Connect with us

სხვა

როგორ გავზარდოთ კაკალი

სექტემბერი და ოქტომბერი კაკლის მოსავლის მასიური აღების პერიოდია. ალბათ ნაჭუჭიდან უგემრიელესი ნაყოფის ამოღებისას ერთხელ მაინც გიფიქრიათ: „მეც ხომ არ დამეთესა ხე, რომელიც ასეთივე ნაყოფს მომცემს?“

კაკლის დარგვა და მისი როგორც დასათესი საშუალების გამოყენება სრულიად შესაძლებელია. დღეს ამ სტატიაში მოგითხრობთ თუ როგორ დათესოთ კაკალი.

როგორ გავზარდოთ კაკალი

კაკლის დარგვა გაზაფხულზეც შეიძლება და შემოდგომაზეც. შემოდგომაზე თესლის მომზადება საჭირო არ არის, თუმცა ეს მეთოდი მხოლოდ სამხრეთის ტერიტორიებზეა მისაღები, მაგალითად ყირიმი, ჩრდილოეთ კავკასია, შუა აზია და ა.შ.

რაც შეეხება უფრო მკაცრი კლიმატის მქონე ადგილებს, ასეთ შემთხვევაში კაკალი გაზაფხულზე უნდა დავრგოთ. გაზაფხულზე დასარგავად კაკლის სპეციალური მომზადებაა საჭირო და სწორედ ამ მეთოდეზე ვისაუბრებთ ამ სტატიაში.

გაზრდის პროცესი:

1. დასათესი საშუალების შერჩევა

დასათესად უმჯობესია თხელნაჭუჭიანი დიდი ნაყოფი ავარჩიოთ. დასათესად მხოლოდ ახალმოგროვებული, დაუზიანებელი კაკალი გამოგვადგება რომელსაც ნაჭუჭზე ხილული დეფექტები არ აქვს.

თესლი უნდა იყოს სწორი ფორმის, ღია შეფერილობის, მეტ-ნაკლებად გლუვი ზედაპირით. გული დიდი, გემრიელი, ოდნავ მოტკბო უნდა იყოს, იოლად უნდა თავისუფლდებოდეს ნაჭუჭიდან და არ დაჰკრავდეს სიმძაღე.

არ ღირს დასათესი კაკლის მაღზიაში შეძენა, რადგან უცნობია თუ როდის ააგროვეს ის. ძველი კაკალი არ გამოგადგებათ, ის გამომშრალი იქნება და სრულყოფილ ნერგს ვერ მოგვცემს.

ბევრს ადარდებს ნერგის მიერ „მშობლიური“ თვისებების შენარჩუნების საკითხი. სტატისტიკურად 60% შემთხვევაში ასე ხდება, თუმცა ზოგჯერ თესლიდან ისეთი ხე იზრდება, რომ გაცილებით ხარისხიან და მეტ ნაყოფს იძლევა ვიდრე ის ხე რომლისგანაც მისი თესლი იყო აღებული.

2. სტრატიფიკაცია (განშრევება)

ცდებმა გვაჩვენეს, რომ დათესვის წინა მომზადების საუკეთესო ხერხია სტრატიფიკაცია (ნაყოფის ხანგრძლივი დროით მოთავსება გარკვეულ ტემპერატურაზე) – 90-95 დღის განმავლობაში, 15 იანვრიდან 15-20 აპრილამდე. ამისთვის კაკალი სუფთა, ნოტიო ქვიშაში უნდა მოათავსოთ და შეინახოთ 5-7 გრადუს ტემპერატურაზე (მაგალითად გარაჟში, სარდაფში და ა.შ.) .

ძალიან თხელი ნაჭუჭის მქონე კაკლები (რომლებიც ხელითაც იოლად ტყდებიან) ასეთი ვადის სტრატიფიკაციას ვერ გაუძლებენ და დალპებიან. ისინი, ოთახის ტემპერატურაზე უნდა გავაჩეროთ (15-18 გრადუსზე) 1-1,5 თვის განმავლობაში.

3. გაზრდა სახლის პირობებში

სტრატიფიკაციის გარდა არსებობს კაკლის წინასწარი დასველების მეთოდი, ქალაქის ბინის პირობებში გაზრდისთვის. კაკალი თბილ (45-50 გრადუსიან) წყალში უნდა მოათავსოთ. ორი დღის შემდეგ წყლის უმეტესი ნაწილი გადაღვარეთ, ცოტაოდენი ფსკერზე დატოვეთ და ჭურჭელი 2-3 კვირით თბილ ადგილას დადგით. ამ დროის გასვლის შემდეგ კაკალი როგორც წესი ამონაზარდს გაიკეთებს.

კაკლის ნერგი სახლში პლასტმასის ნახევარლიტრიან ჭიქაში უნდა დათესოთ. მისი ძირი უნდა დახვრიტოთ რათა ზედმეტი სითხე გამოვიდეს და შიგნით არ დაგროვდეს. ჭურჭელი უნდა შეავსოთ ბაღის მიწით, ხოლო გაღვივებული კაკალი კი 5 სანტიმეტრის სიღრმეზე ჩათესოთ გაღვივებული ნაწილით ზემოთ.

ჭიქაში კაკლის გაზრდა 2-3 კვირის განმავლობასი გრძელდება, 1 თვის შემდეგ ნერგი 10 სანტიმეტრ სიმღლეს აღწევს და უფრო დიდ ჭურჭელში გადარგვა ესაჭიროება. მაისის ბოლოს როდესაც ყინვა საშიშროებას აღარ წარმოადგენს მისი გადარგვა ღია გრუნტზეც შეიძლება.

საინტერესოა, რომ შემოდგომაზე გრუნტში დარგული კაკალი მაისის ბოლოს დაიწყებს ამოზრდას, ხოლო 10-20 სანტიმეტრის სიმაღლეს მხოლოდ შემოდგომაზე მიაღწევს.

4. გრუნტში გადარგვა

კაკლის ნერგები ისე ითესება, რომ გაღვივებული წანაზარდები მიწის ზემოთ 5 სანტიმეტრზე იყოს ამოსული. ფესვები კარგად უნდა გავასწოროთ, შემდეგ დავაყაროთ მიწა და გავუკეთოთ მულჩირება, ამის შემდეგ კი მოვრწყათ.

კაკლის დარგვისთანავე განოყიერება აუცილებელი არ არის, რადგან ის პრეტენზიული ხე არ არის. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ხე საკმარისად გაიზრდება, ამიტომ მის უახლოეს მცენარემდე დაშორება მინიმუმ 5 მეტრი უნდა იყოს. არ გირჩევთ კაკლის შენობების სიახლოვეს დარგვას რადგან მისი ძლიერი და დიდი ფესვთა სისტემა ფუნდამენტს დააზიანებს.