Connect with us

ყვავილები

როგორ და რატომ უნდა გავსხლათ ყურძენი ზაფხულში

დღეს აგიხსნით თუ რატომ უნდა გასხლათ ყურძენი ზაფხულში და როგორ უნდა გააკეთოთ ეს. რჩევები აგარაკზე მცხოვრები მეზობლისგან მივიღეთ, რომელსაც ამ დარგში არა მხოლოდ სპეციალური განათლება არამედ მრავალწლიანი გამოცდილებაც აქვს. მას ყურძნის დიდი მოსავალი აქვს, რომლისგანაც ღვინოს ამზადებს და ყიდის. როგორც მან თქვა, ყურძენს აუცილებლად სჭირდება გასხვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ველური და გამოუსადეგარი გახდება.

ალბათ შეამჩნევდით თუ რა სწრაფად იზრდება ყურძენი. რეგულარული გასხვლის გარეშე ბუჩქი მთელს ენერგიას წანაზარდებს დაახარჯავს და ნაყოფის ზრდისა და მომწიფებისთვის ენერგია აღარ დარჩება, შედეგად წვრილ და მჟავე ყურძენს მივიღებთ.

როგორ გავსხლათ ყურძენი სწორად

ჯერ ნაყოფიერი ისრების რაოდენობა დაადგინეთ. თუ ასეთი ბევრია ე.ი. მოსავალიც ბევრი გექნებათ. თუმცა მათი სიმრავლის გამო იმის ალბათობაც დიდია, რომ ნაყოფი წვრილი და მჟავე იქნება. გაითვალისწინეთ, რომ თუ ღერომ უკვე ორჯერ გამოიზამთრა ის მესამედ ნაყოფს აღარ მოიტანს და აჯობებს მოჭრათ. რაც შეეხება ახალ და ნაყოფიერ ღეროებს – ისინი აჯობებს გასხლათ! ერთ ბუჩქზე 5-6 კალმის დატოვებაც საკმარისია (თუ ორ ყველაზე ბოლოს არ ჩავთვლით).

როდის არის უკეთესი ვაზის გასხვლა

ვაზის გასხვლას მევენახე ივნისიდან აგვისტოს ბოლომდე გვირჩევს, გასხვლა ყვავილობამდეც უნდა მოხდეს და ნაყოფის ფორმირების დროსაც. ამგვარად ბუჩქზე არსებული დატვირთვა მცირდება. ივლისში მოაშორეთ ზედმეტობები და სასუქი შეიტანეთ, აგვისტოში კი ახალგაზრდა წანაზარდები დაამშავეთ. არ დაგავიწყდეთ ზედა ნაწილების მოცილება, ამის წყალობით ქვედა ბუჩქი უკეთ იზრდება და ვითარდება. ფორმირებისთვის სხვლა წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გააკეთოთ.

ყურძნის ულვაში

ულვაში ყურძნის მოსავალზე არანაირ გავლენას არ ახდენს, ის ყურძნის მოჭიდებისთვისაა განკუთვნილი. ამიტომ მათი მოცილება აუცილებელი არ არის!

როგორ გავკრიჭოთ ბუჩქი

უმეტეს შემთხვევებში ყურძნის ბუჩქი ფოთლების ხარჯზე იკრიჭება. ამგვარად ნაყოფზე მეტი მზის შუქი ხვდება, ისინი უფრო რბილი და ტკბილი ხდება. ყურძნის გაკრეჭვა მასზე სოკოვანი დაავადებების გაჩენის პროფილაქტიკისთვისაც კარგია! ახალგაზრდა წანაზარდებზე თუ ბევრი მტევნები ფორმირდება შეგიძლიათ ისინიც გაკრიჭოთ. თითო კალამზე 3-4 მტევანი სრულიად საკმარისია, სამაგიეროდ ეს მტევნები უფრო დიდი და ტკბილი გაზირდება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.