Connect with us

ჯანმრთელობა

რეაბილიტოლოგ–პრაქტიკოსმა მასწავლა, თუ რატომ უნდა დავიძინო ფეხებს შუა ბალიშით

საშუალო სტატისტიკური ადამიანი ცხოვრების მესამედს ძილში ატარებს. ამ პროცესის მნიშვნელობის გადაჭარბებით შეფასება შეუძლებელია: ამ დროში ჩვენი ქსოვილები აღდგება, ტოქსინები გამოდის, ხოლო ტვინი მიღებულ ინფორმაციას ამუშავებს. ამასთან ცოტამ თუ იცის, თუ როგორ დაიძინოს სწორად. უფრო მეტიც, ბევრი ამაზე საერთოდ არ ფიქრობს!

თუ საკითხს უფრო ჩავუღრმავდებით, ძილზე დამოკიდებულია დღის ბოლომდე კარგი განწყობა ან საკმარისი ენერგია გექნებათ თუ არა. თავი კომფორტულად რომ იგრძნოთ და დასვენების ხარისხზე დარწმუნებული იყოთ, საკმარისია იცოდეთ, როგორ დაწვეთ სწორად.

ძილის პოზები და რაზე ახდენენ გავლენას

სანამ არსს ჩაუღრმავდებით, გაიხსენეთ, ჩვეულებრივ როგორ პოზაში გძინავთ. უამრავი ვარიანტი არსებობს, მაგრამ გაიხსენეთ, როგორ წევხართ: ზურგზე, მუცელზე თუ გვერდზე?

ზურგზე ძილი

დიდი ხნის განმავლობაში ეს პოზა ყველაზე სასარგებლოდ ითვლებოდა. თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არაა: ამ ძილის პოზას სასარგებლოს ძლივს ვუწოდებთ.

კოსმეტოლოგები ერთხმად აცხადებენ, რომ ამ პოზაში სახის კანი ბალიშისგან ნაკლებად ზიანდება, კანზე ნაკეცები არ იქმნება. ამავე დროს რიგი ნიუანსი არსებობს: როცა ზურგზე წევხართ, ტვინიდან ტოქსინები ცუდად გამოდის. სუნთქვა რთულდება, ადამიანი ხვრინვას იწყებს. ამასთან, ძილის პოზა თქვენი ხერხემლისთვის არც თუ ისე სასარგებლოა.

გადაწყვეტილება: ზურგზე ძილი უკეთესი იქნება, თუ სხეულის ზედა ნაწილი უფრო მაღლა იქნება, ვიდრე ქვედა. თითქოსდა ძალიან დაბალ სავარძელზე ზიხართ.

მუცელზე ძილი

ზურგზე დასვენებაზე ცუდი მხოლოდ მუცელზე ძილი შეიძლება იყოს. ეს განსაკუთრებით საზიანოა ხერხემლისთვის წელის და კისრის არეში. ამ პოზაში ტოქსინები ტვინიდან საერთოდ არ გამოდის, ხოლო სუნთქვა შეიძლება გართულდეს.

გადაწყვეტილება: თუ რეგულარულად მუცელზე გძინავთ, ეს ბალიშის გარეშე გააკეთეთ. გაოცდებით, თუ კისრის ნაწილზე დატვირთვა რამდენად ძლიერ შემცირდება.

გვერდზე ძილი

ყველაზე სწორი და მოსახერხებელი ძილის პოზა. სუნთქვას ყველაზე ნაკლებად ართულებს, ხერხემლის მოხრას არ იწვევს და ტოქსინების გამოდევნას ხელს უწყობს. ბალიში ისეთ სიმაღლეზე უნდა იყოს, რომ თავი და კისერი ჰორიზონტალურად გქონდეთ.

როგორ გავაუმჯობესოთ? კიდევ ერთი ბალიში ფეხებს შორის ჩაიდეთ. ოდესმე ძილში გადასაფარებელი მუხლებით მოგიჭერიათ? ეს ტყუილად არაა: სწორედ ასეთ პოზაში ხერხემალი თავს კომფორტულად გრძნობს.

ფეხებს შორის ბალიშების ხრიკი ახალი არაა. მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღ ერში, იაპონიაში ბალიში დაკიმაკურა პოპულარობით სარგებლობს. მას წაგრძელებული ფორმა აქვს, რომლის ძილში ჩახუტებაც მოსახერხებელია. ადრე მის ნაცვლად გავრცელებული იყო წაგრძელებული ფორმის მოწნული კალათები. ამრიგად, ძილი უფრო სასაგებლოა და საყრდენ–მამოძრავებელ აპარატს არ აზიანებს. თქვენ იცოდით ამის შესახებ?

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.