Connect with us

ყვავილები

როგორ მოვიშოროთ სარეველები, ხავსი და ბალახი აგარაკიდან მხოლოდ ერთ დღეში

შემოგარენში სარეველებთან ბრძოლა მრავალი მეაგარაკის თავის ტკივილია. ზოგჯერ თათაბო, ჭინჭარი, ჭანგა იმდენად სწრაფად იზრდება, რომ მფლობელს მთელი სეზონი თოხით მოკუზვას აიძულებს.

სარეველები ყველაზე ცუდ პირობებშიც კი გადარჩენას ახერხებენ. ყინვას ან გვალვას ადვილად იტანენ, თესლით და მცოცავი ფესვებით მრავლდებიან. მათ მოსაშორებლად გვიწევს ნიადაგის მულჩირება, მწვანე სასუქის დარგვა, კულტივატორის გამოყენება ან ფესვების ხელით ამოგლეჯა.

დაუპატიჟებელი სტუმრების მოშორება განსაკუთრებით რთულია ინსტრუმენტებისთვის ძნელად მისადგომ ადგილებში: შემონაკირწყლის კიდეებში, ფილებს შორის, ღობეების ირგვლივ. ჰერბიციდები ყოველთვის არ შველის: ცოტა ხნით ბალახი ყვითლდება და ჭკნება, შემდეგ კვლავ იზრდება.

სარეველებთან ბრძოლა

მით უფრო საინტერესოა, ჩვენი ერთ–ერთი მკითხველის გამოცდილება. მან პრობლემის გადასაჭრელად ორიგინალური მეთოდი შემთხვევით იპოვა. ის აგარაკზე ტალავერს ანტისეპტიკური სითხით ამუშავებდა და შემთხვევით ბალახზეც დაესხა.

მალე ამ ადგილებში ბალახი გაყვითლდა, შემდეგ გახმა და ზრდა შეწყვიტა. უფრო მეტიც, ანტისეპტიკის დახმარებით ფილებს შორის ხავსის მოშორებაც შეძლო. მეორე დღეს ხავსი გამუქდა, მესამე დღეს კი საერთოდ გახმა.

მიზეზი იმაშია, რომ ხის ანტისეპტიკური საშუალებები შეიცავენ ფუნგიციდებს და მძიმე ლითონის მარილებს, რომლებიც ობის, სოკოს და მიკროორგანიზმების განვითარებას ხელს უშლიან. საშუალება მკვრივ ხის ფიცარში აღწევს და ცოცხალი არსებისთვის უვარგის გარემოს ქმნის.

როგორც ჩანს, ამიტომ ანტისეპტიკური საშუალებები სარეველებს და ხავსს ასე მარტივად უმკლავდებიან. გამოიყენებთ თუ არა, თქვენი გადასაწყვეტია. სჯობს ფრთხილად გააკეთოთ. დარიშხინის და ფტორის შემცველ პრეპარატებს არა მხოლოდ ბალახის ამოყვანა, არამედ სხვა კულტურების დაზიანებაც შეუძლიათ.

არსებობს მოსაზრება, რომ სარეველებთან ბრძოლა უშედეგო საქმიანობაა. თითქოსდა, რამდენიც არ უნდა მოწამლო სარეველა, მის ნაცვლად სხვა, კიდევ უფრო ამტანი ამოვა. თუ ერთხელ და სამუდამოდ გამარჯვება არ შეგვიძლია, დიდად ცდაც არ ღირს.

თქვენ როგორ აგვარებთ ამ პრობლემას? გაგვიზიარეთ გამოცდილება.