Connect with us

ჯანმრთელობა

რა გავლენას ახდენს დღეში 1 ჭიქა წითელი ღვინო თქვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე

ინტერნეტში ერთი და იმავე პროდუქტის სარგებლობის ან ზიანის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებას იპოვით. მაგალითად, დღეს თვლიან, რომ შოკოლადს სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია, ხვალ კი გადაწყვეტენ, რომ ის გკლავთ. მაგრამ, როცა საქმე წითელ ღვინოს ეხება, ადამიანების უმეტესობა თანხმდება, რომ ეს კეთილშობილური სასმელი ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლოა. რა თქმა უნდა, თუ ზომიერად მიიღებთ.

ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ ყოველდღიურად მიღებული 1 ჭიქა წითელი ღვინო დაგეხმარებათ ჯანსაღი ტვინი და გონება 7,5 წლით უფრო დიდხანს შეინარჩუნოთ.

დიეტა MIND

აშშ–ში, რაშის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევარებმა შეიმუშავეს დიეტა სახელწოდებით MIND.  ეს ხმელთაშუა ზღვისპირეთის და დიეტა DASH-ის ჰიბრიდია, რომელიც კოგნიტური ფუნქციების შენარჩუნებას ხელს უწყობს.

დიეტაში შედის მთელი მარცვლეულის საკვები, მარცვლეული, ბოსტნეული, პარკოსნები, კაკალი, ქათმის ხორცი, თევზი და 1 ჭიქა წითელი ღვინო ყოველდღე.

მეცნიერებმა მსგავსი დიეტა 960 ზრდასრულ ადამიანზე (დაახლოებით 80 წლის) 5 წლის განმავლობაში გამოსცადეს და წარმოუდგენელი შედეგი მიიღეს: მათ, ვინც დიეტას ძალიან მკაცრად იცავდა, ტვინის აქტივობა უფრო ნელა უმცირდებოდათ, ვიდრე მათ, ვინც საკუთარ თავს დიეტის დარღვევის უფლებას აძლევდა.

რთულია დარწმუნებით ითქვას, რომ ღვინის ყოველდღე დალევა ჯანსაღი ტვინის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ზიანს ნამდვილად არ მოგიტანთ. მთავარია – არ გადააჭარბოთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.