Connect with us

ყვავილები

ოთახის მცენარეები 2022 წელს სახლში იღბლის და სიმდიდრის მოსაზიდად  

ითვლება, რომ სახლში ფულის ხე სიმდიდრის მოზიდვას ხელს უწყობს და ნეგატივისა და უფულობისგან გვიცავს. სასარგებლო მცენარეების სია მხოლოდ ერთი ხით არ შემოიფარგლება. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, რომელი მცენარეები უწყობს ხელს სახლში კარგი ატმოსფეროს შექმნას და იღბლის მოზიდვას.

ფულის ხე (კრასულა)

აღმოსავლური ფილოსოფიის მიმდევრები თვლიან, რომ ფულის ხე სახლის ატმოსფეროს ნეგატიური ენერგიისგან წმენდს და სიმდიდრისთვის გზას ხსნის. მცენარემ ასეთი სახელი გარკვეული მიზეზით მიიღო. ეს ფოთლების თვისებებით არის გამოწვეული, რომელიც მთელ სითხეს სწრაფად იწოვს (იმის მსგავსად, როგორც ადამიანს ფულის მიღება სურს). გარდა ამისა, დაცვენილი ფოთლები ვერცხლისფერი ნადებით იფარება და მონეტებს ძალიან ჰგავს.

სასიამოვნოა, რომ სახლში ასეთი ამულეტის ქონისთვის მთელი ქოთნის შეძენა საჭირო არაა. საკმარისია ტოტი აიღოთ და წყალში ჩადოთ. როცა ფესვები გამოჩნდება, ქოთანში გადარგეთ. ეს ბინის სამხრეთ ან სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში გააკეთეთ.

დრაცენა სანდერა

დრაცენა სანდერა იგივე „ბედნიერების ბამბუკი“ შრომისმოყვარეობას განასახიერებს, ხოლო მისი ზემოთ აწვერილი მწვანე ღეროები – შეუპოვრობას და კარიერულ ზრდას. ასეთი ქოთნის დიდი უპირატესობა ისაა, რომ განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს.

ერთი მხრივ, დრაცენა ბედნიერებას, ჯანმრთელობას და ფინანსებს იზიდავს, მეორე მხრივ, მეპატრონეს ცხოვრებას არ ურთულებს.

სურვილების ხე (ზამიოკულკასი)

ზოგჯერ მისი ფოთლების შეფერილობის გამო დოლარის ხეს უწოდებენ. თავისი უპრეტენზიობით შეიძლება დრაცენა სანდერას კონკურენცია გაუწიოს. ხშირი მორწყვა და განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება. მისი ამტანობა და სხვადასხვა მეთოდით გამრავლების უნარი (თესლი, კალამი და ფოთლები) ადამიანისთვის მიზნის მისაღწევად კარგი მაგალითია.

ლიმონის ხე

რა თქმა უნდა, ლიმონი მეტ ყურადღებას მოითხოვს. რეგულარული მორწყვა და ფოთლების მოვლა აუცილებელია. რაც შეეხება მნიშვნელობას, ჩინეთში ლიმონი ფულის თილისმად გამოიყენება. ფენშუის მიხედვით ყვითელი ფერი სიხარულის და წარმატების სიმბოლოა.

კაქტუსი

ბევრი ადამიანის გასაოცრად კაქტუსიც იმ მცენარეების სიაში მოხვდა, რომელთაც ფულის მოზიდვა შეუძლიათ. კაქტუსი შეთანხმების კარგად დასრულებას ხელს უწყობს და ფულს იზიდავს. მნიშვნელოვანია, რომ ამ მცენარის ქოთანი კაბინეტში ან სამუშაო ადგილას გქონდეთ. გარდა ამისა, ითვლება, რომ კაქტუსი ქურდებს აფრთხობს. მისი ნემსების შემხედვარე ამაში ეჭვი არ შეგეპარებათ. ოთახის მცენარის პრეტენზიულობაზე სათქმელი არაფერია. რთული პირობების მიმართ კაქტუსის სიყვარული ცნობილია.

რედაქციის რჩევა

ნებისმიერი მცენარე სახლს დადებით ენერგიას მატებს. მნიშვნელობა არ აქვს, ეს კაქტუსია თუ ფულის ხე – ადამიანის თვალს სიმწვანე მოსწონს. თუ მცენარეები ოცნებების ასრულებაშიც გვეხმარება, მაშინ რამდენიმე მცენარით სიამოვნებაზე უარის თქმის მიზეზი არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული.