Connect with us

ყვავილები

ჩემი საყვარელი მცენარის ფოთლების წვერები შავდება, წარმოდგენა არ მაქვს, რა გავაკეთო

ჩემი საყვარელი მწვანე მეგობარი, ავოკადო დაავადდა! შევნიშნე, რომ მისი ფოთლების წვერები შავდება, მთლიანობაშიც მოდუნებულად გამოიყურება. რატომ მოხდა ასე? Alltime.ge–ს რედაქცია ერთად გარკვევას გთავაზობთ.

ფოთლების წვერები შავდება

როგორც აღმოჩნდა, ფოთლების წვერების გახმობის და გაშავების რამდენიმე მიზეზი არსებობს. ეს ხშირი პრობლემაა, რომელსაც ჯერ კიდევ გამოუცდელი მეყვავილეები აწყდებიან. სწორედ მათ კატეგორიას მივეკუთვნები, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ასეთი უსიამოვნება მეწვია.

ტენიანობა

პირველი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, – ბინაში ტენიანობის დონე. თუ ჰაერი ძალიან მშრალია, ფოთლები გახმება და გაშავდება. საკითხი როგორც ზაფხულში, სიცხეში, ასევე ზამთარში, გათბობის სისტემის ჩართვისას აქტუალურია. ჰაერის დაბალი ტენიანობის გამო ოთახის ყვავილი ცუდად იზრდება და პრაქტიკულად არ ვითარდება. პრობლემის მოგვარებით მწვანე მეგობრის ზრდა გაუმჯობესდება.

ამ პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ მოსაგვარებლად ჰაერის დამატენიანებლის შეძენას გირჩევთ. მოწყობილობა ბინაში ტენიანობის დონეს არეგულირებს. ეს მნიშვნელოვანია როგორც მცენარისთვის, ასევე ოჯახის წევრებისთვის. ოთახის ყვავილები შეგიძლიათ პულვერიზატორით დანამოთ. გახსოვდეთ, რომ ონკანის წყლის გამოყენება არ შეიძლება.

მზის სინათლე

ფოთლები შეიძლება მზის დამწვრობის შედეგად გაშავდეს. მცენარე მზის პირდაპირი სხივების ქვეშ არ დატოვოთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა გარეთ მწველი სიცხეა. ასეთ შემთხვევაში ფანჯარა ლინზა ხდება, რომლიდანაც მზე ფოთლებს წვავს. თუ წინასწარ მცენარეს მორწყავთ ან დანამავთ, უფრო სამწუხარო შედეგს მიიღებთ.

გირჩევთ, ოთახის ყვავილები კარგად განათებულ ადგილას მოათავსოთ, მაგრამ მზის აქტიურ სხივებს მოარიდეთ.

მავნებლები და მორწყვა

გარდა ამისა, მცენარე შეიძლება სხვადასხვა მავნებელმა დააზიანოს. როგორც წესი, მავნებლები სწრაფად მრავლდება და ერთი ყვავილიდან მეორეზე გადადის. სჯობს თქვენი მწვანე მეგობარი კარგად დაათვალიეროთ და პრობლემა დაუყონებლივ აღმოფხვრათ.

ფოთლები შეიძლება უხვი მორწყვის გამო გახმეს. ყველაფერში ზომიერებაა საჭირო, ეს ყოველთვის გახსოვდეთ. დაიცავით წესი: სჯობს მორწყვა დააკლოთ, ვიდრე გადააჭარბოთ. ყვავილები ზედმეტად რომ არ დაატენიანოთ, კარგი დრენაჟის სისტემის ქოთანი აარჩიეთ.

მიწაში ბევრი სითხე შეიძლება დიდი უსიამოვნების მიზეზი გახდეს. მაგალითად, ფესვების ლპობა ან სოკო. ბოლო მეგობარს სითბო და ტენიანობა ძალიან უყვარს. სოკოთი დაინფიცირებული მცენარის გადასარჩენად სხვა მცენარეების იზოლირებით მოათავსეთ. შემდეგ საპნიანი ხსნარით დაამუშავეთ. ასევე დეზინფექცია ჩაუტარეთ იმ ადგილას, სადაც მცენარე იდო.

დაინფიცირებული მცენარე ახალ, სტერილურ ქოთანში უნდა გადარგოთ. შემდეგ ინსექტიციდებით და ფუნგიციდებით დაამუშავოთ. მათ გამოყენებაზე შეფუთვაზე მითითებულ ინსტრუქციაში ისწავლით. გამოცდილი მეყვავილეები ამბობენ, რომ სჯობს პრობლემა თავიდან აიცილოთ, ვიდრე მას ებრძოლოთ. სწორედ ამიტომ, მცენარე რეგულარულად შეამოწმეთ და მის მდგომარეობას ყურადღება მიაქციეთ.

დაბალი ტემპერატურა

ზამთარში ფოთლები გაყინვის გამო ხშირად შავდება. მცენარე ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას ცუდად იტანს, ამიტომ ზამთრისთვის უნდა მოამზადოთ. მსგავსი რამ შესაძლებელია მაშინაც, თუ ყვავილი დიდხანს კონდიციონერის ან ვენტილიატორის ქვეშ მდებარეობს. ეს ფაქტორები გაითვალისწინეთ. მცენარე ფანჯარასთან ან სარკმლის ქვეშ არ დადოთ, რომელსაც ზამთარში შენობის გასანიავებლად ხშირად აღებთ.

თუ თქვენი მცენარის ფოთლები შავდება, ეს განაჩენი არაა. დაზიანებული ფოთლები გადაჭერით და პრობლემის გამომწვევი მიზეზი იპოვეთ. სხვათა შორის, არ დაგავიწყდეთ, რომ ოთახის მცენარეს დრო და დრო გამოკვება სჭირდება. თქვენ როგორ ებრძვით გაშავებულ ფოთლებს მცენარეებზე? თქვენი ხრიკები გაგვიზიარეთ!