Connect with us

საკითხავი

სახვევში შეხვევის ტრადიცია: რატომ სწავლობენ დედები ახალშობილების გახვევას

მსოფლიოში პირველი ერთჯერადი საფენი 1956 წელს გამოიგონეს. მაშინ თანამედროვე საფენის პროტოტიპი ნახერხის ბაზაზე იყო დაფუძნებული. რამდენიმე ათწლეული გავიდა, სანამ ერთჯერადი საფენის მასიურად წარმოება დაიწყეს. პოსტსაბჭოთა სივრცეში 1995 წელს გამოჩნდა. ამ დრომდე ჩვენი ბებიები დედებს ბავშვის სახვევში ოსტატურად გახვევას ასწავლიდნენ. ახლა ახალშობილის სახვევში გახვევა არსებული ალტერნატივების გამო აუცილებელი პროცედურა არაა, მაგრამ სახვევს აქვს უპირატესობა, რომელიც არც ერთ თანამედროვე საფანს არ გააჩნია.

ახალშობილის სახვევში გახვევა

სიცოცხლის პირველივე დღიდან სახვევში გახვევა ჩვილს საშუალებას აძლევს, რომ უზარმაზარი სამყაროს საშინელ ზომებს თანდათან შეეგუოს. სულ ახლახანს დედის მუცელში დაცული იყო, ახლა ბევრი რამის დამოუკიდებლად შესწავლა მოუწევს. პედიატრები გირჩევენ, რომ ბავშვი პირველი რამდენიმე კვირა სახვევში გაახვიოთ.

ჩვილებისთვის ბევრი სახის საფენი არსებობს: ერთჯერადი და მრავალჯერადი, სურნელოვანი ან მის გარეშე, გოგოებისა და ბიჭებისთვის. ყველაზე პატარებისთვის სპეციალური საფენებიც იყიდება. ითვლება, რომ ჩვილს ჭიპის მოშუშებამდე საფენს არ აცვამენ. შემდეგ არჩევანი დედაზეა: სახვევი თუ საფენი.

სხვათა შორის, სახვევი შეიძლება ერთჯერადი იყოს, მაგრამ ეს დიდ ხარჯებს გამოიწვევს, რადგან ბავშვს პირველ თვეებში საფენის გამოცვლა დღეში 10–ჯერ სჭირდება. დედები ეკონომიის მიზნით სახვევს ირჩევენ, მაგრამ ეს ერთადერთი მიზეზი არაა.

ღრმა ძილი

სახვევში გახვეულ ბავშვს უკეთ ძინავს. ჩვილი ნაკლებად ნერვიულობს და თავს კარგად გრძნობს. ჩვილს საკუთარი ხელი ხშირად აღვიძებს, შემდეგ აშინებს და ტირილს იწყებს. ადრე ითვლებოდა, რომ ჩვილი მჭიდროდ უნდა შეახვიოთ, რომ სწორი ფეხები გაეზარდოს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ასეთი შეხვევა ფიზიკურ ჯანმრთელობას ზიანს აყენებს. სწორედ ამიტომ, ჩვილი თავისუფლად შეახვიეთ.

პრაქტიკულობა

თავისუფალი შეხვევით ბავშვს ხელები და ფეხები მშვიდ ძილში ხელს არ შეუშლის, ფეხებს თავისუფლად ამოძრავებს და ნორმალურად განვითარდება. უკვე 2 თვეში შეგიძლიათ ხელების გარეშე გაახვიოთ. სახვევი უნივერსალური ნივთია, რომლის შეძენა საჭირო არაა. უბრალო ქსოვილიდან შეგიძლიათ 90×120 სმ ნაჭერი გამოჭრათ და ნახევარ წუთში ბავშვის სახვევი გააკეთოთ.

ერთი შეხედვით, ბავშვის საფენი იდეალური გამოგონებაა, რომელიც დედის ცხოვრებას ამარტივებს. დიახ, ერთჯერად საფენს გარეცხვა არ სჭირდება, მაგრამ შესაფერისი საფენის შერჩევა ძალიან რთულია. საფენის ფასი გარანტიას არ გაძლევთ, რომ ნივთიდან არ გამოჟონავს ან ჩვილის ნაზ კანს არ გახეხავს. გარდა ამისა, ყველაზე „სუნთქვად“ საფენსაც გაღიზიანების და გამონაყრის გამოწვევა შეუძლია.

ზომის შერჩევა კიდევ ერთი პრობლემაა. ზოგჯერ დედას ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა შეფუთვის შეძენა უწევს, რომ შესაფერისი ზომა და ფორმა იპოვოს. იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვი იზრდება, ეს საზრუნავი მანამ გრძელდება, სანამ ბავშვს საფენის გამოყენებას არ გადააჩვევთ. საფენისგან განსხვავებით ჩვრისგან საჭირო ზომის საფენი შეგიძლიათ გააკეთოთ. ზოგჯერ ისე ხდება, რომ საფენი ყველაზე შეუფერებელ მომენტში მთავრდება, მაშინ წინა თაობის სიბრძნეს ვიყენებთ, ჩვარს ვიღებთ და პრობლემას ერთ წუთში ვაგვარებთ.

ეკოლოგიურობა

ერთი საფენი 500 წელი იშლება. ერთჯერად ჰიგიენურ საშუალებაზე მაღალი მოთხოვნა გარემოს ანადგურებს. რა თქმა უნდა, ბიოდეგრადირებადი საფენებიც არსებობს, მაგრამ ორჯერ უფრო ძვირია. ბამბის სახვევი ერთხელ რომ გამოიყენოთ, პლანეტას არ დააზიანებთ და ბავშვებიც კარგ ეკოლოგიურ პირობებში გაიზრდებიან. ბამბის ჩვრები შეგიძლიათ მოიმარაგოთ და მრავალჯერადად გამოიყენოთ, გარეცხოთ და გააუთოოთ – ნაკლებად მოსახერხებელია, მაგრამ ბუნებრივ რესურსებს გონივრულად გამოიყენებთ და სამომავლოდ ფულს დაზოგავთ.

რედაქციის რჩევა

ბევრი დედა ორივეს იყენებს, რომ ერთჯერად ჰიგიენურ საშუალებაზე ხარჯები შეამციროს და არჩევანში გაერკვეს. არ არსებობს ერთიანი მოსაზრება, თუ რომელი სჯობს. ორივეს დადებითი და უარყოფითი მომენტები აქვს. მიღებულია ბავშვის სახვევში გახვევა ღამით და დღისით თავისუფლების მინიჭება, ამ დროს ჩნდება კითხვა, სად შეძლებს ბავშვი შარდისგან დაცლას? სეირნობისას ან როცა ბავშვის მამასთან დატოვება გიწევთ, საფენი დაგეხმარებათ. რომელი სჯობს თქვენი აზრით: საფენი თუ სახვევი?

Advertisement