Connect with us

ჯანმრთელობა

რატომ გვტკივა თავი? 6 ნიშანი, რომ ძალიან ბევრ მარილს ჭამთ

ყველაზე ბოლო დიეტური რეკომენდაციის მიხედვით, მარილის უსაფრთხო ყოველდღიური დოზა 2,3 გრ–ს არ უნდა აჭარბებდეს – ეს კი 1 ჩაის კოვზია.

სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ, დიდი ალბათობით, ამ დოზას მუდმივად ვაჭარბებთ – მათ შორის სურვილის მიუხედავად.

მარილი ფარულ პროდუქტებს შორის ჩემპიონია და ზოგჯერ შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ის თითქმის ყველგანაა. საბედნიეროდ, ჯერ კიდევ მანამ, სანამ მარილის სიჭარბე კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს, სხეული სიგნალებს გვიგზანის და დოზის შემცირებას გვთხოვს. მთავარია – ნიშნები არ გამოგრჩეთ.

თავის ტკივილი

თავის ტვინის სიხლძარღვების გაფართოება მარილის სიჭარბეს იწვევს, ეს კი თავის მხრივ მუდმივ თავის ტკივილს იწვევს. თუ მოულოდნელად შაკიკმა შეგაწუხათ ან უბრალოდ მტკივნეული შეგრძნება შეამჩნიეთ, ყოველი შემთხვევისთვის მარილის მოხმარება შეზღუდეთ. ამან უნდა გიშველოთ.

ძლიერი და მუდმივი წყურვილი

ნატრიუმის დიდი რაოდენობით შემცველი პროდუქტები ორგანიზმში წყლის ბალანსს არღვევენ. თუ ბოლო დროს ჩიფსებმა, პიცამ, სპაგეტმა სოუსით ან სწრაფი კვების პროდუქტებმა გაგიტაცათ, აუცილებლად ბევრი წყალი დალიეთ. თუ მუდმივად წყურვილს გრძნობთ, შესაძლოა, თქვენ მარილს ჭარბად მოიხმართ.

შეშუპება ყველაზე მოულოდნელ ადგილებში

ორგანიზმში წყლის ბალანსის დარღვევა შეშუპებას იწვევს. ხელის და ფეხის თითები, მუცელი – ყველაზე ხშირად შეშუპება სწორედ აქ ჩნდება, მაგრამ უფრო მოულოდნელ ადგილებში გამოჩენა გამორიცხული არაა. როგორც არ უნდა იყოს, სხეულის შიგნიდან „აფეთქება“ სერიოზული სიგნალია, რომელიც შეიძლება გითითებდეთ, რომ ნაკლები მარილი ჭამოთ.

საჭმელი უგემური გეჩვენებათ

მარილის ჭარბი მოხმარება გემოს რეცეპტორებზე გავლენას ახდენს – დროთა განმავლობაში რეცეპტორები ნაკლებად მგრძნობიარე ხდება და ჩვეული საჭმელი უგემური გვეჩვენება.

ეს ჩაკეტილი წრეა: ჩვენ ვჭამთ ბევრ მარილს – საჭმელი მტკნარი გვეჩვენება – გემოსთვის კიდევ უფრო მეტ მარილს ვჭამთ. ამ წრიდან გამოსვლას მხოლოდ ნებისყოფით შეძლებთ, მაგრამ ეს ამად ღირს.

გაოცდებით, რამდენად მდიდარი გახდება საჭმლის გემო უმარილო დიეტის შემდეგ.

მეხსიერების გაუარესება

მარილის გადაჭარბებული მოხმარება კოგნიტურ შესაძლებლობებზე უარყოფით გავლენას ახდენს. ეს 2011 წელს ჩატარებულმა კვლევამ უკვე დაადასტურა. კვლევაში 1200–ზე მეტი მოხალისე მონაწილეობდა. თითოეულ მონაწილეს, რომლებიც ჭარბი მარილის მქონე დიეტას იცავდნენ, კოგნიტური შესაძლებლობები უფრო ცუდი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც კერძებს უფრო ზომიერად ამარილებდა.

რაციონში მარილის დონე ხანდაზმულ ასაკში განსაკუთრებით უნდა გააკონტროლოთ, რომ მეხსიერების დაქვეითების რისკი შეამციროთ და საღი გონება შეინარჩუნოთ.

გაზრდილი არტერიული წნევა

ჭარბი მარილი ორგანიზმში სითხის შეკავებას იწვევს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება და არტერიული წნევის მატება. თუ ჰიპერტონიის ნიშნები შეამჩნიეთ, არა მხოლოდ კოფეინზე, არამედ მარილზე უარი თქვით. ექიმთან მიმართვა არ დაგავიწყდეთ.