Connect with us

სახლი და დიზაინი

როგორ ავაშენოთ საზაფხულო სამზარეულო აგარაკზე დამოუკიდებლად

სამზარეულო – სახლის გული, მთელი ოჯახის შეკრების ადგილია. სამზარეულო სუფთა ჰაერზე კი – არამხოლოდ ოჯახის, არამედ მეგობრებისა და მეზობლების მოწვევის ადგილადაც იქცევა.

საზაფხულო სამზარეულო – ესაა სახლში მოწყობილი სამზარეულოს გაგრძელება, საკვების მომზადებისა და მირთმევის ადგილი, ასევე, ბაღის ინვენტარისა და სხვა ინსტრუმენტების შენახვის ადგილიც.

საზაფხულო სამზარეულო

თანამედროვე ტექნოლოგიები და მასალები საშუალებას იძლევა სამზარეულოს მარტივად აშენებისა. პირველი, რაც ამისთვის გჭირდებათ, არის შესაფერისი ადგილიც პოვნა და გეგმის შედგენა. ამასთან, უნდა გაითვალისწინოთ შერჩეული ადგილის თავისებურებები, კომუნიკაციების დაშორება სახლიდან. საზაფხულო სამზარეულო შეგიძლიათ აღჭურვოთ, როგორც ცალკეული ნაგებობა, რაღაც ფანჩატურის მსგავსი, მაგალითად, ბაღში. ან უბრალოდ სახლს მიაშენოთ. ყველაზე მოსახერხებელი და პრაქტიკული ვარიანტია სამზარეულოს მოწყობა უკვე მზა ვერანდაზე ან ტერასაზე. ამასთან, მნიშვნელოვანია სახლში არსებულ სამზარეულოსთან მარტივი წვდომაც.

შენობის გეგმა

თუ ადგილთან დაკავშირებით ჩამოყალიბდით, შეადგინეთ გეგმა თქვენი მომავალი სამზარეულოსთვის. თუ ეს ცალკეული შენობაა, შეგიძლიათ იგი ფანჩატურის სახით ააშენოთ, სრულყოფილი კედლებითა და სახურავით, შიდა მოწყობილობებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. ისიც უნდა გქონდეთ მხედველობაში, რომ მასთან მილსადენი, ელექტრობა და გაზი უნდა მიიყვანოთ. თუ სამზარეულოს სახლის ერთ-ერთ კედელს მიაშენებთ, უნდა დაგეგმოთ სახურავი, საპირისპირო მხარე კედელი და სხვა დანარჩენი. ყველაფერი გაცილებით უფრო მარტივია, როცა სამზარეულოს ტერასაზე აწყობთ.

სამზარეულო არამხოლოდ მოსახერხებელი და ლამაზი, არამედ უსაფრთხოც უნდა იყოს. განსაზღვრეთ ელექტრობისა და წყალსადენის, თერმო- და თბოიზოლაციის განლაგება ღუმლის ან მაყალის გვერდით.

სამშენებლო მასალების შერჩევა

პირველი და ყველაზე მთავარი წესი: აირჩიეთ ის მასალა, რომელიც დიდხანს გაძლებს პრეტენზიულ ამინდში. პოპულარული მასალებია ხე და აგური. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სამზარეულოს კონსტრუქცია საცხოვრებელი სახლის სტილში იყოს.

ასეთი სამზარეულოს აღჭურვისთვის კარგი იქნება პროფილირებული ხე – ეს ლამაზია და ძვირიც არაა. აგურისა და ქაფბლოკის მასალები უფრო დიდხანს ძლებს, თუმცა, ფასით უფრო იაფია. ამასთან, ასეთ ნაგებობას მოპირკეთებაც სჭირდება ორივე მხრიდან. კარგი და პრაქტიკული ვარიანტია პოლიკარბონატი – იგი კონსტრუქციას მსუბუქს, ჰაეროვანსა და გამძლეს ხდის.

ნაგებობის მოსაპირკეთებლად შეარჩიეთ ტემპერატურის ცვლილებების, ნესტის გავლენის მიმართ მყარი, ხოლო შიდა ნაწილის გასალამაზებლად – სიცხეგამძლე მასალები.

სხვა ნიუანსები

ნებისმიერი მშენებლობა იწყება ფუნდამენტის ჩასხმით. ეს იმ შემთხვევაშია საჭირო, თუ საზაფხულო სამზარეულო ცალკეული ნაგებობა უნდა იყოს. თუ მას აგურით აშენებთ, ფუნდამენტი ლენტისებრი უნდა იყოს. ხოლო თუ ნაგებობა ხისაა, საჭიროა ძელებიანი ფუნდამენტი. მას შემდეგ, რაც ჩასხ,ული ფუნდამენტი სრულად გაშრება, ააწყვეთ ხის ჩონჩხი, რომლის მაწილებიც ერთმანეთს კუტხის პროფილებითა და თვითმჭრელებით უნდა დამაგრდეს.

ხის ნაგებობა აუცილებლად უნდა მოპირკეთდეს ორივე მხრიდან, ხოლო აგურის ნაგებობა შეგიძლიათ უცვლელად დატოვოთ ან მოაპირკეთოთ ხელოვნური ქვით.

სამზარეულოს სახურავი შეიძლება იყოს ერთ- და ორფერდიანი(ერთიანის შემთხვევაში ერთ კედელი მეორეზე მაღალი უნდა იყოს,ხოლო ორიანის – გადახუროთ ონდოლინით ან მეტალის მასალით).

კედლების მოპირკეთების ეტაპზე უნდა იზრუნოთ ღუმელის ან მაყალის მოსაწყობი ადგილის აღჭურვაზე. ასევე, უნდა გაითვალისწინოთ შესანახი ადგილები, თაროები, კარადები, მაგიდისა და სკამების ადგილები.

თუ თქვენი საზაფხულო სამზარეულო სახლის ტერასაზე იქნება, ყველაფერი ისევ გაცილებით მარტივია – არაა საჭირო არც ფუნდამენტი, არც კედლები და მოპირკეთება. ასევე, ზედმეტი იქნება მაყალი და ღუმელიც, უბრალოდ უზრუნველყავით წვდომა სტაციონარულ ღუმელთან, მთავარ სამზარეულოში. სხვა ყველაფერი – ფანტაზიის საკითხია.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.