Connect with us

ჯანმრთელობა

5 დაავადება, რომელიც შეიძლება ტკბილმა გაზიანმა სასმელმა გამოიწვიოს

გაზიან სასმელს ახლა „თხევად სიგარეტს“ ტყუილად არ უწოდებენ, რადგან მას ნელ-ნელა ჯანმრთელობის დაზიანება შეუძლია. ძირითადად, დიდი რაოდენობით შაქრის შემცველობის გამო. სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს სოდიანი სასმელების სიყვარულმა?

5 დაავადება, რომელიც შეიძლება ტკბილმა გაზიანმა სასმელმა გამოიწვიოს

1. ასთმა

კვლევამ, რომელშიც თითქმის 17 000 ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ტკბილი გაზიანი სასმელების ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება ასთმის და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების განვითარება გამოიწვიოს, როგორც სიგარეტის მოწევის შემთხვევაში.

2. მეორე ტიპის დიაბეტი

ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ გაზიან და სხვა ტკბილ სასმელს, რომლის შემადგენლობაშიც ხელოვნური დამატკბობლები შედის, მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების უფრო მაღალი რისკი აქვთ.

3. ბრონქიტი

კვლევამ, რომელშიც 20-დან 55 წლამდე 2 801 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ტკბილი გაზიანი სასმელების მოხმარებასა და ქრონიკული ბრონქიტის განვითარების ალბათობას შორის კავშირი დაადგინა. თუმცა ამ კავშირის მექანიზმი ჯერჯერობით უცნობია და დამატებითი გამოკვლევები სჭირდება.

4. ალცჰაიმერის დაავადება

რაციონში დიდი რაოდენობით შაქრის არსებობამ (მათ შორის ტკბილი გაზიანი სასმელები) შეიძლება კოგნიტური ფუნქციების დარღვევა, ნეიროდეგენერული დაავადება გამოიწვიოს, როგორიცაა ალცჰაიმერის დაავადება.

5. სიმსუქნე

ამერიკელი მეცნიერების კიდევ ერთმა კვლევამ ტკბილ გაზიან სასმელებსა და გასუქებას შორის კავშირი დაადგინა. შედეგებმა აჩვენა, რომ სოდიან სასმელში შემავალი ხელოვნური დამატკბობლების მოხმარება გასუქების განვითარების რისკს ზრდის.

ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების გარდა ტკბილი გაზიანი სასმელების ჭარბ მოხმარებას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა ნეგატიური შედეგებიც აქვს – წონის მომატება, კანის ანთება და კბილების პრობლემები.

თუ სხეულის მოხდენილი ფორმების შენარჩუნება, სერიოზული დაავადებების განვითარების თავიდან აცილება და ცხოვრების გახანგრძლივება გსურთ, გირჩევთ რაციონიდან სოდიანი სასმელები ამოიღოთ ან, როგორც მინიმუმ, მათი მოხმარება შეამციროთ. თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.