Connect with us

ყვავილები

პირობები კაქტუსისთვის: როგორ ვაიძულოთ მცენარეს აყვავება

უამრავ, მრავალფეროვან მცენარეს შორის მებაღეები ხშირად ირჩევენ კაქტუსს და გასაოცარი არ არის, ყვავილობის პერიოდში ისინი უბრალოდ შესანიშნავად გამოიყურებიან. იმისთვის, რომ არაჩვეულებრივ მოვლენას შეესწორთ, მცენარეს შესაბამისად უნდა მოუაროთ და მისთვის შესაფერისი გარემო შექმნათ.

მზად იყავით იმსთვის, რომ თქვენი საყვარელი კაქტუსი მალე არ აყვავდება. ეს მცენარე ხშირ შემთხვევაში რთულ პირობებში ხარობს და მათი ყვავილობის მთავარი ფუნქცია გამრავლებაა. ნესტისა და საკვები ნივთიერებების უკმარისობისას მათი ყვავილობა გამორიცხულია.

როგორ შევქმნათ პირობები კაქტუსის ყვავილობისთვის

როდის და რამდენ ხანს ყვავილობს კაქტუსი

პირველი 5-7 წელი კაქტუსი არ ყვავის. ისინი ძლიერ ფესვოვან სისტემას ქმნიან, რომელიც მათ ცუდ პირობებშიც კი აძლებინებს. ასევე ბევრი ძალა იკარგება მისის ზრდის პროცესშიც. ყვავილობის ხანგრძლივობა და ყვავილების ზომა მცენარის სახეობაზეა დამოკიდებული. არ დგავიწყდეთ სწორი მოვლაც. რეგულარული რწყვა და ყველაზე მზიანი ადგილი სახლში კაქტუსს ზხანგრძლივი ყვავილობისთვის საჭირო ძალას მიცემს.

თუ მცენარეუარს აცხადებს აყვავებაზე, დროა დაფიქრდეთ. ზოგჯერ ის დაავადებებით ან მავნებლებით იტანჯება, მაგრამ ყველაზე ხშირად პრობლემა მფლობელის შეცდომაში მდგომარეობს.
ყველაზე გავრცელებული შეცდომებია:

1. მზის შუქის უკმარისობა

2. სითხის უკმარისობა

3. საკვები ნივთიერებების მცირე რაოდენობა

4. მცირე ზომის ქოთანი

როგორ ავაყვავოთ კაქტუსი

სხვა მცენარეებისგან განსხვავებით, კაქტუსისთვის აყვავება უფრო რთული პროცესია. ერთადერთი საშუალება ამ პროცესის დასაჩქარებლად მისი სტრესულ გარემოში მოთავსებაა. მაგალითად, შეგიძიათ მას სითხე მოაკლოთ, ამას ყვავილი დაღუპვის მოახლოვებად აღიქვამს და სწრაფი გამრავლებისთის ყვავილობას დაიწყებს თუმცა ზედმეტი ნუ მოგივათ!

შეგიძიათ მცენარე ახალ ადგილას გადადოთ და სასუქი მოუმატოთ. მიკროკლიმატის ცვლილება ყვავილების ფორმირების პროცესს აჩქარებს. რა თქმა უნდა არსებობენ სპეციალური სტიმულატორებიც რომელიც გრუნტში შეაქვთ, თუმცა მათი დიდი რაოდენობა მცენარეს ვნებს.

რთული პირობების გამო მცენარე აქტიურად იწყებს გრუნტიდან ყველა სასარგებლო ნივთიერების შეწოვას, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი ახალ გრუნტში დროულად გადარგვა (მინიმუმ 2 წელიწადში ერთხელ). ამგვარად ფესვოვანი სისტემა ფორმირებას არ შეწყვეტს და აყვავებას შეძლებს.

მკაცრად მიყევით მორწყვის წესებს. სითხის სიჭარბე ფესვების ლპობას უწყობს ხელს. დათქვით გრაფიკი გრუნტის გამოშრობის მიხედვით. როდესაც მიწის ზედა ფენა, დაახლოებით 3 სანტიმეტრი გაშრება შეგიძიათ მიწა დაასველოთ. კაქტუსი საშუალოდ 3-5 დღეში ერთხელ უნდა მორწყათ.

არ დაგავიწყდეთ მცენარის გამოზამთრებისთის კომფორტული გარემოს შექმნაც. ტემპერატურა 16 გრადუსზე დაბალი არ უნდა იყოს. ზამთარში რწყვის რაოდენობა შეამცირეთ (თვეში ერთხელ).

მართალია კაქტუსი საკმაოდ პრეტენზიულ მცენარედ ითვლება მაგრამ, როგორც ხედავთ მისი მოვლა სირთულეს სულაც არ წარმაოდგენს და რამდენიმე მარტივი წესის დაცვაა საჭირო.