Connect with us

საკითხავი

როგორ ვაიძულოთ ტკიპას „შენობის დატოვება“ და უკვალოდ გაქრობა

ყოველთვის, როცა ბუნებაში გასვლას დააპირებთ, ქუდი და ტკიპების ამოსაღები ხელსაწყო აუცილებლად წაიღეთ. როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, ყოველწლიურად მწერები სულ უფრო და უფრო მრავლდება. ტკიპები ცხოველებს და ადამიანებს ნებისმიერ ასაკში აწუხებს. კანიდან რაც შეიძლება დროულად უნდა ამოიღოთ. დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოიშოროთ ტკიპა სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით.

როგორ მოვიშოროთ ტკიპები

ტკიპების ამოღების დიდი გამოცდილება მაქვს, რადგან ძაღლის ბედნიერი მეპატრონე ვარ. ახლახანს ძაღლს ტკიპამ უკბინა და ჩემმა ოთხფეხა მეგობარმა კინაღამ ხელზე მიკბინა. ამის შემდეგ, ყოველ თვე ძაღლს საშუალებას ვაძლევ, ფულს არ ვზოგავ. ახლა ძაღლი უსაფრთხოდაა, მაგრამ სეირნობის შემდეგ სახლში ტკიპა ხშირად მოყავს.

აქ, ფხიზლად უნდა იყოთ. ძაღლს დივანზე დაწოლის უფლება არ მისცეთ და ტკიპების არსებობაზე რამდენჯერმე შეამოწმეთ. ბუნებაში გასეირნების შემდეგ კარგად უნდა დაათვალიეროთ. ტკიპები ხშირად შიშველ კანს ეკვრის. ტყეში ტკიპა შეიძლება თავზე დაგეცეთ, კისერში ჩაძვრეს ან დეკოლტეზე დავარდეს. თუ ტკიპა აღმოაჩინეთ, პანიკას არ აყვეთ, უბრალოდ რაც შეიძლება სწრაფად ამოიღეთ.

პინცეტით

ერთ–ერთი ყველაზე მოსახერხებელი და უსაფრთხო მეთოდი, რომ ტკიპა მთლიანად ამოიღოთ. ტკიპას თავი მთლიანად დაიჭირეთ და საათის ისრის მიმართულებით მოატრილეთ, ნელ–ნელა პინცეტით ამოიღეთ. ამის შემდეგ ნაკბენის ადგილი სპირტით ან იოდით დაიმუშავეთ. ტკიპა მოიშორეთ.

ძაფით

20 სმ ძაფი შუაზე გაკეცეთ. ძაფი თითებით ისე მოაბრუნეთ, რომ თვალი გააკეთოთ. ეს თვალი ტკიპას თავზე წამოაცვით, კანთან რაც შეიძლება ახლოს, და ძაფი დაახვიეთ. თვალი თავისით გაიჭიმება და რამდენიმე წამში ტკიპა ამოვარდება. ჭრილობა დაიმუშავეთ და ტკიპა გაანადგურეთ.

შპრიცით

შპრიცის თავი გადაჭერით და კანზე ტკიპას მჭიდროდ დაადეთ. ჰაერი ამოტუმბეთ. ტკიპა სწრაფად ამოვარდება, თუ შპრიცს აცეტონს წაუსვამთ. ნაკბენის ადგილის დამუშავება არ დაგავიწყდეთ. ასევე შეამოწმეთ, ტკიპა ბოლომდე თუ მოიშორეთ.

ზეთით

როდესაც სხვა ხელსაწყოები ხელთ არ გაქვთ, ზეთიც გამოგადგებათ. ამბობენ, რომ ეს მეთოდი უსაფრთხოა არაა. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ცივილიზაციიდან შორს ხართ, იმოქმედეთ. ნაჭერი ზეთში დაასველეთ და ტკიპას დაადეთ. რამდენიმე წამში ტკიპა დახრჩობას დაიწყებს და თავისით ამოვა. ამის შემდეგ ნაკბენი ნებისმიერი ანტისეპტიკით დაამუშავეთ. ნაკბენს ყურადღება მიაქციეთ, თუ არ გექავებათ და არ გაწითლდა, იცოცხლებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საავადმყოფოში დროულად უნდა მოხვდეთ.

ნემსით

ნემსი ცეცხლზე გააცხელეთ და წვერით ტკიპის მუცელი გახვრიტეთ. ამის შემდეგ ტკიპა კანს თავად მოშორდება. ნაკბენის ადგილი სპირტით დაიმუშავეთ და ტკიპა მოიშორეთ.

აღმოჩნდა, რომ ტკიპა წყალში დიდხანს ცოცხლობს, ამიტომ უნიტაზის ჩარეცხვა ვარიანტი არაა. სჯობს ტკიპა ქაღალდზე მყარი საგნით დანაყოთ ან ქლორის შემცველ ხსნარში ან სპირტში მოათავსოთ. თავს გაუფრთხილდით და თქვენი ცხოველი ტკიპის საწინააღმდეგოდ რეგულარულად დაამუშავეთ. თქვენ რომელ მეთოდებს იყენებთ?