Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ უნდა მოიქცეთ როდესაც აგრესია შემოგაწვებათ

აგრესია სრულიად ნორმალური მოვლენაა. პრობლემა იმაშია, რომ მისი გარშემომყოფებზე გადმოფრქვევა არ შეიძლება და ეს კარგად გვესმის, პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ხშირად არ ვიცით როგორ მოვექცეთ საკუთარ აგრესიას, მას ჩვენში ვიტოვებთ, შემდეგ კი ის ჩვენს ნერვულ სისტემასა და შინაგან სამყაროს ანადგურებს.

ჩვენ ძალიან ფართო სოციუმში ვცხოვრობთ და მუმივად გვიწევს სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან, სხვადასხვანაირი ინტენსივობით ურთიერთქმედება. პერიოდულად ზოგიერთი ადამიანის გულში ჩაკვრა და სიყვარულის გამოვლენა გვინდება, ზოგიერთის მიმართ კი საშინლად აგრესიული აზრები მოგვდის… აგრესიის ქონა ფსიქოფატობას არ ნიშნავს! ფსიქოპათი და ნორმალური ადამიანი ერთმანეთისგან იმით განსხვავდებიან, რომ ის რასაც ნორმალური ადამიანი მხოლოდ ფიქრობს, ფსიქოპათი მიდის და აკეთებს!

ასე რომ თუ ზოგჯერ ადამიანის მიმართ აგრესიული ფიქრები გიჩნდებათ (მნიშვნელობა არ აქვს ფიზიკურად თუ სულიერად) ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი სასწრაფოდ ჰოსპიტალიზაციაა საჭირო! თქვენ უბრალოდ აგრესიას გრძნობთ და მას ნებისმიერი ადამიანი გრძნობს.

როდესაც ადამიანი აგრესიას გრძნობს – ტესტოსტერონი გამოიყოფა. ტესტოსტერონი – მოქმედების ჰორმონია. მას არ შეიძლია ჩუმად იჯდეს, მისი ვექტორი აუცილებლად იქნება მიმართული რომელიმე მიმართულებით. ამიტომ ყველაზე მავნებელი რაც აგრესიის დროს შეიძლება გააკეთოთ – მისი შეკავებაა! როდესაც აგრესიას გრძნობთ უნდა იმოქმედოთ, თუ არ გსურთ რომ ეს აგრესია შიგნით დარჩეს და თქვენი ტვინი და ჯანმრთელობა გაანადგუროს.

რადგან ადამიანებზე ძალადობა კატეგორიულად აკრძალულია, ფსიქოპათებს კი რჩევები ისედაც არ ჭირდებათ, ამ სტატიაში გასწავლით თუ როგორ უნდა მოიქცეს ნორმალური ადამიანი მაშინ როდესაც სხვების ან საკუთარი თავის მიმართ (აუტოაგრესია) აგრესიას გრძნობს. არსებობს რამდენიმე ეფექტური ვარიანტი.

სექსი. ამ შემთხვევაში ზრდასრულ და ჩამოყალიბებულ ადამიანებს შორის არსებული სქესობრივი კავშირი იგულისხმება. სექსი რომლითაც ორივე პარტნიორი კმაყოფილია.
სპორტი. სპორტი შესანიშნავი საშუალებაა აქტიური აგრესიის მქონეთათვის. ძალიან კარგი იქნება აქტიური სახეობები. პასიური აგრესიის მქონეთთვის კი მშვიდი და მომადუნებელი სპორტი იქნება ზედ გამოჭრილი, მაგალითად იოგა ან პილატესი.
ხელოვნება. აგრესია შეიძლება შესანიშნავად გაიხსნას და გაქრეს მუსიკის დაკვრის ხატვის ან თეატრალური წარმოდგენის დროს.
მრისხანების გამოხატვა. ხშირად ვფარავთ ჩვეს ბრაზსა და მრისხანებას. შედეგად ის ჩვენში რჩება და ორგანიზმს გვიწამლავს. კარგი ამბავი იმაში მდგომარეობს, რომ ტვინისთვის სულერთია ვის უყვირით. ამიტომ იპოვეთ ადგილი სადაც გემრიელად იღრიალებთ, იყვირებთ და გამოხატავთ აგრესიას. შეიგიძლიათ გამოსადეგარი ჩაის სერვიზი ან ბალიში აირჩიოთ და თქვენი ფიზიკური აგრესიაც მათზე გადმოანთხიოთ.
ლანძღვა. არ არის აუცილებელი თვალები მოჭუტოთ და სალანძღავი სიტყვები ან ბრაზი თქვენში დაიტოვოთ, ეს ყველაფერი გასტრიტსა და კიდევ ბევრ დაავადებას იწვევს.
იპოვეთ კარგი კონსულტანტი. ფსიქოლოგი ან ტრენერი რომელიც აგრესიის მდგომარეობების სპეციალიზაციით მუშაობს დაგეხმარებათ, რომ თქვენი მდგომარეობა ემოციის სახით გამოხატოთ, ისე რომ ამით ზიანი არც თქვენს თავს მიაყენოთ და არც გარშემომყოფებს!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.