Connect with us

ჯანმრთელობა

ვინ და რატომ უნდა იჯდეს იატაკზე ხშირად

-“ბავშვობაში ხშირად მიწევდა ბებიისგან დატუქსვა იატაკზე ჯდომის გამო. იგი ამტკიცებდა, რომ ეს მავნეა ორგანიზმისთვის და უნდოდა, რომ დივანზე ან სავარძელზე გადავმჯდარიყავი. აღმოჩნდა, რომ ტყუილად მტუქსავდნენ, რადგან იატაკზე ჯდომით, პირიქით, ჯანმრთელობას ვაძლიერებდი!” – გვიყვება ჩვენი მკითხველი.

იატაკზე ჯდომის სარგებლიანობას ნამდვილად ამტკიცებს უამრავი სპეციალისტი მედიცინის დარგში, ასევე ისინიც, ვინც პროფესიონალურად დაკავებულია იოგით.

ჩვენმა რედაქციამ გაარკვია, თუ როგორ მოქმედებს ადამიანზე იატაკზე ჯდომის ჩვევა, და ახლა თქვენც მოგიყვებით, როგორ უნდა იჯდეთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა და, შესაბამისად, ცხოვრების ხარისხი გაიუმჯობესოთ.

როგორ უნდა იჯდეთ

გამოცდილი იოგები გვირჩევენ, სახლში მაინც გადავიდეთ სავარძლიდან, სკამებიდან და დივნებიდან იატაკზე. უყურეთ ტელევიზორს, წაიკითხეთ წიგნი ან დაკავდით ხელსაქმით იატაკზე, გასწორებული ზურგითა და ფეხების გადაჯვარედინებით. მეტი კომფორტისთვის, მიეყრდენით ზურგით რამეს. თუ ზურგის კუნთები დაგეღლებათ, შეგიძლიათ პერიოდულად მოდუნდეთ და ზურგი მოამრგვალოთ, ოღონდ შემდეგ ისევ უნდა გაასწოროთ.

ასე შეგიძლიათ ზურგის კუნთების გაძლიერება და მენჯ-ბარძაყის სახსრების სტიმულირება, რამდენადაც მათ უჩვეულო მდგომარეობას მიაღებინებთ და უფრო მოქნილს გახდით. ასევე, ასეთი მდგომარეობა გვეხმარება მენჯის ორგანოების მდგომარეობის გაუმჯობესებაში, რაც ასევე მნიშვნელოვანია.

იოგათი დაკავება სახლში, ზოგადად, ძალიან სასარგებლოა ზურგისა და ხერხემლისთვის. ამაზე არამხოლოდ პრაქტიკოსი ტრენერები, არამედ გამოცდილი ნეიროქირურგები და ორთოპედები საუბრობენ.

რა თქმა უნდა, თითოეულ ადამიანს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. თუ საქმე ეხება კონკრეტული დაავადების განკურნებას იოგის დახმარებით, არ ღირს ასანების დამოუკიდებლად შერჩევა, წინასწარ აუცილებელია მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.

თუმცა, თუ საუბარი პროფილაქტიკაზეა, არსებობს რამდენიმე მარტივი სავარჯიშო, რომლებიც აბსოლუტურად ყველამ უნდა შეასრულოს. მაგალითად, სავარჯიშო “პეპელა” – ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია. იგი არ მოითხობს ზედმეტ ძალისხმევას, თუმცა დადებითად მოქმედებს ჩვენი ორგანიზმის მდგომარეობაზე.

ასევე, შეგიძლიათ სცადოთ პოპულარული მოყვარულთა პოზა “ვაჯრასანა”. ამ ასანაში ყოფნა უნდა იყოს კომფორტული. თუ რაღაც დაძაბულობას გრძნობთ ამ პოზის მიღებისას, ესე იგი ჯერ უბრალოდ გადაჯვარედინებული ფეხებით ჯდომაც საკმარისია.

სავარჯიშოების შესრულების შემდეგ რეკომენდებულია ტერფებისა და კოჭების დაზელა. ხოლო შემდეგ შერჩეულ პოზაში დაბრუნება.

საერთო ჯამში, ასეთი ტანვარჯიში 10 წუთს წაიღებს, თუმცა, მისი რეგულარული შესრულების შემთხვევაში, ჯანმრთელობას ძალიან მკვეთრად გააუმჯობესებთ.