Connect with us

ჯანმრთელობა

ეს პროდუქტი ანადგურებს ტვინს და მეხსიერებას. შეზღუდეთ ის მაქსიმალურად!

ჯონ პანისა და კლაუდიო გრასის ერთობლივმა კვლევამ დაამტკიცა, რომ მცირე კალორიული დიეტა ტვინში ღეროვანი უჯრედების რაოდენობას ზრდის და მეხსიერებას აუმჯობესებს.

კათოლიკური უნივერსიტეტის კვლევის შედეგების მიხედვით, რომლებიც ჟურნალ «Cell Reports»-ში გამოქვეყნდა – შაქრის მოხმარება ტვინს აზიანებს. ის აჩერებს ღეოვანი უჯრედების წარმოქმნის პორცესს. ეს უჯრედები უმნიშვნელოვანესია მეხსიერების, სწავლის და ტვინის ფუნქციის შენარჩუნებისთვის. კვლევები აჩვენებენ, რომ გლუკოზის სიჭარბე ტვინში ამ უჯრედებს საფრთხის ქვეშ აყენებს და ამცირებს მათი გამრავლების შესაძლებლობას.

პანის თქმით, მათ ჯერ შაქრის ნერვულ უჯრედებზე გავლენა შეისწავლეს. შაქრის სიჭარბე იმ უჯრედების კლავს რომლებიც ტვინს ახალი ნეირონების წარმოქმნაში ეხმარებიან.

ექსპერიმენტის დროს მკვლევარებმა თაგვებზეც ჩაატარეს ექსპერიმენტი და ნახეს, რომ მათი ღეროვანი უჯრედები დაბალკალორიული დიეტის დროს უფრო აქტიურად მრავლდებოდნენ. ამგვარად, მივიდვართ დასკვნამდე, რომ ცუდი კვება და შაქრის დიდი დოზით მოხმარება ჩვენი ტვინის კოგნიტურ ფუნქციას აუარესებს.