Connect with us

ყვავილები

საშემოდგომო სამუშაოები ბაღში: 8 გავრცელებული შეცდომა

საცხოვრებელი ადგილი შევიცვალეთ, რაც ოჯახის ყველა წევრისთვის სტრესული აღმოჩნდა. ახალ ადგილზე ბაღის და პატარა ნაკვეთის მოვლა შემოგვთავაზეს. ქალაქგარეთ გავიზარდე, ამიტომ დიდი გამოცდილება მაქვს.

საშემოდგომო სამუშაოები ბაღში ყოველთვის სიამოვნებას მანიჭებდა, რადგან შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ დრო ოჯახთან ერთად გაატარო, სუფთა ჰაერი ისუნთქო და სასიამოვნო სამუშაოთი დატკბე. სამსახურმა სიხარული და სარგებელი რომ მოგიტანოთ, უნდა იცოდეთ, რომელ შეცდომებს აარიდოთ თავი ნაკვეთზე მუშაობისას. დეტალურად გიამბობთ.

8 შეცდომა შემოდგომაზე ბაღში მუშაობისას

მცენარის დროზე ადრე შეფუთვა

ზოგიერთ მრავალწლიან ყვავილს +10 გრადუსზე უკვე შეფუთვა სჭირდება. მაგალითად, ჰორტენზიას. თუმცა ბევრი მცენარე პირველ ყინვას ადვილად უძლებს. სწორედ ამ პერიოდში მეტაბოლური პროცესების გადაცვლას იწყებენ და სიმშვიდის ფაზაში გადადიან. თუ ადრე შეფუთავთ, შეიძლება გამოჩნდეს ახალი ყლორტები, რომლებიც ფესვებს მთელ ძალას წაართმევენ. შედეგად, მცენარე დასუსტდება და ყინვებს ვეღარ გაუძლებს.

ნაადრევი შეფუთვისას წარმოიქმნება კონდენსატი, რის გამოც სხვადასხვა დაავადება ვითარდება.

აზოტის სასუქის, ამონიუმის ნიტრატის, შარდოვანას და ნეშომპალის დამატება

შემოდგომაზე ბაღს ანოყიერებენ, რომ ზრდის პროცესი შეაჩერონ, ფესვები და ღეროები ზამთრისთვის მოამზადონ, იმუნიტეტი გაზარდონ. აზოტის სასუქით საპირისპირო შედეგს მიიღებთ. ზრდის წერტილები გააქტიურდება და მოსავლის სიმწიფე შენელდება.

შემოდგომაზე არ გამოიყენოთ ნეშომპალა, ამონიუმის ნიტრატი და შარდოვანა. უმჯობესია გამოიყენოთ ფოსფორი, კალიუმი და მაგნიუმი. ორგანული სასუქები ყინვის დროს გამოიყენეთ. მცენარეს გაზაფხულზე გამოადგება, როცა თოვლი დნობას დაიწყებს.

ჰერბიციდების გამოყენება

მსმენია, რომ შემოდგომაზე ცარიელი ნაკვეთი სარეველების საწინააღმდეგო ჰერბიციდებით უნდა დაამუშაოთ და ასე ბოსტნეულსა და ხილში ტოქსიკური ნივთიერებები აღარ მოხვდება. წლის ამ პერიოდში ჰაერის ტემპერატურა მცირდება და მეტაბოლური პროცესები როგორც ბაღის მცენარეში, ასევე სარეველაში ჩერდება. ამრიგად, დროს, ძალას და საშუალებას ტყუილად დახარჯავთ.

გირჩევთ, რომ ყველა სარეველა მოჭრათ, მიწას უქსოვი მასალა დააფაროთ. ცარიელ მიწაზე შეგიძლიათ მწვანე სასუქი დათესოთ, უკეთეს ეფექტს მიიღებთ.

ცარიელი მიწის დატოვება

ქარის, ყინვისა და მდნობი წყლის გამო ზედაპირზე წარმოიქმნება ეროზია, საკვები ნივთიერებები ირეცხება და ნაყოფიერი მიწის ზედა ნაწილი შრება. მიწაზე მწვანე სასუქი დათესეთ. მაგალითად, შვრია, სამყურა, ხანჭკოლა, ფაცელია, ბოლოკი, რაფსი ან მდოგვი. აყვავებული ყლორტები მიწას გაანოყიერებს, სასარგებლო ელემენტებით გაამდიდრებს, ამინდისა და სარეველებისგან დაიცავს, ზედაპირს გააფხვიერებს, ტენისა და ჰაერის გამტარობას გაზრდის.

ზედმეტი გასხვლა

ბაღში მუშაობა გასხვლასაც გულისხმობს. მხოლოდ სუსტი, დატეხილი, დაავადებული და ძველი ტოტების მოშორებით შემოიფარგლეთ. დანარჩენი დატოვეთ.

სათბურში მიწის მთლიანად შეცვლა

ზაფხულში მკვებავ ელემენტებს მხოლოდ მიწის ზედა ფენა კარგავს. სწორედ ეს ნაწილი გამოცვალეთ. დაახლოებით 5-7 სმ სისქეზე. მავნებლებს თავი რომ აარიდოთ, კვლები ღრმად დაბარეთ და მიწის მსხვილი გოროხები დატოვეთ. ინფექციის გასაქრობად სათბური შიგნიდან და მიწა სპილენძის სულფატით დაამუშავეთ.

დავიწყებული ინვენტარი

ყინვამ ლითონის ნაწარმი შეიძლება დააზიანოს. თუ შესაძლებელია, შენობაში შეიტანეთ. დანარჩენი ინვენტარი გვერდზე მოაქციეთ ან სპანბონდსა და პოლიეთილენში გაახვიეთ.

ყველა ნივთი, მათ შორის შლანგი და შესასხურებელი, გარეცხეთ და კარგად გააშრეთ. ლითონის ხელსაწყოები ჟანგის საწინააღმდეგო საშუალებით დაამუშავეთ. თხევადი პროდუქტები სარდაფში ან თბილ ოთახში შეინახეთ.

უყურადღებოდ მიტოვებული ბაღის კონსტრუქციები

ყველა კონსტრუქციის მთლიანობა რომ შეინარჩუნოთ, მათზე იზრუნეთ. მაგალითად, კენჭები, ხრეში და მოზაიკა კარგად გააშრეთ, ლუტრასილი დააფარეთ, შემდეგ დერმატინი, ფირი ან ლინოლეუმი.

აუზში წყალი დაცალეთ, ბეტონის ბაზა დაფებით, ფირით ან ლინოლეუმით დაფარეთ. თუ ზამთარში აგარაკზე არ ცხოვრობთ, ქუჩის განათება მოხსენით, ნათურები ამოიღეთ, რომ თოვლისა და ყინვისგან არ დაიბზაროს.

მებაღეობის შეცდომების ცოდნა დაგეხმარებათ, რომ თქვენი მოსავლის დაზიანება თავიდან აიცილოთ. შემოდგომაზე ბაღში ბევრი სამუშაოა და მათი სწორი შესრულებით მიღებული კარგი შედეგი სიამოვნებას მოგიტანთ.

Advertisement