Connect with us

ყვავილები

ტიტების დარგვა გაზაფხულზე გამოცდილი მებაღეების წესით

მრავალფეროვანი ფერის, ზომის და უპრეტენზიო მოვლის გამო ტიტებმა ყვავილების მწარმოებლებს შორის დიდი პოპულარობა მოიპოვა.

ჩვენთან, გაზაფხულის მთავარი ყვავილები მაისის დღესასწაულებზე იშლებიან და შავი მიწის და ახლახანს ამოწვერილი მწვანე ბალახის ფონზე კაშკაშად ანათებენ.

რა უნდა გააკეთოთ, თუ შემოდგომაზე ტიტების დარგვა ვერ მოახერხეთ? გაზაფხულზე ტიტების დარგვას თავისი განსაკუთრებულობა ახასიათებს და დღეს ვეცდებით ამის შესახებ დეტალურად გიამბოთ.

ტიტების დარგვა გაზაფხულზე

დავიწყოთ იქედან, რომ ორი ვარიანტი უნდა განიხილოთ. პირველი ვარიანტი – სრულად მომწიფებული ბოლქვების დარგვა. ეს დამატებით ძალისხმევას მოითხოვს, სამაგიეროდ აყვავებულ კვირტებს უკვე გაზაფხულზე მიიღებთ.

მეორე ვარიანტი – ტიტების დარგვა ტრადიციული მეთოდით, როცა ყვავილებით მხოლოდ მომავალ წელს გაგვახარებს.

„ზამთრის“ ტიტებთან შედარებით გაზაფხულზე დარგული ტიტები უხვად არ ყვავიან, მაგრამ გარკვეული უპირატესობა აქვთ. კლუმბი, რომელიც შემოდგომის და გაზაფხულის ყვავილებისგან შედგება, აყვავებული უფრო დიდხანს რჩება.

1. დარგვის ვადა

გაზაფხულზე ბოლქვების დარგვა ისე ადრე ხდება, რამდენადაც ამის საშუალებას კლიმატი იძლევა. საუკეთესო ვარიანტში სჯობს ჯერ კიდევ ყინვების დროს ბოლქვები სპეციალურ კონტეინერში და ქოთნებში დარგოთ და დათბობის შემდეგ სამუდამო ადგილას გადარგოთ.

ამასთან ორიენტაცია არა ჰაერის ტემპერატურაზე, არამედ 6-8 სმ სიღრმეში ნიადაგის ტემპერატურაზე ხდება. ზომიერ ტემპერატურად 7 გრადუსი სითბო ითვლება. უფრო დაბალი ტემპერატურის დროს დასარგავი მასალა შეიძლება მოკვდეს.

2. ადგილის და მიწის შერჩევა

ბებიებიდან მემკვიდრეობით მიღებული წითელი ტიტები ბაღის ნებისმიერ ნაკვეთში, თუნდაც სიბნელეში და მუდმივი ნესტის ადგილას გაზრდას შეძლებს. თუ თანამედროვე სახეობის ბოლქვები მაღაზიაში შეიძინეთ, მათთვის ადგილის უფრო დეტალურად შერჩევა მოგიწევთ.

როგორც ნებისმიერ ბოლქვს, ტიტას ჭარბი ნესტი არ უყვარს, ამიტომ წყალგაუმტარი დაბლობი მათთვის არაა. ტიტებს ძლიერი ქარი არ მოსწონთ, ამიტომ დასარგავი ადგილი ქარისგან დაცული უნდა იყოს.

საუკეთესო ვარიანტია დამუშავებული, ჰუმუსით მდიდარი ქვიშიანი თიხა ან ნეიტრალური რეაქციის თიხა. დარგვის წინ მძიმე და თიხიანი მიწა ტორფით და სასუქით უნდა გაამდიდროთ.

ყვავილის ბოლქვებს მჟავე ნიადაგი არ მოსწონთ, ამიტომ თუ ნიადაგის ph 5-6-ზე ნაკლებია, მჟავე აუცილებლად უნდა გაანეიტრალოთ. ამისთვის კვერცხის დაქუცმაცებული ნაჭუჭი გამოიყენეთ ან ნიადაგის გაკირიანება მოახდინეთ.

3. ბოლქვების დამუშავება

თუ აყვავებული ყვავილების დანახვა დარგვის პირველივე წელს გსურთ, 5 სმ-ზე მეტი დიამეტრის მქონე ბოლქვები შეარჩიეთ, დეფექტების და დაზიანებების გარეშე.

სოკოს დაავადებას თავი რომ აარიდოთ, ბოლქვები კალიუმის პერმანგანანტის სუსტ ხსნარში (სუსტი ვარდისფერი ხსნარი) გააჩერეთ.

4. დარგვა

დარგვის წინ მიწა მინიმუმ ნიჩბის ხიშტამდე უნდა ჩააღრმავოთ. ხვრელების სიღრმე მინიმუმ 8 სმ უნდა იყოს.

ბოლქვებს შორის ოპტიმალური დაშორება 10-20 სმ-ია, რაც მიწის ნაკვეთსა და ბოლქვების ზომაზეა დამოკიდებული. დარგვის დროს ეცადეთ, რომ ბოლქვები არ დააზიანოთ. მიწაში მათი ნაზად ჩადება საკმარისი იქნება.

კონტეინერებსა და კალათებში ტიტების გაზრდა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ამას რიგი მიზეზები გააჩნია. პირველ რიგში, ჭურჭელში გაზრდილი ტიტის მიწიდან ამოღება ბევრად უფრო მარტივია. ასე ნიჩბით ბოლქვებს არ დააზიანებთ.

მეორეც, დარგვის ასეთი მეთოდი მცენარეს მღრღნელებისგან იცავს. მესამეც, თუ თქვენს ბაღის ნაკვეთზე ცუდი ნიადაგი გაქვთ, კონტეინერის გამოყენება მის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.

5. სასუქი

თუ გასულ წელს მიწა არ გაანაყოფიერეთ, გაზაფხულზე სასუქი აუცილებლად უნდა მიაწოდოთ. პირველი გამოკვების დროს ტიტებს აზოტის შემცველ სასუქი სჭირდებათ, რომელიც ფორმირებას და ფოთლების სწრაფ ზრდას ხელს უწყობს.

ტიტების პატარა აღმონაცენების ირგვლივ მიწა ფრთხილად უნდა დაამუშაოთ. ასე ფესვების სისტემისთვის ჟანგბადის მიწოდებას გაზრდით და მიწიდან ტენის აორთქლებას შეამცირებთ.

ტიტები საკმაოდ უპრეტენზიო ყვავილებია, ამიტომ ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში ნორმალურად განვითარდება და თავისი ყვავილებით აუცილებლად გაგახარებთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.