Connect with us

ჯანმრთელობა

როგორ მოქმედებს თაფლის გამოყენება ადამიანზე

თაფლი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, მას თავისუფლად შეიძლება “სუპერ საკვები” ვუწოდოთ. მის შემადგენლობაში 300-მდე ნივთიერება შედის, მათ შორის 23 ამინომჟავა და 40-ზე მეტი მიკროელემენტია, თუმცა თაფლიც კი შეიძლება სახიფათო იყოს.

ტვინის საკვები

მეცნიერები და მედიცინის მუშაკები ერთსულოვნად თანხმდებიან იმაზე, რომ თაფლს დადებითი გავლენა აქვს ტვინის მუშაობაზე.მისი რეჰულარული მოხმარება აჩქარებს რეაქციას და აუმჯობესებს მეხსიერებას.

ძილის წინა 1 ჩაის კოვზი თაფლის მიღება ადამიანს ტვინის ფუნქციის უფრო სწრაფ აღდგენაში ეხმარება. ფრუკტოზა რომელსაც თაფლი შეიცვას – ღვიძლში გროვდება, რაც ექიმების აზრით ერთგვარი “სათადარიგო საწვავია” ტვინისთვის.

ბალზამი სხეულისთვის

ძველი ეგვიპტელები თაფლს მიცვალებულთა ბალზამირებისთვის იყენებდნენ, ძველი ბერძენი ათლეტები სხეულს თაფლით იზელდნენ ამით თავისი ძალის ზრდაზე ზრუნავდნენ, ხოლო ტიბეტელებმა კი მსოფლიოს თაფლის მასაჟს სამკურნალო თვისებები გააცნეს.

დრესდღეობით თაფლს კოსმეტიკურ საშუალებადაც იყენებენ. ექიმები გავრწმუნებენ რომ თაფლის მასაჟს არა მხოლოდ ორგანიზმის გაჯანსაღება, არამედ მისი გაახალგაზრდავებაც შეუძლია. ეს ყველაფერი მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების წყალობით ხდება.

შაქრის შემცველელი

დიეტოლოგები თაფლი ნატურალურ დამატკბობლად გამოყენებას გვირჩევენ. უნდა აღვნიშნოთ, რომ ფრუკტოზი მაღალი შემცველობის გამო თაფლი გაცილებით ტკბილი და კალორიულია ვიდრე შაქარი. თუ ჩაის კოვზი შაქარი 15 კალორიას შეიცავს, თაფლს- 22 კალორია აქვს.

თუმცა აქ გლიკემიური ინდექსიც უნდა გაითვალისწინოთ: რაც უფრო მაღალია ის მით უფრო მაღალია ჭარბი კილოგრამების მატების ალბათობა. თაფლი ჰიპოგლიკემიური ინდექსი 55-ის ტოლია, შაქრის კი 61.

სპორტული კვება

ნახშირწყლების მაღალი შემცველობის წყალობით და ათვისების თითქმის100%-იანი უნარით – თაფლი ეფექტური ენერგეტიკია. ის რეკომენდებულია სპორტული კვებისთვისაც. ზოგჯერ თაფლს სხვადასხვა ენერგეტიკული სასმელების შემადგენლობაში იყენებენ.

სტომატოლოგია

სოტლატოლოგიის ამერიკულმა აკადემიან ცოტა ხნის წინა გამოაქვეყნა კვლევა, რომელის იხედვითაც თაფლს ანტიკარიესული ეფექტი გააჩნია.. კვლევაში მონაწილეებ 0.5 გრამ თაფლს აძლევდნენ და თხოვდნენ ის მთელს პირის ღრუში გაენაწილებინათ, გაეჩერებინათ 4 წუთი და გამოევლოთ. შემდეგ ექპერიმენტამდელი და მის შემდეგ ნერწყვის ნიმუშები ერთმანეთს შეადარეს და გაირკვა, რომ თაფლის პროცედურის შემდეგ ბაქტერიების რაოდენობა 70%-ით შემცირდა.

ბუნებრივი პრებიოტიკი

დღეს მედიცინა ხშირად საუბრობს ბიფიდო ბაქტერიებსა და კუჭის ტრაქტის ბაქტერიებზე. სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობის გასაზრდელად რაციონში პრებიოტიკების ჩართვაა აუცილებელი. ერთ-ერთი ასეთი პრებიოტიკი კი ოლიგოსახარიდები – თაფლში გვხვდება. კვლევებმა აჩვენეს, რომ თაფლი ხელს უწყობს ბიფიდო ბაქტერიების აქტიურობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას.

თაფლი და დარიჩინი

თაფლისა და დარიჩინის ეფექტურობას უკვე მეცნიერებიც აღიარებენ. ექპერიმენტის სახით აშშ-ს ზოგიერთ მოხუცთა თავშესაფარში მოხუცებს თაფლისა და დარიჩინის ნაზავს აძლევდნენ რეგულარულად. შედეგად იმ მოხუცებნს რომლებიც ამ ნაზავს მიირთმევდნენ არტერიები და ვენები გაუსუფთავდათ, გულის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

თაფლისა და დარიჩინის ნაზავი ართრიტის დროსაც გვეხმარება. ერთ-ერთ კვლევაში ამ საშუალების ეფექტურობა იქნა დამტკიცებული. ექპერიმენტის დროს 200-დან 73 ადამიანი აბსოლუტურად გათავისუფლდა ტკივილებისგან. ერთი სუფრის კოვზი თაფლი და ნახევარი სუფრის კოვზი დარიჩინი საუზმის წინ დაგეხმარებათ საგრძნობლად შეამციროთ ან საერთოდ გათავისუფლდეთ სახსრების ტკივილისგან.

კიდევ უფრო სენსაციური შედეგი გავიზიარეს იაპონელმა და ავსტრალიელმა მეცნიერებმა. მათ განაცხადეს, რომ ნატურალური ტაფლისა და დარიჩინის ფხვნილის მოხმარებამ ზოგიერთი პაციენტი კუჭის სიმსივნისგან განკურნა.

ტოქსიკური თაფლი

ზოგიერთი მცენარისგან შეგროვილი მტვერი შეიძლება ტოქსიკური აღმოჩნდეს, მაგალითად – ოლეანდრის, მთის დაფნის, აზალიას, როდოდენდრონის და კალმიას მტვერი. თაფლით მოწამვლის სიმპტომი თავბრუსხვევით, გულის რევით, სისუტით, ოფლინობით ხასიათდება, მან შეიძლება გონების დაკარგვაც გამოიწვიოს. როდოდენდრომის ზოგიერთი სახეობისგან დამზადებულმა თაფლმა კი შეიძლება გულის მუშაობის დარღვევა გამოიწვიოს.

თაფლში შემავალმა ზოგიერთმა ტოქსიკური მცენარის მტვერმა არა მარტო ორგანული არამედ ფსიქიკური აშლილობებიც შეიძლება გამოიწვიოს. ითვლება, რომ თაფლის შერევის გზით გადამუშავება ტოქსინებს აცილებს თუმცა ეს ჯერ მეცნიერულად არ გახლავთ დამტკიცებული.