Connect with us

საკითხავი

შურიანი ადამიანის 9 ნიშანი

შური რთულად გასაგები ემოციაა, რომელმაც შეიძლება სხვადასხვა ფორმა მიიღოს, მათ შორის დამცირება, მარტოობის შიში და სიბრაზე. შურს ხშირად თან ახლავს სირცხვილის და უხერხულობის გრძნობა, ამიტომ ადამიანებს არ უყვართ იმის აღიარება, რომ ოდესმე შური განუცდიათ, თუმცა გარკვეულ მომენტში ეს გრძნობა ნებისმიერს ეუფლება.

ფსიქოთერაპევტი ესტერ პერელი განმარტავს: „ჩვენი კულტურა – აი, რა უარყოფს შურს, როგორც ემოციას. ადამიანების უმეტესობა შურზე არც ლაპარაკობს, თითქოსდა ეს აკრძალული თემაა“.

რა აიძულებს ადამიანს შურს და ამ ტოქსიკურ განცდას სხვების მიმართ? როგორც ბუნებრივი და მეტწილად ინსტინქტური ემოცია შური ბევრ, უფრო ღრმა გრძნობებს მალავს, როგორიცაა სირცხვილი, თავდაუჯერებლობა და მესაკუთრეობა. იმის გასაგებად, რატომ გვშურს სხვისი, უნდა დავადგინოთ მიზეზი, რაც შეიძლება საკმაოდ რთული და უსიამოვნო აღმოჩნდეს.

საკუთარი შურის წყაროს გაგებაზე უფრო რთულია იმის გაგება, სხვას რატომ შურს. როგორ გამოვიცნოთ შური ისე, რომ ცუდ ურთიერთობაში არ აგვერიოს?

აი, ქვემოთ მოცემულია შურიანი ადამიანის 9 ნიშანნი:

1. თქვენი წარუმატებლობა ახარებს

ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული და მეტნაკლებად ტოქსიკური გზა, რომ სხვებზე მაღლა დადგეთ. თუ ადამიანს თქვენი შურს, ის თქვენს ყველა წარუმატებლობაზე გაიხარებს ან სხვების წინაშე ცუდად წარმოგაჩენთ. ზოგჯერ ყველაფერი იმდენად შორს მიდის, რომ თავად ცდილობს პრობლემები შეგიქმნათ.

2. საკუთარი წარმატებით ტრაბახობს

თუ ვინმეს თქვენი მიღწევების შურს, ამ ადამიანს შეიძლება იმის დამტკიცება დასჭირდეს, რომ არა ნაკლებ კარგი ან თქვენზე უკეთესი არის, რომ ამით თქვენი წარმატება შეამციროს. ამ მიზნით ეცდება სხვების ყურადღება მიიზიდოს.

მსოფლიოში ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც ნეგატიური ფიქრებით სავსე არიან და არა მხოლოდ შურის ობიექტის მიმართ (თქვენ), არამედ საკუთარი თავის და მიზნის მიღწევის უუნარობის გამო (საქმის დაწყება ან გამდიდრება).

3. ზურგს უკან თქვენზე ლაპარაკობს

სხვა ადამიანების ნეგატივი რაღაცით კედელს ჰგავს. თუ მასზე ჩაციკლული ხართ, აუცილებლად შეეჯახებით. ნეგატიური ემოციებით, ბრაზით და ეჭვებით დაბლოკილი იქნებით. თქვენი ფიქრები მიმართული იქნება იქეთკენ, საითაც თქვენი ყურადღება არის მიმართული.

კრიტიკა და ნეგატივი საფინიშო ხაზის გადაკვეთაში ხელს გიშლით. შურიან ხალხს თითქმის ყველაფერზე საკუთარი აზრი აქვს და მათ სხვებს უზიარებს მაშინაც კი, თუ ეს ზურგს უკან თქვენზე ლაპარაკს გულისხმობს.

4. ყალბი ქებით გავსებს

თუ ადამიანი თქვენს ყველა ნაბიჯს ხოტბას ასხამს, გირჩევთ დაფიქრდეთ. საქმე იმაშია, რომ შურიანი ადამიანი აქტიურად იყენებს კომპლიმენტებს, რომ ამით პასიურ–აგრესიული შეურაცხყოფა დამალოს. კლინიკური ფსიქოლოგი, ლეონ ზელცერი განმარტავს: „სხვებისგან ქების მიღებისას გონივრული იქნება დაფიქრდეთ, ასეთ ქცევას ფარული მოტივი ხომ არ აქვს. ამრიგად, კომპლიმენტების ორმაგ სახესთან შეჯახების რისკს შეამცირებთ“.

5. ღია სძულხართ

ყოველთვის იპოვით ადამიანს, ვისაც რაღაც მიზეზით მთელი გულით სძულხართ. გინახავთ ადამიანი, ვისი სიძულვილიც აუხსნელი იყო? მისი ქცევის გაგების მცდელობა არ ღირს. სინამდვილეში, მას თქვენი უბრალოდ შურს და არ ძულხართ.

6. თქვენს ქცევებს იმეორებს

შურიანი ადამიანი ცდილობს, რომ ყველაფერში გაჯობოს. ამას ხშირად თქვენი ქცევის გამეორებით იწყებენ. იცვამენ ისე, როგორც თქვენ, ქცევის მანერებს ბაძავენ, თქვენი ჰობი იტაცებთ ან მოულოდნელად იგივე მიზნები ამოძრავებთ. მისი მცდელობის გამო გული არ გაიტეხოთ. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ მიბაძვა მლიქვნელობის ყველაზე მაღალი ფორმაა, ამიტომ შურიანის ქცევა დააჯილდოეთ.

7. შეგნებულად ცუდ რჩევებს გაძლევს

როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, შურიან ადამიანს თქვენი წარუმატებლობა ახარებს. თუ მას ეჩვენება, რომ რაღაცნაირად სხვებზე წინ ხართ, ეცდება თქვენს მარცხს ხელი შეუწყოს. სწორედ ამიტომ, შეგნებულად ცუდ რჩევებს იძლევა ან ცდილობს წარმატებულ საქმეს საერთოდ თავი დაანებოთ.

8. თქვენი წარმატების მნიშვნელობას აქტიურად ამცირებს

შურიან ხალხს ამქვეყნად ყველაზე მეტად სჭირდება ის, რაც თქვენ გაქვთ. თუ ვინმეს თქვენი წარუმატებლობა შურს, მას თქვენი წარმატების მიღება და გახარება გაუჭირდება. ამის ნაცვლად ასეთი ადამიანი ყველაფერს გააკეთებს, რომ თქვენი მიღწევები დააკნინოს და ის ბედნიერ შემთხვევად წარმოაჩინოს.

9. თქვენ კონკურენციას გიწევს

როგორც წესი, თუ ადამიანს შურს, ის აქტიურ კონკურენციას იწყებს. ასეთი ადამიანი ვერც კი ხვდება, თუ რას განიხილავს, მაგრამ ინსტინქტურად ცდილობს კამათში მოგიგოთ. კლინიკური ფსიქოლოგი, მელანი გრინბერგი ამბობს: „ისინი ან თავდაუჯერებლები არიან ან ნარცისტები და საკუთარი უპირატესობის ჩვენება სურთ“. მათი გამოწვევის მიღება არ ღირს.