Connect with us

ყვავილები

რომელი მრავალწლიანი მცენარე შეძლებს გადარჩენას მიტოვებულ ბაღში

მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპაში, ვერონიკას 300-მდე სახეობა არსებობს. ეს ერთწლიანი, ორწლიანი და მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, რომელიც ბაღში შესანიშნავად იზრდება. მაშინაც კი, თუ ყვავილებზე ზრუნავს რეგულარულად ვერ ახერხებთ, უპრეტენზიო ვერონიკა დაგელოდებათ და თავისი ცისფერი ყვავილებით ყველაზე ზარმაც მებაღესაც კი გაახარებს.

ყვავილი ვერონიკა

ბაღის და ბოსტნის საქმეებით დაკავება სასიამოვნო და აუცილებელია, რადგან ეს რელაქსაციის საშუალებაა, რომელიც საკუთარ თავთან ჰარმონიას განიჭებთ და ყოველდღიური ქაოსიდან დასვენების საშუალებას გაძლევთ. თუ ჰობი ჯერ კიდევ არ გიპოვიათ, უპრეტენზიო ყვავილების დარგვა რაღაც უფრო დიდს შთაგაგონებთ.

დღეს გიამბობთ, თუ ვერონიკას რომელი სახეობა ახარებს თვალს რამდენიმე წელი და როგორ პირობებში სჯობს გაზარდოთ. ცისფერი ყვავილები თითქოს ცის ანარეკლს წარმოადგენს, თუმცა ყველამ არ იცის, რომ ვერონიკა შეიძლება თეთრი ან ვარდისფერი იყოს. როგორც აღმოჩნდა, ამ მცენარის ყველა სახეობის დასახელებაც კი არ ვიცით. არადა ყვავილი მთელ მსოფლიოში იზრდება, მინდვრებსა და ტყის მიდამოებს ალამაზებენ.

1. ვერონიკა Spicata

მცენარე რამდენიმე აღმონაცენით 40 სმ სიმაღლეს აღწევს. გრძელი ფოთლები და ზედა ღეროზე 10 სმ სიგრძის სქელი თანაყვავილედი აქვს. ეს სახეობა შეიძლება იყოს ცისფერი, იისფერი, თეთრი და ვარდისფერი. ივნისში 1 თვის განმავლობაში ყვავილობს. სჯობს ფხვიერ ნიადაგში, ღია და მზიან ადგილას დარგოთ. ვერონიკას სიცხე არ აშინებს და სიცივის მიმართ გამძლეა.

2. სომხური ვერონიკა

ამ მრავალწლიანი ბუჩქის სამშობლო მცირე აზიაა. მისი ღერო 10 სმ სიგრძეს აღწევს, მას მჯდომარე ფოთლები აქვს. ყვავილები ცისფერი, ზოგჯერ ღია იასამნისფერია. მცენარე გვალვას ადვილად უძლებს, მაგრამ ზაფხულში მხოლოდ ერთხელ ყვავილობს. ეს სახეობა ტერასაზე, დიდ ნაკვეთზე დასარგავად გამოგადგებათ, სადაც ყვავილები ხელშეუხებელ ბუნებას ჰარმონიულად შეერწყმება.

3. დიდი ვერონიკა

ყვავილი რუსეთის, ციმბირის და ევროპის მიდამოებში იზრდება. ამ სახეობას მცოცავი ფესვები აქვს. სიმაღლეში 70 სმ იზრდება. ერთი სქელი ღერო და ხუჭუჭა წვერი აქვს. ყვავილობის დროს ვერონიკას აღმონაცენები პერიფერიაში იზრდებიან. სჯობს ეს ყვავილები კლუმბზე ან ღობის გასწვრივ დარგოთ. მცენარე ტენის მოყვარეა, ნებისმიერ ნიადაგში იზრდება.

4. ვერონიკა Chamaedrys

ამ ლამაზმანის ნახვას მინდვრებში ან ტყეში შეძლებთ. ვერონიკას ყვავილი დაბალი მცენარეა, მცოცავი ფესვებით, რომლის სიგრძეც 40 სმ-ს აღწევს. მჯდომარე ფოთლებით. სახეობის გამრავლება ვეგეტატიურად ან თესლით ხდება. ვერონიკას ეს სახეობა მწვანე ფოთლებს ზამთარშიც კი ინარჩუნებს.

5. ძაფისებრი ვერონიკა

ყვავილი ევროპის მთიან მდელოებში იზრდება. მრავალწლიანი მცენარე ყველა მიმართულებით სწრაფად იზრდება და ლურჯი ყვავილებით იფარება. ძაფისებრ ვერონიკას გრძელი ვიწრო ღერო აქვს. ის პატარა მომრგვალებული ფოთლებითაა დაფარული, ხოლო პატარა ცისფერი ყვავილები მზისკენ მიიწევენ. ყვავილები შეიძლება თეთრი ან ცისფერი იყოს. ყვავილობს აპრილში იწყებს.

6. ვერონიკა Prostrata

ამ ტყის მცენარით ცარიელი ბაღი შეგიძლიათ მორთოთ. ვერონიკას ამ სახეობას მრავალრიცხოვანი ღერო აქვს. ყვავილი შეიძლება იყოს ცისფერი, ლურჯი, თეთრი და ვარდისფერი. ნებისმიერ ნიადაგზე იზრდება, თესლით ან კალმით მრავლდება. შეგიძლიათ ქვის ტერასაზე დარგოთ ან ბუჩქები შექმნათ.

7. დედოფლისთითა

ამ სახეობას მცოცავი, მწოლიარე ღერო აქვს, რის გამოც ყვავილები 10 სმ სიმაღლის ცისფერ ხალიჩას ჰგავს. ქვიშიან ნიადაგზე, სადაც არაფერს გაზრდა არ მოუნდება, ვერონიკას სურს. შეგიძლიათ ღია, ნათელ ადგილას დარგოთ ან მცირე ჩრდილში. თესლით, აღმონაცენებით და კალმით მრავლდება.

8. ვერონიკა Gentianoides

ეს სახეობა კავკასიაში, სამხრეთ რუსეთით, მცირე აზიაში იზრდება. მცენარე 70 სიმაღლის მცირე ბუჩქს ქმნის. ფოთლები მოვარდისფერო, მომწვანო აქვს, ყვავილები კი მოთეთრო-ცისფერი ან თეთრი ცისფერი ლაქებით. ვერონიკა ივნისში ყვავილობს, ხოლო ზამთარს გადაფარვის გარეშე უძლებს. სჯობს განათებულ ადგილას ნებისმიერ ნიადაგში დარგოთ. კარგი იქნება თუ ტერასაზე დარგავთ.

ვერონიკა მრავალწლიანი მცენარეა, ანუ მასზე ზედმეტი ზრუნვა არ მოგიწევთ. ზამთარი ცივია, მაგრამ ვინ თქვა, რომ ლამაზი ყვავილების კლუმბში დარგვის დაგეგმვა არ შეიძლება? სწორედ რომ კარგი დროა იმისთვის, რომ კომპოზიციები და ყვავილების სახეობები განსაზღვროთ ბაღისთვის, სადაც თბილ, მზიან ამინდში ჩაის დალევა და თქვენი ძალისხმევის შედეგით დატკბობა სასიამოვნოა.