Connect with us

ჯანმრთელობა

პიტნის ზეთი. მხოლოდ 1 ფლაკონი მრავალი პრობლემისგან დაგიცავთ

პიტნის ზეთზე დიდი მოთხოვნაა კოსმეტოლოგიაში, მედიცინაში და კულინარიაში. ცოტამ თუ იცის, რომ ამ ეთერზეთის რეგულარული გამოყენება გვიცავს სტრესისგან, დეპრესიისგან და ბევრი სხვა დაავადებისგან. პიტნის ზეთი შესანიშნავი ანტივირუსული და ანტიბაქტერიული საშუალებაა გამოყენების ფართო სპექტრით.

დაგვეთანხმეთ, რთული არაა, შენობაში პიტნის არომატი გაავრცელოთ ან რამდენიმე წვეთი ქურთუკის გადანაკეცზე ან შარფზე დააწვეთოთ ხალხმრავალ ადგილებში მისვლამდე. დროთა განმავლობაში საოცარ ეფექტს დაინახავთ. Аlltime.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა თვისებებს ფლობს პიტნის ზეთი და როგორ გამოიყენოთ.

პიტნის ზეთის შემადგენლობა და თვისებები

დიდი ხანია ბევრი ექიმბაში და ჯადოქარი იყენებს პიტნას, როგორც ანტისპაზმურ და ანტიბაქტერიურ საშუალებას. დღემდე მის სასარგებლო თვისებებში ეჭვი არავის ეპარებოდა, ხოლო მოქმედების სპექტრი მხოლოდ ფართოვდება.

ამავდროულად, პიტნის ეთერზეთი რამდენიმე მნიშვნელოვანი ნივთიერების ნარევია. შემადგენლობაში შედის ფლავონოიდები (ანტიოქსიდანტური და ანტიმიკრობული თვისებები), აზულენი (ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური თვისებები) და ლევომენტოლი, სუნთქვას აადვილებს.

პიტნის ზეთის გამოყენების მეთოდები

პიტნას გამაგრილებელი არომატი აქვს, ბევრ უსიამოვნებას აქრობს, ტკივილთან ბრძოლების უნარს ზრდის. სწორედ ამიტომ, მშობიარე ქალებს ძლიერი შეტევითი ტკივილის დროს პიტნის ღეჭვას ურჩევენ.

არომათერაპია (ორთქლის შესუნთქვა)

პიტნის გამოყენების ერთ–ერთი პოპულარული მეთოდია პასიური ინჰალაცია. ჰაერის შესუნთქვა მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებებით. პიტნის ეთერზეთი ოთახის ტემპერატურაზე ორთქლდება, ამიტომ ინჰალაციისთვის სალფეთქზე რამდენიმე წვეთი ზეთი დააწვეთეთ და გვერდით დაიდეთ.

სურდოს პროფილაქტიკა და მკურნალობა

პიტნის ზეთი (ასევე პიტნის ჩაი) ანტისეპტიკური თვისებების წყალობით ხშირად გამოიყენება სურდოს და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების დროს. ნატურალური საშუალება ბაქტერიების გამრავლებას აფერხებს, სასუნთქ გზებს და ზოგადად ჰაერს შენობაში დეზინფექციას უტარებს. პასიური ინჰალაცია ლორწოვანი ზედაპირების იმუნიტეტზე დადებითად მოქმედებს, ატენიანებს და შეშუპებას ამცირებს. ამრიგად, სურდო და ინტენსიური ხველა მცირდება. გასაკვირი არაა, რომ ბევრი გაციების საწინააღმდეგო საშუალება პიტნის ზეთს შეიცავს. პიტნის ზეთი გამოგადგებათ მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების პრევენციისთვის, განსაკუთრებით სურდოს და გრიპის სეზონზე (ოქტომბრიდან მარტამდე).

სასწრაფო დახმარება სტრესის დროს

პიტნის ზეთი 70% მენთოლს შეიცავს. ის, თავის მხრივ, ამცირებს შფოთვას, აქვს დამამშვიდებელი მოქმედება და ხელს უწყობს სხეულის უმეტესი კუნთების აბსოლუტურ მოდუნებას.

თავის ტკივილს ამცირებს

პიტნის ეთერზეთი თავის ტკივილის დროს დაგეხმარებათ, რადგან თავის ტვინის სისხლძარღვების სპაზმს მაშინვე ამცირებს. რეგულარული მტკივნეული შეგრძნებების დროს პიტნის ზეთი გამოიყენეთ არომამედალიონში ან სახლის არომანათურაში. საშუალება გამოგადგებათ სატრანსპორტო საშუალებაში თავბრუსხვევის და ცუდად გახდომის დროს. ამ შემთხვევაში რამდენიმე წვეთი ზეთი სალფეთქზე დააწვეთეთ და უბრალოდ თქვენ გვერდით დაიჭირეთ.

გარე გამოყენება

პიტნის ეთერზეთი გარე ანთებით პროცესებსაც ეფექტურად უმკლავდება. პიტნის ზეთი კანზე წაისვით დაზიანების დროს, ასევე კოსმეტიკური მიზნებისთვის.

დაჟეჟილობა

პიტნიანი საშუალება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ჰემატიტის გაწოვას ხელს უწყობს. დაჟეჟილობის და სისხლჩაქცევების დროს პიტნის ექსტრაქტით კომპრესის გაკეთება რეკომენდებულია. პიტნის ზეთი საბაზო ზეთს აურიეთ. მაგალითად, მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთს.

ვარიკოზული ვენები, ნევრალგია, რევმატიზმი

პიტნის ზეთი ფეხებში სიმძიმეს აქრობს, სისხლძარღვების კედლებს აძლიერებს და სპაზმებს ამცირებს. ვარიკოზის დროს მასაჟი კეთდება, ხოლო ნევრალგიის და რევმატიზმის დროს საბაზისო და პიტნის ზეთების ნარევი მტკივნეულ ადგილას აქტიურად უნდა შეიზილოთ.

სველი ხველა, ჰიპოთერმია

პიტნის ექსტრაქტი შედის ბევრ გამათბობელ გელსა და მალამოში, რომელსაც ექიმები ხანგრძლივი სველი ხველის და ჰიპოთერმიის დროს ნიშნავენ. პიტნის ეთერზეთი სტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, ააქტიურებს იმუნური სისტემის მუშაობას, ამარტივებს ნახველის გამოყოფას.

კანის ანთება

პიტნის ზეთი ერთ–ერთი პოპულარული კომპონენტია კანის მოვლის კოსმეტიკაში: კრემებში, ტონიკებსა და ლოსიონებში. თავისი ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით კანქვეშა ფენაში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, ანთებას ამცირებს და დაზიანებულ კანს აღადგენს.

თმის მოვლა

პიტნის ზეთი თმის მოვლის საშუალებად აქტიურად გამოიყენება. შამპუნი პიტნის ეთერზეთით ქერტლს ებრძვის, თმას ბზინვარეს და შესაგრძნებად სასიამოვნოს ხდის.

შიგნით მიღება

გაითვალისწინეთ, რომ პიტნის ეთერზეთი დიდი სიფრთხილით უნდა მიიღოთ. ყოველთვის მკურნალ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ და თვითმკურნალობა არ დაუშვათ!

კუნთების სპაზმის დროს

ბევრი ქალი ჩაის რამდენიმე წვეთ პიტნის ეთერზეთს უმატებს, რომ მენსტრუაციის დროს ტკივილი შეამციროს. ნატურალური საშუალება გულის ტკივილსაც ამცირებს, სისხლძარღვებს ნაზად აფართოებს. სწორედ ამიტომ, პიტნა შედის წვეთებში, რომლებიც გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს გამოიყენება.

ყელის ღიტინის და ტკივილის გასაქრობად

პიტნის ზეთი გვხდება ყელის ტკივილის საწინააღმდეგო პრეპარატების უმეტესობაში. ცხვირ–ხახას დეზინფექციას უტარებს, ლორწოვან გარსს არბილებს და შეშუპებას აქრობს.

მნიშვნელოვანია: ნებისმიერი ეთერზეთის გამოყენებისას ორგანიზმის რეაქციას დააკვირდით. ზოგიერთ მათგანზე ალერგია შეიძლება გამოვლინდეს. გახსოვდეთ: ხალხური საშუალებებით გამოჯანმრთელების 100%–იან გარანტიას, სამწუხაროდ, არავინ მოგცემთ.

Advertisement