Connect with us

ჯანმრთელობა

ჰორმონალური დისბალანსი, ფარისებრი ჯირკვლების დაავადებები და კიდევ 5 მიზეზი, რაც სახესა და სხეულზე „ზედმეტ“ თმას იწვევს

ეპილაციის საშუალებების მწარმოებლების და რეკლამების მცდელობის მიუხედავად დაგვარწმუნონ, რომ კანი აბსოლუტურად გლუვი უნდა იყოს, სინამდვილეში სხეულსა და სახეზე თმის ზრდა ნორმალურია. ზოგს ღია, მსუბუქი ღინღლი აქვს, ზოგს უფრო მსხვილი, თვალშისაცემი თმა, მაგრამ მთლიანად უთმო ადამიანი პრაქტიკულად არ არსებობს. თუ შეამჩნიეთ, რომ თმა მომრავლდა ან გასქელდა და გამუქდა, შესაძლოა ეს გარკვეულ დაავადებებზე საუბრობს. რამდენიმე მიზეზი, რაც „გაზრდილ თმიანობას“ იწვევს.

მამაკაცის ჰორმონების გაზრდა

ჭიპთან, მკერდის ზედა ნაწილზე ან ზურგზე, ძუძუს თავზე (8-ზე მეტი თმა თითოეულ ძუძუს თავზე) თმის გაჩენა შეიძლება იყოს ჰირსუტიზმის, მამაკაცის ტიპის არასასურველი თმიანობის ნიშანი. ხშირად მას იწვევს ჰორმონალური დისბალანსი, როცა ქალის ორგანიზმი ზედმეტად ბევრ მამაკაცის ჰორმონს, ანდროგენს აწარმოებს.

საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი

ზოგიერთი მონაცემებით, ეს დაავადება მშობიარობის ასაკის ყოველ მეათე ქალს აწუხებს. ამ სინდრომის დროს ქალის ორგანიზმში ბევრი ფოლიკული წარმოიქმნება, რომლებიც ბოლომდე ვერ მწიფდებიან ან არ სკდებიან, შედეგად კი კისტად გარდაიქმნება. კვერცხუჯრედი არ თავისუფლდება, ოვულაცია ნორმალურად არ მიმდინარეობს. საკვერცხეების პოლიკისტოზის ერთ–ერთი მიზეზი – ტესტოტერონის დონის მატება, რომელიც თავის მხრივ სხეულსა და სახეზე არასასურველ თმას იწვევს. სხვა სიმპტომებია: ჭარბი წონა, თმის ცვენა, ცხიმიანი კანი, აკნე, მენსტრუაციული ციკლის დარღვევა.

ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევა

ფარისებრი ჯირკვალი არასასურველი თმის ზრდას იშვიათად იწვევს, მაგრამ მის ცვენას ხელს უწყობს. თუ ჯირკვლების ფუნქციები დარღვეულია, ნაკლები ტირეოთროპული ჰორმონი იწარმოება, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად თმის ზრდაზეც პასუხისმგებელია. ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევის სხვა სიმპტომები – წარბების ნაწილის ცვენა და ფრჩხილის ფირფიტის ცვლილება.

ესტროგენის დონის ცვლილება

რაც უფრო მაღალია ქალის ჰორმონების დონე, მით უფრო სქელი და ჯანსაღია თმა. თუ ჰორმონის დონე დაბალია, თმა ცვენას იწყებს, უფრო მტვრევადი ხდება.

ზოგიერთი მედიკამენტის მიღება

კრუნჩხვების საწინააღმდეგო მედიკამენტების და სტეროიდების, ასევე იმ პრეპარატების მიღებამ, რომლებიც ტესტროტერონს და დანაზოლს შეიცავენ, შეიძლება სახესა და სხეულზე არასასურველი თმის ზრდა გამოიწვიონ. ზოგიერთმა ანტიდეპრესანტმა და ანტიკოლვუსიურმა საშუალებამ შეიძლება თავზე თმის ცვენა გამოიწვიოს. საბედნიეროდ, სამკურნალო კურსის დასრულების შემდეგ სიტუაცია ჩვეულებრივ უმჯობესდება.

აუტოიმუნური დაავადება

ზოგიერთი აუტოიმუნური დაავადების დროს იმუნური სისტემა თმის ფოლიკულებს უტევს, რაც თმის დაკარგავს იწვევს. ხშირად ე.წ. ალოპეციის კერები იქმნება, როცა თმა თავის გარკვეულ ნაწილზე ცვივა, მაგრამ შესაძლოა საქმე სრულ გამელოტებასთან გვქონდეს.

სიმსივნე

თუ ჰირსუტიზმი გვხვდება იშვიათად – მაგალითად, ნახევარი წლის განმავლობაში და ამასთან ტესტოსტერონის დონე ანომალურად მაღალია, მიზეზი შეიძლება სიმსივნის განვითარება იყოს, რომელიც ჰორმონების ბალანსზე გავლენას ახდენს. ეს შეიძლება თირკმელზედა ჯირკვლების ან საკვერცხეების სიმსივნე იყოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სჯობს ექიმთან კონსულტანცია დროულად გაიაროთ.