Connect with us

ყვავილები

იორდასალამის ჯიშები: ყველაზე ორიგინალური, საინტერესო და დაავადებისადმი გამძლე

თუ ლამაზი ყვავილების დარგვას აპირებთ, იორდასალამის ჯიშები სწორად უნდა შეარჩიოთ, სასურველის ფერის და ყვავილობის პერიოდის გათვალისწინებით. პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ, თუ სად აპირებთ ყვავილების გაზრდა, შემდეგ გაითვალისწინეთ სურვილები, იქნება ეს ხის მსგავსი თუ ბალახოვანი ყვავილი, ჰიბრიდი, ბუთხუზა თუ არა ბუთხუზა, ანემონური, ჯუჯა, იაპონური, ნახევრად ბუთხუზა თუ სხვა.

ხის მსგავსი იორდასალამი

ყვავილების მრავალფეროვნება გასაოცარია, სულ 3000-ზე მეტი სახეობა არსებობს, რომლებიც ხის მსგავს და ბალახოვან იორდასალამებად იყოფა, ზოგი უკვე დარგვის წელსვე ყვავილობს. დღეს ამ მრავალფეროვან ჯიშებში გარკვევას ვეცდებით.

ხის მსგავსი იორდასალამი ნამდვილად მიმზიდველი ბუჩქია. 3-4 წელში პატარა ნერგი აჟურულ, არომატულ, 1,5 მეტრი დიამეტრის ნახევარსფეროდ გარდაიქმნება. ჯანსაღი განვითარებისთვის დაუყონებლივ მის მუდმივ ადგილას უნდა დარგოთ და მომავალი მოცულობები გაითვალისწინოთ. ხის მსგავსი იორდასალამი ზამთარში გამძლეობის გამო პოპულარობით სარგებლობს.

ბუჩბალახი ჰიბრიდები

წითელი ჯიშები – სიყვარულის და სექსუალურობის სიმბოლოს ყველაზე პოპულარული ფერია. გვიანი წითელი გიგანტი მაღალი სიმაღლით (1,5 მ–მდე) არ გამოირჩევა, მაგრამ 30-დან 70 სმ–მდე ნასკვებს გაჩუქებთ – ყინვაგამძლეა, პატარა ჩრდილსაც იტანს. პოპულარული ჯიშებია: “აბრეშუმის გზა”, “მერცხლის ფრენა”, “მაიაკოვსკი”, “ბაიუანის წითელი ღრუბლები”.

ვარდისფერ იორდასალმს რამდენიმე ათეული ჯიში აქვს. ის შეიძლება იყოს ბუთხუზა (ავგუსტინი) ან არაბუთხუზა (ანასტასია სოსნოვეცი). შეფერილობა ღია ვარდისფერიდან (დიმიტრი კაპინოსი) მეწამულ ვარდისფერამდე (იულია დურინა, ნიკოლაი ვავილოვი) მერყეობს.

ღია ვარდისფერ იორდასალამს ალისფერი გულით (საფირონი) მარტივი ნასკვები აქვს, ბუჩქზე 50 ცალი და ივნისში ყვავილობს. ხოლო „გამჭვირვალე ნამი“ მოლურჯო ყვავილებით გვანებივრებს. ორიგინალურად გამოიყურება „მწვანე ბურთი“, რომელიც მწვანე ბურთებით ყვავილობს, თანდათან კი გამჭვირვალე ვარდისფერ ფურცლებად გარდაიქმნება.

ყვითელი იორდასალამის სახეობები, „კუინჯი“ და „აკადემიკოსი სადოვნიჩი“ ერთ–ერთი ყველაზე ახალი გამოყვანილი კლასია. ეს ძალიან იშვიათი ფერია, მაგრამ მებაღეებს შორის პოპულარობას სწრაფად იძენს.

იორდასალამის ჰიბრიდი – ლემუანა

იორდასალამი “ლემუანა” დეოაველიას და ყვითელი იორდასალამის ჰიბრიდია, მაგრამ უფრო დიდი ბურთებით (15 სმ–მდე დიამეტრი). ბუჩქის სიმაღლე 1,2 მ–ს აღწევს, რაც ხის მსგავსი მცენარისთვის ბევრი არაა. ამ ბუთხუზა ყვავილს ყვითელი ბურთებით სამკურნალო თვისებები აქვს – მცენარის ფესვები და ყვავილების სისხლს ათხელებს და შეშუპებას აქრობს, ანთების საწინააღმდეგო საშუალებად გამოიყენება.

ბალახოვანი იორდასალამები და იტო–ჰიბრიდული ჯიშები

ბალახოვანი ბუჩქები ყველაზე გამძლე და უპრეტენზიოა. საკმაოდ ყინვაგამძლეა, დაავადებებს ადვილად ეწინააღმდეგება. დიდხანს არ ყვავილობს, მაგრამ ლანდშაფტის დიზაინში ყვავილების ფონად ხშირად იყენებენ.

იტო–ჰიბრიდები – იორდასალამის საოცარი ჯიში, რომელიც თაიგულის გასაკეთებლად გამოგადგებათ. ის ყინვის და დაავადებების, მათ შორის ჟანგის მიმართ მიმართ გამძლეა. ყველა ეს თვისება ბალახოვანი და ხის მსგავსი მშობლების შეჯვარებით მიიღო, შედეგად დაიბადა ძლიერი ბუჩქი უხვი ყვავილობით და წარმოუდგენელი არომატით.

არაბუთხუზა (უბრალო)

ასეთი ყვავილები განსაკუთრებულ ხიბლს ფლობენ, მათი უპირატესობა ბურთების სიმსუბუქეა, რომელიც შეკვრას, ქარისა და წვიმისგან დაცვას არ საჭიროებს. იორდასალამი „ბართზელი“ დიდხანს ყვავილობს (2-4 კვირა) და საოცარი სურნელი აქვს, ღია მოყვითალო–ჟოლოსფერი ყვავილების დიამეტრი 20-25 სმ–ს აღწევს. აპრილიდან მაისამდე ყვავილობს. აჟურული ფოთლები შემოდგომისკენ ბრინჯაოსფერს იღებს, რაც მცენარეს დეკორატიულ ეფექტს ანიჭებს.

იტოჰიბრიდ „სკარლეტ ჰევენს“ ექსკლუზიურად ალისფერი შეფერილობა აქვს ოქროსფერი სტამინოდიუმით, ტოტებზე 2-3 ჭიქის ფორმის ნასკვი ყვავის, ბუჩქის სიმაღლე 1 მ–ს აღწევს.

ნახევრად ბუთხუზა 

ყველაზე გავრცელებული სახეობაა, მას მიეკუთვნება ბალახოვანი „ბაიკალ ბელი“ მუქი შინდისფერი მსხვილი ყვავილებით (18-20 სმ), ბუჩქის სიმაღლე 70 სმ–მდე. „კორალ სანსეტი“ დიდებული მარჯნისფერი შეფერილობით ზრდასრულ ასაკში 90 სმ სიმაღლეს აღწევს. ნაადრევი იორდასალამი „პინკ გავაინ კორალი“ ნახევრად ბუთხუზა, მოვარდისფრო–მარჯნისფერ და თეთრ ყვავილებს ფლობს.

იტო–ჰიბრიდი „ლოლიპოპი“ შუა სეზონში ყვავილობს, ღია მოყვითალო ფურცლები და იისფერი ნიშნები აქვს, დაავადებების მიმართ გამძლეა. „ელოუ კრაუნი“ ბალახოვანი, მრავალწლიანი ჯიშია ღია მოყვითალო ყვავილებით და ფურცლების ძირში წითელი ლაქებით. ადოლფ რუსო, სარა ბერნარი, კელის მემორი, ჰილარი, კორა ლუიზა – ამ ჯგუფის იორდასალამების ჯიშების დასახელება შეგვიძლია უსასრულოდ გავაგრძელოთ.

იორდასალამი „ბლეკ ბიუტი“ ყველაზე მუქი სახეობაა. ნაადრევი ჯიში მაისში ყვავის, სუსტი სურნელი და საკმაოდ მსხვილი ყვავილები (17-20 სმ) აქვს, სიმაღლეში 80 სმ–ს აღწევს. იტო–სახეობა „პასტელ სპლენდორი“ ღია ვარდისფერი ყვავილებით, ლავანდისფერი ელფერით, ფურცლების ძირში მოწითალო ლაქებით გვაოცებს.

იაპონური ფორმა

იაპონური იორდასალამი მდიდრული ბუჩქია უამრავი შეფერილობით, ორიგინალური ფორმის ყვავილებით და გრძელი სტამინოდიუმით. მათ შორის პოპულარულია „იაპონური მთვარე“ ღია კრემისფერი ყვავილებით და ყვითელი სტამინოდიუმით, ასევე „სილამაზის ფიალა“ და „მისის ჰემერიკი“.

„არკონი“ – იასამინისფერ–ღვინისფერ მდიდრულ ფურცლებს და მოჩუქურთმებულ სტამინოდიუმს ფლობს. გვიან ყვავილობს და საკმაოდ სპეციფიკური არომატი აქვს.

„ამა ნო სოდე“ – მსხვილი ყვავილი ორრიგიანი ვარდისფერი ფურცლებით, კრემიანი მტვრიანათი გავსებული, გვიანი სურნელოვანი ჯიში. იაპონური ბალახოვანი იორდასალამი „ბუ ტი“ გვიან ყვავილობს, ძლიერი ჯანმრთელობით და ყინვაგამძლეობით გამოირჩევა, მსხვილი ქათქათა ბურთები (20 სმ–მდე) აქვს, ძალიან ძლიერი მცენარეა.

ანემონური ჯიშები

მცენარე, რომელიც იაპონურიდან ბუთხუზა ფორმაზე გადადის, მრგვალი კვირტები აქვს, ერთი ან ორი რიგის ქვედა ფურცლებით და შუაში მოკლე ყვავილით. ფენების შეფერილობა შეიძლება განსხვავდებოდეს.

ამ ჯგუფის გასაოცარი წარმომადგენელია „პრიმავერა“ ნაღებისფერი ქვედა რიგები ცენტრალურ ჭყეტელა ბურთებთან ჰარმონიულად გადადის. კოკორი 15 სმ–ს აღწევს. ბუჩქი უხვი ნასკვებით გვახარებს.

ნაადრევი სახეობა „სნოუ მაუნტინი“, საშუალოდ ნაადრევი „რაპსოდი“ 16 სმ ყვავილებით, ნაზი ვარდისფერი ფურცლებით და შუაში მოვარდისფრო–კრემისფერი ბურთით – ამ ჯგუფის პოპულარული წარმომადგენლები არიან.

ბუთხუზა ფორმა

ბუთხუზა იორდასალამი „ტოპ ბრასი“ სამფერიანი ყვავილებით გვაოცებს – მოთეთრო–ვარდისფერი გარე ფურცლები ვარდისფერ ბურთში გადადის, რომლის შუაში ჭყეტელა მტვრიანები იზრდება. ძლიერი ღერო აქვს, რის წყალობით თაიგულების შესაქმნელად კარგი სახეობაა. იორდასალამი „ბალაშ კუინი“ 90 სმ–მდე იზრდება, 15 სმ–დე ვარდისფერი და ყვითელი ფერის ყვავილები აქვს.

„დეიდრიმი“ – სქელბუთხუზა იორდასალამი დიდი, მოწითალო–ვარდისფერი ყვავილებით. „პიჩეს ენდ კრიმ“ 60 სმ–მდე იზრდება, ყვავილობს მოვარდისფრო–მარგალიტისფერი ყვავილებით, კრემისფერი ზედა ფურცლებით. იორდასალამი „შერბეტი“, „არმანი“, „პიტერ ბრანდი“, „რედ მედჯიკი“ – დეკორატიული კლასის ნათელი წარმომადგენლები არიან.

„რედ შარმი“ მოწითალო–ჟოლოსფერი კოკრებით ყვავის, ძალიან მსხვილია, ბუთხუზა 18 სმ–მდე ფორმა აქვს. უჩვეულო „სელებრითი“ ჯადოსნურ სურნელს აფრქვევს და გვიანდელ ბუჩქს მიეკუთვნება.

იტო–ჰიბრიდი „ჭყეტელა ბრილიანტი“ ღია ყვითელი ტალღოვანი ფურცლებით, ძირში ვარდისფერი ლაქებით ყვავის. 3 კვირა ყვავის და ნაზი, ტკბილი სურნელით გვახარებს.

ჯუჯა იორდასალამი

ჯუჯა იორდასალამი კომპაქტური ჯგუფია, რომლის სიმაღლე 60 სმ–ს არ აჭარბებს. მათი ყვავილები აივნების და პატარა ეზოების გასაფორმებლად გამოგადგებათ. სადარბაზოებსა და ტერასებზე შეუდარებლად გამოიყურება. ჯუჯა იორდასალამი მოსავლელად უპრეტენზიოა, დაავადებების და სიცივის მიმართ გამძლეა, გამოირჩევა ხანგრძლივი ყვავილობით.

ამ ჯგუფის ნათელი წარმომადგენელია „რიმ პატიო“, რომელსაც ვარდისფერი კოკრები აქვს და უხვი გვერდითა ყვავილების ხარჯზე დიდხანს ყვავის. გადარგვას ადვილად იტანს და ქოთანში შეგიძლიათ გაზარდოთ, სიმაღლე 50 სმ–ს არ აღემატება. მოყვარულებისთვის გამოიყვანეს შემდეგი ჯიშები: „მოთეთრო–რძიანი მადრიდი“, „ალისფერი ოსლო“ და „ლალისფერი მოსკოვი“.

მცენარის სილამაზეს ხაზი რომ გაუსვათ, მისი ჯიშები სწორად უნდა შეარჩიოთ, რომ ერთმანეთს ჰარმონიულად შეერწყას. შეგიძლიათ კომპოზიციები შექმნათ, რომლებიც ზაფხულში იყვავილებს. ყურადღება მიაქციეთ, რომ ღია ფერის ყვავილები მუქი ფოთლების, მაგალითად, ცოცხალი ღვიის ფონზე დიდებულად გამოიყურება. იორდასალამი – სიყვარულის და სიმდიდრის შესანიშნავი სიმბოლოა, რომელიც როგორც ყვავილობის, ასევე მის შემდეგ გვახარებს.