Connect with us

ჯანმრთელობა

10 შხამიანი პროდუქტი, რომელსაც თითქმის ყოველდღე ვჭამთ

ალბათ, თავს ჭერისკენ აწევთ და რაღაც მსგავს გაიფიქრებთ: მავნე პროდუქტებზე რამდენი შეიძლება ვილაპარაკოთ? ნამდვილად, ეს თემა საკმაოდ პოპულარულია, მაგრამ ჩვენი რედაქცია მკითხველების ჯანმრთელობაზე ზრუნვით არ იღლება!

აი, პროდუქტების სია, რომლებიც ჩვენს სუფრაზე ხშირად გვხვდება, მაგრამ სუფთა სახით მასში შემავალი შხამი..

შხამიანი პროდუქტები

1. უმად შებოლილი ძეხვი

ჩვენ უკვე დიდი ხანია შევეჩვიეთ იმ ფაქტს, რომ ჩვეულებრივ ძეხვში ხორცი ჯერ კიდევ უნდა მოძებნოთ. თუ საფულე საშუალებას გვაძლევს, თვალები უფრო ძვირადღირებული (წაიკითხეთ: „მაღალი ხარისხის) ძეხვის სახეობისკენ გაგვირბის.

უბედურება ისაა, რომ ასეთი ძეხვის შემადგენლობაშიც ცოტა ხორცია, რადგან მის შესაბოლად კვამლს აღარავინ იყენებს: წარმოებაში სპეციალური კვამლის სითხეები გამოიყენება, რომლებიც ფორმალდეჰიდს შეიცავენ.

2. მიწისთხილი

მთავარ კერძებს შორის მიწისთხილით წახემსება ყოველთვის მიყვარდა… გულუბრყვილო! როგორც აღმოჩნდა, დიდხანს შესანახად ამ პროდუქტში პეტუნიის გენი შეჰყავთ, რომელიც საშიში შხამიანი ნივთიერებაა. მიწისთხილში ჩრჩილიც კი არ გაჩნდება.

3. წითელი ხიზილალა

უმეტესობა ჩვენგანი ხიზილალათი საკუთარ თავს მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე ანებივრებს, ზოგი კი უფრო ხშირად. უდაოდ, ხიზილალა სასარგებლოა: ომეგა 3, ღირებული ცილები, ვიტამინები, მაგრამ იმ პირობით, თუ მას თავდაპირველი ფორმით მიიღებთ, სადღაც კამჩატკაში! ხიზილალას შენახვის ვადა გაცილებით მცირეა, ვიდრე მისი ტრანსპორტირების დრო, ამიტომ ამ პროდუქტს ან ძალიან ამარილებენ, ან ყინავენ (რაც მის გემოს თვისებებზე გავლენას ახდენს), ან ფორმალდეჰიდს, უროტროპინს უმატებენ. თუ შეფუთვაზე მითითებულია, რომ ხიზილალა ნაკლებად მარილიანია, ჩათვალეთ, რომ შხამიანია.

4. რძე

სოფლის რძის გემო დღემდე მახსოვს და მისი გემო ნამდვილად განსხვავდება იმ პროდუქტისგან, რომელსაც მაღაზიაში რძის განყოფილებაში იპოვით. გემო ნახევარი უბედურებაა. ამ რძის ნორმალურად დალევაც გაგიჭირდებათ: ის მწარდება და ცუდდება! თუ შეფუთვაზე მითითებულია, რომ რძის შენახვა 2 კვირაზე მეტხანს შეიძლება, აქ ანტიბიოტიკების დამატებას გვერდს ვერ აუვლიდნენ.

5. მუსკატის კაკალი

თუ კერძზე მუსკატის კაკლის უხვად მოყრა გიყვართ: უკვე 6-9 გრ დაფქული კაკალი საკმარისია, რომ კრუნჩხვები და გონების დაბინდვა გამოიწვიოს. ყველაფერი კი ჰალუცინაციების გამომწვევი ძლიერი შხამის, მირისტიცინის გამო ხდება. ფსიქოზს და სრული სასოწარკვეთის შეგრძნებას მხოლოდ 1 მთელი კაკლის შეჭმა იწვევს.

6.კარტოფილი

თუ კარტოფილს დიდი ხნის განმავლობაში სინათლეზე დატოვებთ, მასში სოლანინი დაგროვდება. ეს ნივთიერება ძლიერ მოწამვლას იწვევს, რომელსაც თან ახლავს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და სისუსტე, გონების დაბინდვა, დიარეა, ღებინება… მტერსაც არ უსურვებთ!

გამწვანებულ და გაღვივებულ კარტოფილზე სჯობს უარი თქვათ.

7.კურკები

ალუბლის, გარგარის, ვაშლის, ატმის კურკები დიდი რაოდენობით წყალბადციანმჟავას შეიცავს. მართალია, რომ მოიწამლოთ, რამდენიმე ჭიქა კურკა უნდა მიირთვათ.

8. ნუში

კიდევ ერთი საყვარელი კაკალი! ნუშის 2 სახეობა არსებობს: ტკბილი და მწარე. 7-8 უმი და მწარე ნუშის ჭამა ზრდასრულ ადამიანებში ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს, ხოლო ბავშვისთვის შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს. წყალბადციანმჟავა ხუმრობა არაა!

9. თინუსი

ეს თევზი და კიდევ რამდენიმე ზღვის მოლუსკა თავის ქსოვილებში ვერცხლისწყალს იგროვებენ, რომელიც მცირე რაოდენობითაც კი ტოქსიკურია. ქიმიური ნაერთი კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, თირკმლებს, ღვიძლს და ნერვულ სისტემას აზიანებს. თბოდამუშავების შემდეგ ნივთიერება არსად ქრება. თინუსის მიღება ორსული და მეძუძურე ქალებისთვის, ასევე ბავშვებისთვის რეკომენდებული არაა, რადგან ვერცხლისწყალი გონებრივ განვითარებაზე ძლიერ გავლენას ახდენს.

10. შაქრის შემცველები

ხელოვნური შაქრის შემცველები და დამატკბობლები ეკონომიურია (1 ყუთი ზომის მიხედვით 6-12 კგ შაქარს ანაცვლებს). როგორც წესი, ორგანიზმის მოტყუების ნებისმიერი მცდელობა გვერდზე გამოდის. რეცეპტორები, რომლებიც ტკბილ გემოს იჭერენ, სიგნალს აგზავნიან, რომ ახლა ნახშირწყლების პორციის მიღება ხდება, ის კი არაა! ასეთი ფოკუსის შემდეგ ორგანიზმში მოხვედრილი ნებისმიერი ნახშირწყალი შიმშილის გრძნობას ვერ უმკლავდება, არამედ უფრო აძლიერებს.

ჩვენ წყალსა და პურზე გადასვლას არ გირჩევთ, უბრალოდ შეფუთვა ყურადღებით წაიკითხეთ და მაღაზიაში ყოფნისას საკუთარ თავს ჰკითხეთ: „ეს მე ნამდვილად მჭირდება?“

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.