Connect with us

ყვავილები

ყავის ნალექს საგულდაგულოდ ვაგროვებ, რომ მცენარე გამოვკვებო და ბუგრები დავაშინო

ყავა არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლო სასმელია. ეს განსაკუთრებით ყავის ნალექს ეხება. მასზე შეგიძლიათ იმკითხაოთ ან მეურნეობაში გამოიყენოთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ ყავის ნალექი ბოსტანსა და ბაღში. ხალხური საშუალება სწრაფად და მარტივად აფრთხობს მწერებს, რომლებიც მცენარეს აზიანებენ, ყვავილს, ბოსტნეულს და ხილს ანადგურებენ.

ხალხური საშუალება მავნებლების წინააღმდეგ

ხმელეთზე ყველაზე გავრცელებული მავნებელი ბუგრია. ჭამაში უპრეტენზიოა და მთელ მცენარეზე ძალიან სწრაფად ვრცელდება. ვარდი, მწვანილი და პომიდორი ბუგრის ზემოქმედებით განსაკუთრებით სწრაფად ნადგურდება.

ბუგრი ყველაფერს ჭამს, მცენარის ფოთოლსაც და ღეროსაც. ბუგრი მცენარეზე მოხვედრისას გამოყოფს შხამიან ფერმენტს, რომელიც ფოთლებზე დამღუპველად მოქმედებს. ფოთლები ხმება და იხვევა. ეს პირველი ნიშანია, რომ მცენარეზე ბუგრი დასახლდა.

როგორ დაგეხმარებათ ყავის ნალექი ამ სახიფათო მავნებელთან ბრძოლაში? პირველ რიგში, ამ საშუალების ეფექტურობა კოფეინით გამოწვეულია. მწერზე ნეიროტოქსინის როლს ასრულებს, ცენტრალურ ნერვულ სისტემას აზიანებს და სწრაფ სიკვდილს იწვევს.

მწერისთვის ყავის ნალექთან შეხება ან შეყნოსვა საკმარისია, რომ მოკვდეს. მცენარისთვის ყავის ნალექი საზიანო არაა, პირიქით. სამზარეულოს ნარჩენი შეიცავს ბევრ მკვებავ ნივთიერებას, რომელიც მცენარეს უყვარს. ფესვების სისტემას აძლიერებს და ზრდას ხელს უწყობს.

როგორი ყავის ნალექი გამოდგება ბუგრებთან საბრძოლველად და მცენარის გამოსაკვებად?

კვლევებით დადგენილია, რომ ესპრესოს მომზადების შემდეგ დარჩენილი ყავის ნალექი ცოტა ბიოაქტიურ ინგრედიენტს შეიცავს, ამიტომ მწერზე ნაკლებად ზემოქმედებს. თუმცა ახალგაზრდა მცენარის საკვებად გამოგადგებათ. ასეთ მცენარეს ხომ დამატებითი მკვებავი ნივთიერებები დოზირებულად უნდა მიაწოდოთ.

უკოფეინო ყავა მავნე მწერთან საბრძოლველად უსარგებლოა. ასეთი ნალექი ბუგრის წინააღმდეგ საჭირო ფერმენტს არ შეიცავს. თუ ყავას არ სვამთ, მაგრამ მცენარეს დახმარება სჭირდება, სასმელი შავი ჩაით ჩაანაცვლეთ.

ჩაიშიც ბევრი კოფეინი შედის. ჩაის ჩენჩო მცენარის ქვეშ შეგიძლიათ მიმოფანტოთ. ასე არასასურველ მწერებს დააფრთხობთ და მცენარეს საჭირო მკვებავი ნივთიერებებით გამოკვებავთ. ასეთი სასუქი მიწისთვისაც ძალიან სასარგებლოა. გამოფიტვას ხელს უშლის.

გამოცდილი მებაღეები და მებოსტნეები ბუგრების გამოჩენამდე პრევენციული ზომების მიღებას გირჩევენ. ყავის ნალექი მცენარის გარშემო მიმოფანტეთ, თუნდაც დაინფიცირებული არ იყოს. ყურადღება მიაქციეთ, რომ მიწა საკმარისად მშრალი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიწა დაობდება და მცენარეს ახალი სახიფათო დაავადება გაუჩნდება.

ბუგრების დასაფრთხობად ყავის სპრეი შეგიძლიათ მოამზადოთ. ძლიერი ყავა მოადუღეთ ან უკვე გამოყენებულ ყავის ნალექს 250 მლ წყალი დაასხით. 30 წუთი გააჩერეთ. მიღებული ნახარში გადაწურეთ და გააცივეთ.

ნარევი პულვერიზატორში ჩაასხით და მცენარეს შეასხურეთ. სასურველია, ეს ყოველ 2 საათში გააკეთოთ. ფოთლების შიდა მხარე განსაკუთრებით კარგად დაამუშავეთ, რადგან ბუგრებს ბუდის გაკეთება აქ უყვარს.

Advertisement