Connect with us

თავის მოვლა

სამწუთიანი ტესტი, რომელიც თმის მდგომარეობას ზუსტად აჩვენებს

მოვლილი თმა მთლიანი ჯანმრთელობის კარგი მაჩვენებელია. თან უბრალოდ ლამაზია! ვიღაცას გაუმართლა და დაბადებიდან ბზინვარე და მძიმე თმა აქვს. ზოგისთვის ვარცხნილობა ძვირი უჯდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა თმა საღებავით, დასასწორებელი უთოთი ან ცხელი ფენით დაზიანებულია. მათი მდგომარეობის შემოწმება სახლის პირობებში მარტივი ტესტით შეიძლება.

რა თქმა უნდა, ტრიქოლოგი უფრო ზუსტ დიაგნოზს დაგისვამთ, თუმცა დამოუკიდებლად შეგიძლიათ გაიგოთ, გჭირდებათ თუ არა ტრიქოლოგთან ვიზიტი. Alltime.ge-ს რედაქცია გიამბობთ, თმის მოვლის ოქროს წესებზე, მთავარ პრობლემებზე, ასევე გიამბობთ, ეს პრობლემები გაქვთ თუ არა.

როგორ შევამოწმოთ თმის მდგომარეობა

პოპულარული მითებით დავიწყოთ, რომლებიც თმის მოვლაზე დამღუპველ გავლენას ახდენს. ზოგიერთი მათგანი პანიკას თესავს! მაგალითად, იცით თუ არა, რომ უხვი თმის ცვენა განგაშის ნიშანი ყოველთვის არაა?

მითი №1: თმის ცვენა ცუდია

ეს ნორმალურია. საქმე იმაშია, რომ თითოეულ თმას თავისი სასიცოცხლო ციკლი აქვს. ადრე თუ გვიან თმა ცვივა, მის ადგილას კი ახალი ჩნდება. ხშირად პროცესი ერთდროულად რამდენიმე ადგილას მიმდინარეობს. ამის გამო დღეში 25-100 ღერ თმას ვკარგავთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ეს პერიოდი არ გაიწელოს.

მითი №2: თავის დაბანა ყოველდღე არ შეიძლება

შესაძლებელია და ბევრი ქალი დაგვეთანხმება, რადგან მხოლოდ დაბანილი თავი გამოიყურება სასიამოვნოდ. თანამედროვე კოსმეტიკური ინდუსტრია ყოველდღიურ შამპუნს დიდ ყურადღებას უთმობს. თუ თავს ყოველდღე იბანთ, შამპუნი აუცილებლად ასეთი წარწერით შეიძინეთ.

მითი №3: დავარცხნა ქალის საუკეთესო მეგობარია

სინამდვილეში, თმას ხშირი დავარცხნა აზიანებს. როგორი კარგიც არ უნდა იყოს დავარცხნა, თმის ღერი ზიანდება. მარტივი ხეხვაც ამას ხელს უწყობს. თმა, რომელსაც ხშირად ვარცხნიან, უფრო სწრაფად ცხიმიანდება.

მითი №4: კონდიციონერი მხოლოდ სველ თმაზე უნდა წაისვათ

ყურადღება მიაქციეთ: ოდნავ სველი და გასაწური თმა ერთი და იგივე არაა. სპეციალისტები გირჩევენ, რომ კონდიციონერის გამოყენებამდე თმა პირსახოცით მსუბუქად შეიმშრალოთ. სიტყვაზე, დამარბილებელი საშუალების გამოყენებას შეიძლება სავალდებულო ვუწოდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თმა მტვრევადი და დაუცველი გახდება.

მითი №5: ცივი წყლით დაბანა თმას ბზინვარებას მატებს

წყალი კომფორტული ტემპერატურის უნდა იყოს. მისი შემცირება საჭირო არაა, რადგან ამან თმის ბოლქვებს შეიძლება სტრესი მიაყენოს. სიტყვაზე, ძალიან ცივი შხაპი გაგრილების რისკს ზრდის. როცა საქმე თავს ეხება, მსგავსი პრაქტიკა საშიშია.

სწრაფი ტესტი

  • 1 ჭიქა სუფთა წყალი გაავსეთ.
  • რამდენიმე თმის ღერი სხვადასხვა ნაწილიდან აიღეთ: კეფა, გვირგვინი, საფეთქლები.
  • თმა წყალში ჩადეთ, სასურველია, რომ კედელს არ ეხებოდეს.

ახლა დააკვირდით. რამდენიმე წუთში თმა ან ცურვას გააგრძელებს ან შუაში გაჩერდება ან ჩაიძირება.

  • პირველ ვარიანტში, ჯანმრთელი თმა გაქვთ. მას თანაბარი ზედაპირი აქვს და წყალს არ ატარებს.
  • მსუბუქად დაზიანებული და ფორებიანი თმა წყლით გაივსება და ცოტა დაიწევს. ეს სახიფათო ნიშანია, მაგრამ ბევრ ადამიანს დაბადებიდან ფორებიანი თმა აქვს.
  • თუ თმა ჭიქის ძირში დაწვა, ძლიერ დაზიანებული თმა გაქვთ. მას თმის აღმდგენი ან სპეციალური პროცედურა სჭირდება.

თმა სხვადასხვა მიზეზით ზიანდება. დიეტის გამო ცვივა, მაღალ ტემპერატურის შრობის გამო ზიანდება, სველი თავით ძილის დროს იმტვრევა. ვიმედოვნებთ, რომ ტესტმა კარგი შედეგი გიჩვენათ!  გაუზიარეთ მათ, ვისაც თმის მდგომარეობის გაგება სურს.