Connect with us

ჯანმრთელობა

არსებობს 7 სახის მუცლის ტკივილი. თითოეული მათგანი კონკრეტულ პრობლემაზე მიგვანიშნებს და ამის იგნორირება დაუშვებელია

დროდადრო ყველა ჩვენგანს უჩნდება მუცელთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა გარკვეული სიმპტომები უფრო სერიოზულ დაავადებაზე შეიძლება მიუთითებდეს.

თუ ამ ტკივილების სახეობებიდან რომელიმეს განიცდით, მიმართეთ ექიმს, რათა ისევ შეძლოთ ცხოვრებით ტკობა და ნორმალურად მუშაობა.

1. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი: სპაზმები მუცლის ქვედა ნაწილში

თუ განგრძობით ტკივილს მუცლის არეში თან ახლავს შებერილობა, გაზები ან ცვლილება ნაწლავების ფუნქციონირებაში(ყაბზობა, დიარეა), ეს შეიძლება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი აღმოჩნდეს.

გნს ქალებს უფრო ხშირად აწუხებთ. მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა, ზოგიერთი კვლევა გვიჩვენებს, რომ ამ სინდრომის მქონე ადამიანებს მეტისმეტად მგრძნობიარე მსხვილი ნაწლავი აქვთ.

2. ნაწლავის ანთებითი დაავადება: ტკივილი და სპაზმები მუცლის არეში, თანხლებული რექტალური სისხლდენით

ეს სიმპტომები ნაწლავის ანთებით დაავადებაზე(ნად) მიუთითებს. ამ სახელით აღინიშნება მდგომარეობა, რომელიც მოიცავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკულ შეშუპებას, კერძოდ, კრონის დაავადებასა და წყლულოვან კოლიტს.

3. გულძმარვა: მწველი ტკივილი მუცლის ცენტრში

ეს შეგრძნება გავრცელებულია ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ: გულძმარვა, მაგალითად, 60 მილიონ ამერიკელს თვეში მინიმუმ ერთხელ მაინც აწუხებს. საკვანძო სიტყვაა “მწველი” და, ჩვეულებრივ, მას თან ახლავს მწკლარტე გემო პირის ღრუში.

მჟავური რეფლუქსი – ესაა ნაწილობრივ მონელებული, კუჭის მჟავასთან შერეული სითხეების ან პროდუქტის რეგურგიტაცია. ეს მჟავური მასა აღწევს საწყაპავ მილსა და კისერში, იწვევს წვას.

4. ნაღვლის კენჭები: დისკომფორტი ჭიპის ირგვლივ

თუ მუცლის არეში ტკივილს თან ახლავს ყრუ ტკივილი მხრის არეში და, თითქოს, ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ უფრო მწვავდება. შესაძლოა, ამაში ბრალი ნაღვლის კენჭებს მიუძღოდეს.

ხოლო თუ 40 წელს გადაცილებული ქალბატონი ხართ და შვილები გყავთ, თქვენ იმყოფებით რისკ-ჯგუფში. ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ ესტროგენის მოზღვავება, რაც ფეხმძიმობის დროს ხდება, იწვევს ნაღვლის ბუშტში კენჭების გაჩენას.

5. წყლული: ბლაგვი, მწველი ტკივილი მუცელში, მსუბუქდება საკვების ან ანტაციდების მიღებისას

ეს წყლულოვანი დაავადების განმასხვავებელი ნიშნებია, რომლებსაც თან ახლავს მუცლის შებერილობა, ბოყინი, უმადობა და წონაში კლება.

წყლულოვანი დაავადება ან წყლულები კუჭის ლორწოვან გარსზე ან წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილში ყყოველწლიურად ნახევარ მილიონ ამერიკელს უდგინდება. მას იწვევს Helicobacter pylori, რომელიც აზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს, ან არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატების ჭარბი მოხმარება(ასპირინი, იბუპროფენი და სხვ.).

6. დივერტიკულიტი: უეცარი ტკივილი მუცლის მარცხენა ქვედა ნაწილში

თუ ეს ტკივილი მუცლის არეში გაზებითაა თანხლებული, შესაძლოა, დივერტიკულიტზე მიუთითებდეს, რომელიც მსხვილ ნაწლავში წვრილი ტომრების ანთებას წარმოადგენს.

ეს საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა ხანში შესულ ადამიანებში.

7. აპენდიციტი: მწვავე ტკივილი მუცლის მარჯვენა ქვედა ნაწილში

ტკივილის ეს სახეობა, შესაძლოა, აპენდიციტს აღნიშნავდეს, განსაკუთრებით, თუ მსუბუქი ციებ-ცხელება გაქვთ, საპირფარეშოს ნორმალურად ვერ იყენებთ, ყაბზობა ან დიარეა გაქვთ.

აპენდიციტის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ტკივილი მაშინ მწვავდება, როცა მოძრაობთ, ღრმად ისუნთქავთ, ახველებთ ან აცემინებთ.

აპენდიციტი მაშინ ჩნდება, როცა აპენდიქსი აინთება და ივსება ჩირქით. ხშირად, ეს ინფექციის შედეგია.

აღგენიშნებათ რომელიმე სიმპტომი ზემოთ ჩამოთვლილთაგან? აუცილებლად მიმართეთ ექიმს!