Connect with us

სხვა

როგორ შევინახოთ ტანსაცმელი სწორად

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ხანგრძლივი შენახვის შემდეგ ტანსაცმელი ხუნდება, მტვრიანდება და ფორმასაც კარგავს. გარდა ამისა სამოსზე შეიძლება ლაქები და ჩრჩილისგან გაჩენილი ნახვრეტებიც აღმნოაჩინოთ. ასეთი პრობლემებისგან ჩვენს მიერ წარმოდგენილი ტანსაცმლის შენახვის ძირიტადი პრინციპები დაგიცავთ.

1. სანამ ტანსაცმელს შეინახავთ ის აუცილებლად გარეცხეთ ან ქიმწმენდაში წაიღეთ. შეიძლება ლაქა ტანსაცმელს ჯერ არ ეტყობოდეს მაგრამ, დროთა განმავლობაში სუნამოს შესხურების ადგილებზე შეიძლება ლაქები გაჩნდეს. ლაქები ჩნდება იღლიების არეში, საყელოსა და სახელოებზეც, ეს ადგილები ხშირად ყვითლდება ან მუქდება.

სუნამოები და დეოდორანტები დრო და დრო ფერს იცვლიან, ხოლო საკვების ლაქები ჩრჩილს იზიდავენ.

2. მნიშვნელოვანია, რომ ნივთები კარგად გამოაშროთ, ამიტომ მათ სარეცხის თოკიდან ჩამოხსნისთანავე ნუ შეინახავთ!

3. არ შეინახოთ სამოსი პოლიეთილენის პარკებში, იქ ჰაერი საერთოდ არ ხვდება. აჯობებს ნაჭრის ტომრები ან ტექსტილის ყუთები გამოიყენოთ. შეგიძიათ ქაღალდის პარკების გამოყენებაც.

4. ნივთების შენახვის ბევრი ექსპერტიტანსაცმლის შესანახად ვაკუუმის ტომრებსაც არ იყენებს. ისინი კარგია ადგილის ეკონომიისთვის, მაგრამ მათში ძვირფასი ტანსაცმლის შენახვა არ ღირს.

5. საკიდებზე ნაქსოვი ტანსაცმელი არ შეინახოთ. თუ სხვა გზა არ გაქვთ, მაშინ სვიტერი უბრალოდ გადაკეცეთ და საკიდის შარვლისთვის განკუთვნილ ნაწილზე გადაკიდეთ.

6. არ დაგავიწყდეთ, რომ ტანსაცმელსაც გარკვეული დონის ტემპერატურა ესაჭიროება. მათთვის იდეალური ტემპერატურაა +21
გრადუსი. მნიშვნელოვანია სამოსის მზისა და ნესტისგან დაცვა, ამიტომ მათ შესანად შუშის აივანს ან ლოჯს ნუ გამოიყენებთ.

7. რაც უფრო მოწესრიგებულად არის სამოსი დალაგებული მით ნაკლები ნაკეცები გაუჩნდებათ მათ. ეცადეთ ძალიან არ გაჭედოთ ყუთები და უჯრები ნივთებით, რაც უფრო ვიწროდაა ტანსაცმელი მით უფრო მეტად დაიჭმუჭნება ის.

რით დავიწყოთ?!

1. ნივთები სამ ნაწილად დაყავით:

ზედა სამოსი: ქურთუკები, შუბები, ლაბადები
აქსესუარები: ხელთათმანები, ქამრები, ქუდები, შარფები
თბილი, ნაქსოვი ნივთები: ჟაკეტები, სვიტერი, მოსაცმელები

ცალკე გადადევით სამოსი რომლის ჩაცმასაც აღარ აპირებთ. ცალკე დაალაგეთ დასარეცხი ტანსაცმელი.

2. ადგილი სადაც ტანსაცმლის შენახვას აპირებთ, წინასწარ გაასუფთავეთ, გამოწმინდეთ, მოაცილეთ მტვერი და გაანიავეთ.

3. მოამზადეთ ყუთები, ქაღალდი ან პარკები სადაც სამოსის შენახვას აპირებთ.

ქურთუკები და პალტო

შეამოწმეთ ჯიბეები, შეკარით ღილები და ელვა შესაკრავი. აჯობებს ლაბადა ყუთში შეინახოთ რადგან საკიდზე ხანგრძლივად ყოფნით ის შეიძლება დეფორმირდეს. რაც შეეხება ხელოვნური ბეწვის მქონე დუტის კურტკებს – მათი შენახვა ვაკუუმიან ტომრებში შეგიძლიათ.

ბეწვეული

აჯობებს ქურწი პროფესიონალურ ქიმწმენდაში ჩააბაროთ, თუმცა კარგი ხარისხის ბეწვის მტვრისგან გაწმენდა სახლის პირობებშიც შეიძლება. დააფინეთ ის სუფთა, ოდნავ სვენ ნაჭერზე და რითმული მირტყმებით მისგან ჭუჭყი და მტვერი გამოიტანეთ. ქურქი ბნელ და მშრალ ადგილას უნდა შეინახოთ. ჩამოკიდეთ ხის ფართო საკიდზე. იდეალური ვარიანტია კედარის საკიდი რადგან ის ჩრჩილისგან იცავს სამოსს. ქურქი სხვა სამოსს შორის არ უნდა იყოს მოჭყლეტილი. ქურქი მუქ გადასაკრავში უნდა შეინახოთ, ღია ფერის კი ცისფერში, ეს ქურქის გაყვითლებას შეუძლის ხელს. ქურქის შესანახის სიგრძე, თავად ქურქზე 10-15 სანტიმეტრით გრძელი უნდა იყოს. ნუ გამოიყენებთ პოლიეთილენს.

ქუდები და შარფები

ისევე როგორც სხვა სამოსიც შემთხვევაში ისინიც უნდა გარეცხოთ და კარგად გააშროთ. ფორმის შესანარჩუნებლად ქუდი ქაღალდით გამოტენეთ და ისე შეინახეთ რომ ფორმა არ დაკარგოს. თუ ქუდების შესანახი სპეციალური ყუტები არ გაქვთ, მათ შესანახად ჩვეულებრივი, ფეხსაცმლის ყუთები გამოიყენეთ.

სვიტერი

შენახვამდე სვიტერი კარგად დაკეცეთ, სახელოები ცენტრში მოაქციეთ და მისი ქვედა ნაწილი საყელოსკენ გადაკეცეთ. შენახვისას მათ მჭიდროდ ნუ ჩაალაგებთ და ტანსაცმელს შორის ქაღალდი ჩააფინეთ.

გრძელი ტანსაცმელი

თუ კარადაში ადგილი არ გაქვთ, კაბები, ლაბადები და გრძელი მოსაცმელები საკიდებზე დატოვეთ და უბრალოდ კარადის ერთ მხარეს გადაწიეთ. თუ ამის ადგილიც არ გაქვთ, მაშინ ჩამოხსენით და იმავე პრინციპით შეინახეთ როგორითაც სვიტერის შემთვევაში მოვიქეცით. გაითვალისწინეთ, რომ შენახვისას ცელოფანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოთ.

სამოსის ჩრჩილისგან დასაცავად მათ ჯიბეში ჩრიჩილის საწინააღმდეგო ტომარა ჩაუდეთ: აიღეთ ნატურალური ქსოვილის ნაჭერი. ჩადევით მასში დაფნი ფოთოლი, წიწაკა, როზმარინი, პიტნა ან ლავანდა და ნაჭერი გადანასკვეთ.

ფეხსაცმელი

ფეხსაცმელი კარგად გაასუთავეთ, როგორც ძირები ასევე ზედა ნაწილი. ამოავსეთ ქაღალდით. გაითვალისწინეთ, რომ ნატურალური მასალის ფეხსაცმელს შეიძლება ჩრჩილის გაუჩნდეს ამიტომ მათში ჩრჩილის საწინააღმდეგო საშუალების მოთავსება არ დაგავიწდეთ!