Connect with us

სხვა

რისგან მზადდება საღეჭი რეზინი

საღეჭი რეზინი ყველასთვის საყვარელი ნუგბარია! მშობლები ბევრს გვტუქსავდნენ და გვიხსნიდნენ, რომ საღეჭი რეზინი არ შეიძლება და მავნეა, მაგრამ, ეს აკრძალული ხილი მაინც საშინლად ტკბილი იყო!

შეიძლება ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მისი პირველი პროტოტიპი 5000 წლის წინათ, ნეოლითის ხანაში აღმოაჩინეს. ცნობილია, რომ ძველი ბერძნები ჭამის შემდეგ, კბილების გამოსუფთავებისა და კბილებიდან საკვების ნარჩენების მოსაცილებლად დანამასტაკის ხის ფისს ღეჭავდნენ. ხოლო მაიას ტომები კი საღეჭ რეზინად გევეის ხის (კაუჩუკის ხის სახეობა) გამხმარ წვენს ღეჭავდნენ.

საღეჭი რეზინის მწარმოებელი პირველი ფაბრიკა აშშ-ში გაიხსნა. ამერიკელი ჯონ კერტისი ამ პროდუქტის მთავარ მწარმოებლად ითვლება. მალე ამ პროდუქტის მოხმარების მოდა გავრცელდა ჯერ ამერიკის სხვა შტატებში, შემდეგ კი მთელს მსოფლიოში. საბჭოთა კავშირში საღეჭი რეზინი იდეოლოგიურ დევნაშიც კი მოყვა…

დღეს კევით ვერავის გააკვირვებთ. თუმცა ოდესმე დაფიქრებულხართ თუ როგორ ამზადებენ მას?! მეც. თავაზობთ თუნდაც ერთი თვალით შეხედოთ თუ რა ხდება უზარმაზარი ფაბრიკის კარს უკან, რომელშიც ტონობით საღეჭ რეზინს ამზადებენ.

საინტერესოა?! ნამდვილად!

რა თქმა უნდა მისი დამზადების პროცესში უამრავი ქიმია გამოიყენება და თუნდაც რეკლამაში ამბობდნენ, რომ საღეჭი რეზინი საუკეთესო საშუალებაა კარიესის შესაჩერებლად, გახსოვდეთ: მარკეტოლოგები გატყუებენ!

ალბათ თქვენს მეგობრებსაც დააინტერესებთ ამ ყველასთვის საყვარელი პროდუქციის ისტორია და დამზადების პროცესი, ამიტომ აუცილებლად გააზიარეთ ეს პოსტი!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.