Connect with us

ჯანმრთელობა

7 ადრეული სიმპტომი ბიპოლარული აშლილობის აღმოსაჩენად

ბიპოლარული აშლილობა ერთ-ერთია იმ 20 პიქიკური აშლილობიდან, რომლებმაც ადამიანი შეიძლება ინვალიდობამდე მიიყვანოს. ბოლო პერიოდში ეს დაავადება სულ უფრო მეტ ყურადრებას იქცევს: “ვარსკვლავები” გვატყობინებენ თავინთი დიაგნოზის შესახებ, იქმნება ფილმები და სერიალები რომლებშიც ამ დაავადების მქონე ადამიანებზეა საუბარი. თუმცა არსად საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა ადამიანს ეს დაავდება ქონდეს მაგრამ ვერ ხვდებოდეს. რადგან მისი სიმპტომები ძალიან გავს ხანგრძლივი გადაღლილობის, ენერგიის არ ქონის და ცუდ ან ზედმეტად კარგ ხასიათზე ყოფნას. თუ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რამდენიმე გაქვთ, ალბათ აჯობებს თუ ექიმს ეწვევით.

რა არის ბიპოლარული აშლილობა?

ბიპოლარული აშლილობა – ეს ფსიქიკური დაავადებაა, მას ხასითებისა და ემოციების მკვეთრი ცვლილებები ახასიათებს, ერთი უკიდურესობიდან – მეორე უკიდურესობაში. ამ დაავადების მქონეებს დეპრესია კარგი განწყობით, ზოგჯერ კი მანიით ეცვლებატ. როგორც წესი, ამ აშლილობის ორ ტიპს გამოყოფენ. პირველი ტიპის დროს პიკი სერიოზულად არის გამოხატული, მეორე შემთხვევაში კი მანიაც და დეპრესიაც ერთმანეთშია არეული და ემოციების ჩვეულებრივ გამოხატვას გავს. ამიტომ უმნიშვნელოვანესია ამ პრობლემის გააზრება და ექიმისთვის მიმართვა.

დეპრესია

დეპრესიული სტადია ბიპოლარული აშლილობის დროს ისევე მიმდინარეობს როგორც ჩვეულებრივ შემთხვევებში: ენერგიის უკმარისობა, ცუდი ხასიათზე ყოფნა, შესაძლებელია სუიციდური აზრების ქონაც. სევდისა და უიმედობის გრძნობის ხანგრძლივი პერიოდით ქონა, საყვარელი საქმიანობების მიმართ ინტერესის დაკარგვა, მეგობრებთან და ახლობლებთან კავშირის გაწყვეტა, ენერგიის უკმარისობა, კვებითი ჩვევების ცვლილება, საუბრის შენელება, ყურადღების კონცენტრირების გართულება, სიკვდილის თემაზე ჩაციკვლა – ყველა ეს სიმპტომი დეპრესიაზე მიგანიშნებთ. ბიპოლარული აშლილობის დროს ანტიდეპრესანტების მიღება საშიშია. რადგან ამან პაციენტი შესაძლოა მანიის სტადიაზე გადაიყვანოს. თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი დეპრესიული მდგომარეობა ხასიათის მკვეთრი ცვალებადობით გამოირჩევა, აუცილებლად მიმართეტ ექიმს, რათა მან მკურნალობის უსაფრთხო სქემა შეგირციოთ.

უძილობა

ყველას აქვს პერიოდები როდესაც ღამე ვერ იძინებს ან ხშირად ეღვიძება ღამის განმავლობაში. მაგრამ, თუ ბოლო პერიოდში ძალიან ცოტა ხანს გძინავთ და მაავდროულად ენერგიის მოზღვავებასაც გრძნობთ, აჯობებს ექიმს მიმართოთ, რადგან ამან შეიძლელება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.

ძალიან კარგი განწყობა

ბიპოლარულია შლილობა ხშირად ინიღბება ძალიან კარგი განწყობით. ნორმალურ მდგომარეობაში, ამა თუ იმ ემოციის პიკზე დიდი დროის მანძილზე არ ვჩერდებით. თუ მთელი კვირის ან უფრო ხანგრძლივი დროის მანძილზე, თავს ძალიან მხირულად და ბედნიერად გრძნობთ, ალბათ ექიმთან უნდა მიხვიდეთ.

კონცენტრირებასთან დაკავშირებული სირთულეები

პროექტის დასრულების უნარის არ ქონა, ერთის აქმიდან მეორეზე გადახტომა, რამდენიმე საქმის ერთდროულად წარმოართვის მცდელობა – და შუა გზაში მიტოვებული უამრავი საქმე. ამ ყველაფერმა შეიძლება მიგახვედროთ თუ რამდენად გიჭირთ კონცენტრირება, ეს კი არა მხოლოდ მუშაობაში, არამედ ურთიერთობების ჩამოყალიბებაშიც შეგიშლით ხელს.

გაღიზიანებადობა

ბიპოლარული აშლილობის კიდვ ერთი ცბიერი სიმპტომი, გაღიზიანებადობაა რომელიც ჩვეულებრივი, ბუნებრივი ემოციის სახით ინიღბება. გაღიზიანებაში უჩვეულო არაფერია რადგან შეიძლება იმედგაცრუებასა და უსამართლობათან გქონდეთ საქმე, მაგრამ მრისანება რომელიც ამ გაღიზიენების მასშტაბს არ შეესაბამება, შეიძლება სიმპტომი აღმოჩნდეს. თუ ახლობლები ხშირად გთხოვენ თავის ხელში აყვანას, მათზე ნუ გარბაზდებით, უბრალოდ ექიმს მიმართეთ.

საუბრისა და ფიქრების სისწრაფე

ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანები ჩვეულებრივზე ათჯერ სწრაფად საუბრობენ და ფიქრობენ, თავიდან ეს შეიძლება ნორმალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ გარკვეულ მომენტში შენიშნავთ, რომ რაღაც რიგზე ვერ არის. თუ გარშემომყოფებს თქვენი გაგება უჭირთ, ან ისინი საშინლად ნეებად გეჩვენებიან, აჯობებს დაფიქრდეთ თქვენს ჯანმრთელობასა და ექიმთან ვიზიტზე.

ძალიან მაღალი თვითშეფასება

საკუთარ თავში დარწმუნებულობა ძალიან კარგია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ზომიერებას იცავთ. ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანებში არაადაქვატურად მაღალ თვითშეფასებას ვხვდებით, ისინი ზედმეტად არიან დარწმუნებულები თავიანთი გადაწყვეტილებების მართებულობაში, ამ ყველაფერმა კი მათ შესაძლოა სახიფათო ქმედებებისკენ უბიძგოს. კრიტიკულობის სრული გათიშვა – ძალიან სახიფათოა.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.