Connect with us

ჯანმრთელობა

ყოველი სეირნობისას ჯიბით ერთი მუჭა წაბლი მომაქვს და აი, რატომ

ერთი შეხედვით, რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს წაბლს. თავისთვის იზრდება, არავის აწუხებს. მსმენია, რომ სადღაც მას ამზადებენ, მაგრამ თავად არასდროს მიცდია. მახსოვს, რომ ბავშვობაში ბებია წაბლს სპირტს ასხამდა. ამბობდა, რომ ასეთი ნაყენი ფეხის ტკივილს უყუჩებდა. Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, თუ რა სარგებელი აქვს წაბლს.

ორი სახის წაბლი არსებობს: ცხენის წაბლი და კეთილშობილი წაბლი. ეს უკანასკნელი სწორი მოვლის პირობებში შეგიძლიათ საჭმელად გამოიყენოთ. ცხენის წაბლი საკვებად ვარგისი არაა, თუმცა ჩვენთან ყველაზე ხშირად სწორედ ის გვხდება.  არის თუ არა ცხენის წაბლი უსარგებლო? პირიქით, მას ყოველდღიურ საქმეებში, სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის ჯერ კიდევ მე-18 საუკუნიდან იყენებენ. აფთიაქებში წაბლზე დაფუძნებულ ბევრ საშუალებას იპოვით. ძირითადად, გვხდება ნაყენი, რომელიც სისხლძარღვებსა და სახსრებზე დადებით გავლენას ახდენს. წაბლს შეშუპების და კრუნჩხვის საწინააღმდეგო თვისებები აქვს. გიზიარებთ ბებიას რეცეპტს.

წაბლის მარტივი ნაყენი შესაზელად

300 გრ გასუფთავებული წაბლის ნაყოფი დანით დააქუცმაცეთ. 250 მლ ეთილის სპირტი და 1 ჭიქა წყალი დაასხით. 2 კვირა ბნელ ადგილას დააყენეთ. ყოველდღე მიღებულ სითხეს აურიეთ. 14 დღეში გადაწურეთ და თავსახური დაახურეთ. დღეში 2-ჯერ სახსრებზე შეიზილეთ.

თმისთვის

წაბლის ფხვნილი გააკეთეთ. ასეთი ფხვნილი შეგიძლიათ თმის დასაბანად გამოიყენოთ ან კანის მოვლის საშუალებებს დაუმატოთ. ფხვნილის მოსამზადებლად წაბლი გაახმეთ და ყავის საფქვავში დაფქვით. თავის დასაბანად 1–2 ს/კ წაბლის ფხვნილი დაგჭირდებათ. ის კარგად ქაფდება და ჭუჭყს აშორებს. ნატურალური შამპუნის გამოყენებიდან 1 თვეში ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობა დარეგულირდება და თმა ნაკლებად დაგცვივათ. თმა ბზინვარე და სქელი გახდება, დროთა განმავლობაში თავის დაბანა უფრო იშვიათად მოგიწევთ.

კანისთვის

წაბლის ფხვნილი აბაზანის მისაღებად და კანის სკრაბირებისთვის სასარგებლოა. 1 ს/კ წაბლის ფხვნილი და 500 მლ წყალი აურიეთ, ნარევი აადუღეთ და 8 საათით დააყენეთ. წაბლის აბაზანა კანს ჭიმავს და ტონუსს მატებს, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.

მწერებისგან დაცვა

კარადაში ან მარცვლეულში ჩრჩილი რომ მოიშოროთ, წაბლით სავსე ტომრები კარადაში შეინახეთ. ასე უკვე 15 წელია ვაკეთებ და ჩრჩილი თვალით არ მინახავს. წაბლის სუნი ამ დაუპატიჟებელ სტუმრებს აფრთხობს.

როგორც ხედავთ, წაბლი ხელმისაწვდომია და მისი გამოყენება სხვადასხვა მიზნით შეგიძლიათ. ოღონდ ზომიერად და გონივრულად! სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ!