ საკვებზე და შაქრის მაღალი შემცველობის მქონე სასმელზე. როგორც კვლევებმა აჩვენეს, შაქრის შემცველი სითხეებზე (მათ შორის ხილის წვენებზე) ჩვენს რაციონში შემავალი შაქრის უმეტესი ნაწილი მოდის, ამიტომ აჯობებს უარი თქვათ მათ მოხმარებაზე. ეს ფაქტი დაგეხმარებათ ინსულინის მკვეთრი მატების შემთხვევები საგრძნობლად შეამციროთ.

ასევე მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი უმი ბოსტნეული და ხილი ჭამოთ, დაკავდეთ აერობული დატვირთვით: ცურვის, სირბილის ან ფეხით გასეირნების შემდეგ ინსულინის დონე საგრძნობლად მცირდება.

ირისინი

ჰორმონი ირისინი კუნთოვანი ქოვილის მიერ გამომუშავდება და ფიზიკური დატვირთვების დროს გამოტავისუფლდება, ის თეთრი ცხიმის დამუშავებაზეა პასუხსიმგებელი (ეს უკანასკნელი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას იწვევს). ეს ჰორმონი ამცირებს ორგანიზმის ინსულინის მიმართ რეზისტენტულობას.

როგორ მოვახდინოთ მისი ნორმალიზება

ყველაზე სწორი მეთოდი – ფიზიკური დატვირთვებია. კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ კვირაში ოთხჯერ, ნახევარსაათიანი ვარჯიში ამ ჰორმონის დონეს 2,5 თვეში არეგულირებს.