Connect with us

ჯანმრთელობა

ციკლის გადაცდენის მიზეზები

ქალის ჰორმონალური სისტემა ძალიან მგრძნობიარეა ცვლილებების მიმართ და მისი ბალანსის დარღვევა ძალიან ბევრ ფაქტორს შეუძლია.

რა არის ამენორეა?!

ამენორეას ციკლის არ არსებობას ნიშნავს. ის შეიძლება იყოს პირველადი – როდესაც ის 15 წლის ასაკის გოგონებთ აქვთ და მეორადი როდესაც ზრდასრულ ქალბატონებს ის 3-6 თვეზე დიდხანს არ აღენიშნებათ. ის შეიძლება ბუნებრივი მიზეზებით ან სხვადასხვა დაავადებათა და უკუჩვენებათა გამო გაჩნდეს, ისევე როგორც, გარკვეული მედიკამენტების გამოყენებისას.

ოლიგომენორეა – წარმოადგენს მენსტრუალური ციკლის დარღვევას, რომელიც ვლინდება სისხლდენის მიმდინარეობის შემცირებით ორი ან ნაკლები დღით. ის ჰიპომენსტრუალური სინდრომის ერთ-ერთი სახეა, რომელიც თვიურების შესუსტებას წარმოადგენს. მენსტრუალური ციკლი იშვიათად, წელიწადში 6 ან 8-ჯერ დგება. ციკლის არარსებობის ყველაზე ბუნებრივი მიზეზი რა თქმა უნდა ორსულობაა, ყველა დანარჩენი მიზეზები შეიძლება რეპროდუქციული ორგანოების ან ჰორმონალური ბალანსის დარღვევებს დავუკავშიროთ.

ყოველ თვე, მთელი ტავისი ზრდასრული ასაკის განმავლობაში ქალების ტვინში, საშვილოსნოსა და საკვერცხეებში მიდის პროცესები, რომელთა მოვალეობაც ორგანოების ორსულობისთვის შემზადებაა. თუ რაიმე სახის დარღვევები ხდება ამ ორგანოთა მუშაობაში – შეიძლება ციკლის შეფერხება მოხდეს.

საკვერცხეების პოლიკისტოზი როგორც ამენორიის მიზეზი

საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი წარმოადგენს დაავადებას, რომელმაც შეიძლება ციკლის შეფერხება გამოიწვიოს, ასევე იწვევს გამონაყარს, სახის თმიანობას და თმის ცვენის გაძლიერებას. ეს გავრცელებული პათოლოგია ხშირად გვხვდება ჭარბწონიან ქალებში, ამ უკანასკნელმა შეიძლება დაორსულება გაართულოს! ეს სინდრომი დაკავშირებულია საკვერცხეების ფუნქციის რღვევასთან.

ამასთანავე, 1 დიდი ფოლიკულის განვითარების ნაცვლად და ყოველთვიური ციკლის დადგომის სანაცვლოდ, ქალბატონებს პოლიკისტოზის დროს ბევრი მცირე ზომის ფოლიკულა უყალიბდებათ. ჩნდება ჰორმონალური დისბალანსი და არ ხდება რეგულარული ოვულაცია. პოლიკისტოზი სერიოზული დაავადებაა და აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

პოლიკისტოზზე მიგვანიშნებენ შემდეგი სიმპტომები:

  • მამაკაცური გათმიანება – სახეზე, ნიკაპზე, ზედა ტუჩზე და ა.შ.
  • სიმსუქნე
  • კანის ცხიმიანობის მატება, გამონაყარი
  • გამელოტება
  • თვიური წელიწადში 8 თვეზე ნაკლებად
  • ორსულების არ არსებობა

არსებობს ამენორეის კიდევ რამდენიმე მიზეზი, რომლებიც ექიმისტის მიმართვას არ საჭიროებენ.

1. ჰორმონალური კონტრაცეპტივების მოხმარება

ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გამოყენებისას ოვულაცია არ ხდება და შესაბამისად ციკლიც არ დგება. ჩვეულებრივი პრეპარატები ისეა შექმნილი, რომ თვეში ერთხელ იყოს სისხლდენა. ეს სპეციალურად გააკეთეს რათა ქალები მენსტრუაციის არქონას ვერ გრძნობდნენ. დღეს სისხლდენის ხელოვნურად გამოწვევას აზრი არ აქვს. ამიტომ ახალი პრეპარატების გამოყენებისას მენსტრუაცია არ დადგება 3 ან მათი მიღების სრული კურსის დროს. კონტრაცეპტივების შეძენამდე აუცილებლად შეისწავლეთ ინსტრუქცია რათა ციკლის არ არსებობა მოულოდნელად არ იქცეს.

2. ფონური სტრესი

ხშირი სტრესი შეიძლება წინამენსტრუალური სინდრომის, მტკივნეული მენსტრუაციის ან მისი არ არსებობის მიზეზი გახდეს. ხშირად ადრეული ციკლის დადგომას ხანგრძლივი ფრენა, კლიმატის ცვლილება ადგილმდებარეობის, ფიზიკური დატვირთვის, კვების რაციონის ცვლილების ბრალი შეიძლება იყოს. ნორმად ითვლება 21-35 დღიანი ციკლი. ამ პერიოდის მანძილზე ცვლილებები შეგიძლიათ გადახრად არ ჩათვალოთ.

3. მენოპაუზის წინა პერიოდი

ის მოგვასწავლებს დროს, როდესაც ქალბატონის ორგანიზმი მენოპაუზის დადგომისთვის იწყებს მზადებას. ეს შეიძლება სხვადასხვა დროს დაიწყოს, როგორც 35 ასევე 40 წლის ასაკშიც. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კლიმაქსი დგება, კლიმაქსი შეიძლება 15 წლის შემდეგაც დადგეს. მენოპაუზის წინა პერიოდის აღმნიშვნელი ერთ-ერთი სიმპტომი არარეგულარული მესტრუალური ციკლი იქნება. თუ ხშირი, ხანგრძლივი და უხვი სისხლდენა გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს რადგან ეს შეიძლება გინეკოლოგიური დაავადების სიმპტომი აღმოჩნდეს!!!

4. წონის მკვეთრი ცვლილება

წონის სწრაფი მატება ან კლება შეიძლება მენსტრუალური ციკლის დარღვევის მიზეზად იქცეს. ზოგჯერ ის შეიძლება თვეების განმავლობაში არ დადგეს. წონის სერიოზული ცვლილება მეტაბოლიზმს არღვევს, ენდოკრინული სისტემი კი ძალიან მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან, შესაბამისად ერთი მეორეზე გავლენას იოლად ახდენს! აჯობებს მიმართოთ ექიმს და პრობლემის პირველწყაროს მკურნალობას შეუდგეთ!

5. პლასტმასის სიჭარბე

პლასტმასი დიდი ოდენობით ბისფენოლ A-ს შეიცავს, ნივთიერებას რომელიც თავისი ქიმიური შემადგენლობით ესტროგენს წარმოადგენს, ქალის ორგანიზმის ჰორმონს, რომელიც მენსტრუალური ციკლის რეგულირებას ემსახურება. ორგანიზმში მოხვედრისას ის ნატრურალურ ესტროგენზე გავლენას ახდენს. ბისფენოლი A-ს ჭარბი ოდენობა ჰორმონალური ბალანსის რყევებს იწვევს და აფერხებს თვიურს. აჯობებს უარი თქვათ პლასტმასის ნივთების მოხმარებასზე და შუშის ჭურჭელი გამოიყენოთ.

6. რაფინირებული შაქრის ხშირი მოხმარება

მენსრუალური ციკლის გავლენაზე რაფინირებული შაქრის მოხამრებაც მოქმედებს. ის ამაღლებს ინსულინის დონეს და ავითარებს ინსულინორესისტენტულობას. ინსულინი ახდენს ტესტოსტერონის გამომუშავების პროვოცირებას, ეს უკანასკნელი კი მამაკაცის ჰორმონია, რომელიც ციკლის დარღვევას იწვევს. აჯობებს უარი თქვათ შაქრის მოხმარებაზე.

7. ფიზიკური დატვირთვის ზრდა

ინტენსიური სპორტული აქტივობებით დაკავებისას ხშირად ხდება მენსტრუალური ციკლის რღვევა. ეს პრობლემა ძირიტადად პროფესიონალ სპორტსმენებს უჩნდებათ ან მათ ვინც მხოლოდ ახლა იწყებს ვარჯიშებს. ეს სტრესული მდგომარეობის გამოვლინებაა რადგან ფიზიკური დატვირთვის მატებისას ჰორმონალურ ფონზე ცვლილებები იწყება. ასეთ დარღვევას დროებიტი ხასიათი აქვს და რამდენიმე თვეში ციკლი ჩვეულებისამებრ აღდგება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.