Connect with us

ყვავილები

მეზობელმა მასწავლა, როგორ მივიღო ტკბილი წიწაკის მდიდარი მოსავალი ფეტვის გამოყენებით

მეუღლემ მაჩუქა წიწაკის თესლი „ანასტასია“, რომელიც უკვე კარგად ამოვიდა. ისღა დამრჩენია ნერგი მიწაში გადავრგო და მოვუარო, რომ ჩემი საყვარელი ბოსტნეულის უხვი მოსავალი შევაგროვო. წიწაკა საკმაოდ პრეტენზიულია, მისი მოყვანა არც ისეთი ადვილია.

ჩემი მეზობლის, ბიძია თედოს დახმარებით, ამ პრეტენზიულ მცენარესთან მოლაპარაკების გზა ვიპოვე. ის სეზონზე მოსავლის აღებისას არა მხოლოდ ბევრ წიწაკას იღებს, არამედ ზედმეტს ბაზარშიც ყიდის. უკვე ახალი მოტოციკლის ფული შეაგროვა!

დღეს Alltime.ge–ს რედაქცია გიზიარებთ ხრიკებს, რომლის დახმარებით ტკბილი წიწაკის უხვ მოსავალს მიიღებთ.

წიწაკის მოსავალი

საიდუმლო ფეტვშია. დიახ, დიახ, არ მოგესმათ, სწორედ ფეტვის ნაყენი ეხმარება წიწაკას ზრდასა და ბევრი ნასკვის ფორმირებაში. ასეთი გამოკვების შემდეგ წიწაკა უფრო ტკბილი, გარეგნულად ლამაზი, კაშკაშა და ხორციანია.

გამოსაკვებად მაღაზიაში შეძენილი ჩვეულებრივი ფეტვი გამოგადგებათ. წინასწარ 5 ლ წყალში ჩაალბეთ. 24 საათით გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ. მეზობელმა მირჩია, რომ 5 ლ სასუქი 5 ლ წყალში გამეზავებინა. ამის შემდეგ შეგიძლიათ ნაყენით წიწაკა მორწყათ.

ასევე დავაკვირდი, თუ მეზობელი, როგორ რგავდა ნერგებს. ადრე ორმოებში ვრგავდი, ის კი თხრილებში რგავს. თითოეულ თხრილში რგავს 2 რიგ წიწაკას, რომლებიც ერთმანეთისგან 20 სმ–ით დაშორებულნი არიან. ხოლო რიგებში ბუჩქებს შორის დაშორება – 30 სმ.

თითოეულ ბუჩქზე 0,5 ლ ნაყენი დაგჭირდებათ. 20 ბუჩქზე 10 ლიტრიანი ვედრო გამოვიყენე.

სხვათა შორის, თავად მარცვლეული მცენარეების მორწყვის შემდეგ არ გადაყაროთ. წიწაკის ბუჩქებს შორის მიწაში დარგეთ. ასე ბოსტნეული უკეთ გაიზრდება. ოღონდ, ფრთხილად იმოქმედეთ, რომ მცენარის ფესვები არ დააზიანოთ. თავად ფეტვი მიწის მდგომარეობას და სტრუქტურას აუმჯობესებს, სასარგებლო მიკროელემენტებით ამდიდრებს.

გირჩევთ, ეს ხრიკები გამოიყენოთ. ასეთი გამოკვების შემდეგ წიწაკის მდიდარ მოსავალს მიიღებთ. გარდა ამისა, ფეტვით გამოკვება ჭიანჭველებთან ბრძოლაშიგამოგადგებათ, თუ ასეთი პრობლემა გაქვთ.

თქვენ როგორ ზრუნავთ წიწაკაზე, რომელ სახეობებს რგავთ? მოხარული ვიქნებით, თუ თქვენს გამოცდილებას გაგვიზიარებთ!